ბელარუსის დემოგრაფია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

2009 წლის მონაცემებით ბელარუსის მოსახლეობა შეადგენს 9 503 807 ადამიანს. აქედან ეთნიკურად ბელარუსი — 83.7%, რუსი — 8.3%, პოლონელი — 3.1%, უკრაინელი — 1.7% და სხვა — 3.2%. ერთ კვადრატულ კილომეტრზე საშუალოდ 50 ადამიანი ცხოვრობს. მოსახლეობის 70% ქალაქში მაცხოვრებელია. ბელარუსის უდიდესი ქალაქი და ამავდროულად დედაქალაქი არის მინსკი, სადაც 2015 წლის მონაცემებით 1 937 900 ადამიანი ცხოვრობს. სიდიდით მეორე ქალაქი არის გომელი (526 873 მაცხოვრებელი), ხოლო მესამე კი — მოგილევი (374 644). ბელარუსის სხვა დიდი ქალაქებია: ვიტებსკი (366 299), გროდნო (356 557), ბრესტი (330 934) და ა.შ.

როგორც ევროპული სახელმწიფოების უმრავლესობა, ბელარუსიც გამოირჩევა მოსახლეობის რაოდენობის შემცირების კუთხით. ასევე შეინიშნება საშუალო ასაკის ზრდის ტენდენციაც. კერძოდ, დღეის მონაცემებით მოსახლეობის საშუალო ასაკი 37 წელია და თუ ზრდა მსგავსი ტემპებით გაგრძელდა 2050 წლისთვის აღნიშნული მონაცემი 55-დან 65 წლამდე ავა. ეს ყველაფერი გამოიწვია ახალგაზრდა მოსახლეობის ქვეყნიდან გადინებამ.

ბელარუსში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა არის 68.9 წელი (63 მამაკაცებისთვის და 74.9 ქალებისთვის).

ბელარუსს აქვს ორი სახელმწიფო ენა — რუსული და ბელარუსული. რუსულად საუბრობს მოსახლეობის უმრავლესობა — 72%, ხოლო ბელარუსულად კი — მხოლოდ 11.9%.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]