პრიპიატი (მდინარე)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სიტყვას „პრიპიატი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ პრიპიატი.
პრიპიატი
მდინარე პრიპიატი
მდინარე პრიპიატი
დახასიათება
სიგრძე 775 კმ
აუზის ფართობი 144, 3 ათ. კმ²
აუზი შავი ზღვა
წყლის ხარჯი 370 მ³/წმ
წყლის ნაკადი
სათავე ვოლინსკის მაღლობი
 · მდებარეობა უკრაინა
კოორდინატები 51°11′30″ ჩ. გ. 30°28′55″ ა. გ. / 51.19167° ჩ. გ. 30.48194° ა. გ. / 51.19167; 30.48194
შესართავი კიევის წყალსაცავი
 · მდებარეობა უკრაინა
განლაგებულია
დნეპრის აუზი
დნეპრის აუზი
ქვეყნები დროშა: უკრაინა უკრაინა
დროშა: ბელარუსი ბელარუსი

პრიპიატი, სტრუმენი (უკრ. Припять; ბელარ. Прыпяць) — მდინარე ბელარუსსა და უკრაინაში. მდინარე დნეპრის მარჯვენა შენაკადი (ჩაედინება კიევის წყალსაცავში). სიგრძე 775 კმ, აუზის ფართობი 144, 3 ათ. კმ. სათავე აქვს ქალაქ კოველის ჩრდილოეთ-დასავლეთით. მიედინება პოლესიეში. ზემოთში — პინის ჭაობებში დატოტვილია, შუაწელში ქვიშიანი ნაპირები აქვს, ქვემოთში კალაპოტი ჩქერებიანია. შერეულია საზრდოობის მდინარეა (ჭარბობს თოვლის წყალი).

წყალდიდობა იწყება მარტში, მაქსიმალური შუა აპრილშია. წყალმცირეა ზაფხულ-შემოდგომაზე. წყლის საშუალო ხარჯი 370 მ³/წმ, მაქსიმალური 6000 მ³/წმ. წლიური ჩამონადენი 14,5 კმ³. იყინება შუა დეკემბერში, ყინულძვრაა მარტის ბოლოს. პრიპიატზე აცურებენ ხე-ტყეს.

1986 წელს განვითარებული კატასტროფის შედეგად (ჩერნობილის კატასტროფა) გამოყოფილი მავნე რადიოაქტიური ნივთიერებები მდინარე პრიპიატზეც გავრცელდა.

ლიტერატურა[რედაქტირება]