ბელორუსიის სახალხო რესპუბლიკა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბელორუსიის სახალხო რესპუბლიკა
Беларуская Народная Рэспубліка

არაღიარებული რესპუბლიკა

25 მარტი, 19185 იანვარი, 1919
 

 

დროშა გერბი
ჰიმნი
Ваяцкі марш

ბელორუსიის სახალხო რესპუბლიკის რუკა სადავო ტერიტორიების ჩათვლით
დედაქალაქი მინსკი (1918)
გროდნო (1918-1919)
ენა ბელარუსული
მმართველობის ფორმა რესპუბლიკა

ბელორუსიის სახალხო რესპუბლიკა (ბელარ. Беларуская Народная Рэспубліка) — პოლიტიკური გაერთიანება თანამედროვე ბელარუსის ტერიტორიაზე. დამოუკიდებლობა გამოაცხადა 1918 წლის 25 მარტს. ქვეყნის დედაქალაქი იყო მინსკი, ხოლო ოფიციალური ენა — ბელარუსული.

პირველ მსოფლიო ომში გერმანიის დამარცხების შემდეგ და კომპიენის ზავის დადების შემდეგ საბჭოთა რუსეთმა გადაწყვიტა ბრესტის ზავის გაუქმება და ტერიტორიების დაბრუნება. 1918 წლის 10 დეკემბერს გერმანიის ჯარმა დატოვა მინსკი. 27 დეკემბერს ბელორუსიის რადა გადავიდა ჯერ კიდევ გერმანიის კონტროლის ქვეშ მყოფ გროდნოში. 1919 წლის 1 იანვარს სმოლენსკში გამოცხადდა ბელორუსიის სსრ, 8 იანვარს ბელორუსიის სსრ-ის მთავრობა სმოლენსკიდან მინსკში გადავიდა, რომელიც უკვე წითელ არმიას უბრძოლველად ჰქონდა დაკავებული.

ბელორუსიის რადის წარმომადგენლებმა მოღვაწეობა განაგრძო საზღვარგარეთ. 1997 წლიდან ბელორუსიის სახალხო რესპუბლიკის რადის თავჯდომარეა (დევნილობაში) ივონკა სურვილა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]