უნიტარიზმი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მმართველობის ფორმები
რედ.

უნიტარიზმისახელმწიფოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მართვის თვალსაზრისით მსოფლიოს ქვეყნები ძირითადად ორ ჯგუფად იყოფა: უნიტარულ და ფედერაციულ სახელმწიფოებად.

უნიტარულ ქვეყნებში არსებული ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულები უშუალოდ ემორჩილებიან ცენტრალურ ხელისუფლებას. ამ ქვეყნებში არც ერთ მის ნაწილს თითქმის არავითარი სახელმწიფოებრივი წარმონაქმნის სტატუსი არ აქვს. აქ არსებობს ერთიანი კონსტიტუცია, მოქალაქეობა და უმაღლესი ორგანოების ერთიანი სისტემა. ქვეყნის უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ნაწილი არის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დანაყოფი, რომელიც ძირითადად იმართება ცენტრალური მთავრობის მიერ მიღებული კანონის საფუძველზე.

უნიტარულ სახელმწიფოში ადმინისტრაციული დაყოფა ადმინისტრაციული ფუნქციის განსახორციელებლად გამოიყენება. თანამედროვე სახელმწიფოებში უნიტარული დაყოფისას ზოგიერ ერთეულს შესაძლებელია განსხვავებული სამართლებრივი სტატუსი ჰქონდეს ან ავტონომიით სარგებლობდეს. ასეთი ერთეულები ტერიტორილ ავტონომიებად მოიხსენიებიან.

განასხვავებენ ცენტრალიზებულ და დეცენტრალიზებულ უნიტარულ სახელმწიფოებს.

უნიტარული ქვეყნებია: ფინეთი, საბერძნეთი, ისლანდია, შვედეთი, ჩეხეთი, ირლანდია, ირანი, სამხრეთ კორეა, სომხეთი და ა.შ. უნიტარულ სახელმწიფოთა შორის აღსანიშნავია ზოგიერთი ქვეყანა, რომელიც ხელისუფლების მმართველობის მაღალი დეცენტრალიზაციით ხასიათდება. მაგ. უკრაინა, ფილიპინები, პალაუ და ა.შ.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • L' Unitarisme, Bernard Roussel, 1995