ნემანი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
|
|
|
|---|---|
მდინარე ნემანი სოფელ ლიშკიავასთან |
|
| დახასიათება | |
| სიგრძე | 937 კმ |
| აუზის ფართობი | 98 200 კმ² |
| ჩაედინება | ბალტიის ზღვა |
| ქვეყნები | ლიტვა, ბელარუსი, რუსეთი |
| ქალაქები | გროდნო, ალიტუსი, კაუნასი |
ნემანი (ლიტვ. Nemunas, ბელარ. Нёман, გერმ. Memel, პოლ. Niemen) - მდინარე ბელარუსში, ლიტვაში და რუსეთის კალინინგრადის ოლქში. ქვემო დინებაში წარმოადგენს სასაზღვრო ზოლს რუსეთსა და ლიტვას შორის.
გეოგრაფია [რედაქტირება]
მდინარე სათავეს იღებს მინსკის მაღლობის სამხრეთით, ზემო დინებაში მიედინება ნემანის დაბლობზე, ხოლო ქვემოთში კი გადადის შუა ლიტვის დაბლობში და ერთვის ბალტიის ზღვის კურშის ყურეს. წყლის საშუალო ხარჯია 678 მ3/წმ. წყალდიდობა იცის მარტიდან მაისის ჩათვლით. იყინება დეკემბერში, ყინულძვრაა მარტში, ზოგჯერ თებერვალში ან აპრილში.
შენაკადები [რედაქტირება]
მდინარე ნემანს 180-მდე შენაკადი აქვს, რომელთაგან უმთავრესია: მარჯვენა შენაკადები - სვისლოჩი, მერკისი, ნერისი, ნევეჟისი, დუბისა, იურა და მარცხენა შენაკადები: შეშუპე, უშა, ლოშა...
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ნემანი“ ვიკისაწყობში.- მდინარე ნემანი