ქურთის მუნიციპალიტეტის გერბი
იერსახე
ქურთის მუნიციპალიტეტის გერბი | |
---|---|
დეტალები | |
გვირგვინი | ერთქონგურიანი საქალაქო ვერცხლის გვირგვინი |
დევიზი | ქურთა |
ქურთის მუნიციპალიტეტის გერბი — ქურთის მუნიციპალიტეტის სახელმწიფო სიმბოლო დროშასთან ერთად. მიღებულია ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ, 2010 წლის 25 მაისის №3 დადგენილებით.
აღწერილობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გერბის ფარი გაკვეთილია და იყოფა ორ ნაწილად:
- I ნაწილი — ვერცხლის ველზე მეწამული სწორკუთხა ჯვარი (წმინდა გიორგი), რომლის მკლავები ეხება ველის კიდეებს.
- II ნაწილი — მეწამულ ველზე "გამომავალი" ვერცხლის მახვილიანი ხელი.
გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი — ერთქონგურიანი გალავანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) ნახევრად ღია კარიბჭით.
ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ-მეწამული ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავად ჩაწერილია დევიზი — „ქურთა“.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
|