ტორპედო ქუთაისი (საფეხბურთო კლუბი)
სრული სახელი | საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისი | |||
---|---|---|---|---|
დაარსდა | 1946 | |||
სტადიონი |
რამაზ შენგელიას სტადიონი, ქუთაისი, საქართველო (ტევადობა: 14 700) | |||
პრეზიდენტი | დავით კერესელიძე | |||
მწვრთნელი | სტივ კინი | |||
კაპიტანი | მერაბ გიგაური | |||
ლიგა | ეროვნული ლიგა | |||
2023 | მე-3 | |||
საიტი | ოფიციალური საიტი | |||
|
„ტორპედო“ — ქართული საფეხბურთო კლუბი ქალაქ ქუთაისიდან. დაარსდა 1946 წელს. პირველ სამ ეროვნულ ჩემპიონატში გამოდიოდა „ქუთაისის“ სახელით. თამაშობს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში. 1949 წელს გახდა საქართველოსა საბჭოთა ჩემპიონატის ოქროს პრიზიორი, ასევე არის ეროვნული ლიგის 4 გზის ოქროსა (2000, 2001, 2002, 2017) და სამგზის ვერცხლის (1999, 2003, 2005) პრიზიორი. ხუთჯერ გახდა საქართველოს თასის (1999, 2001, 2016, 2018, 2022) და ერთხელ საქართველოს სუპერთასის მფლობელი 2018 წელს. დამოუკიდებელი საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის დაარსებიდან „ტორპედო“ უმაღლეს ლიგაში ასპარეზობდა, მხოლოდ სამი სეზონით მოხდა მისი დაქვეითება პირველ ლიგაში (2007–08, 2008–09, 2009–10), 2010 წლიდან ისევ აღზევდა უმაღლეს ლიგაში, სადაც დღემდე ასპარეზობს. საშინაო მატჩებს ატარებს რამაზ შენგელიას სტადიონზე, რომელიც 14 700 მაყურებელს იტევს.
თავის დროზე „ტორპედოს“ რიგებში გამოდიოდნენ ისეთი ცნობილი ფეხბურთელები, როგორებიც არიან რევაზ ძოძუაშვილი, თამაზ კოსტავა (საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი 1970), ანზორ კავაზაშვილი (საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი 1967), ნოდარ ხიზანიშვილი (საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი 1981), მურთაზ ხურცილავა (საბჭოთა კავშირის სპორტის ოსტატი 1962, საბჭოთა კავშირის სპორტის საერთაშორისო კლასის ოსტატი 1966, საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი 1969), სერგო კუტივაძე, ოთარ გაბელია (საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი 1981), მანუჩარ მაჩაიძე (საბჭოთა კავშირის სპორტის ოსტატი 1970), გივი ნოდია (საბჭოთა კავშირის სპორტის ოსტატი 1966, საბჭოთა კავშირის სპორტის საერთაშორისო კლასის ოსტატი 1972), თენგიზ სულაქველიძე (საბჭოთა კავშირის სპორტის საერთაშორისო კლასის ოსტატი 1980, საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი 1981), გურამ ცხოვრებოვი, რამაზ ურუშაძე (საბჭოთა კავშირის სპორტის ოსტატი 1961).
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაარსების პერიოდი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1946 წელს ქუთაისის ავტოქარხნის ბაზაზე ჩამოყალიბდა გუნდი, სახელად ქუთაისის „ტორპედო“. უკვე 1949 წელს კი, ქუთაისის „ტორპედო“ საქართველოს იმჟამინდელი ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.
1957 წელს ქუთაისში ჩამოყალიბდა საფეხბურთო გუნდი „ლოკომოტივი“, რომლის მწვრთნელადაც დაინიშნა ცნობილი სპეციალისტი ანდრო ჟორდანია. იმის გამო, რომ „ლოკომოტივის“ რესპუბლიკურმა საბჭომ თბილისიდან ვერ შეძლო გუნდის პატრონობა, ქუთაისის ხელმძღვანელობამ 1959 წლის 3 მაისს ქალაქის სპორტკომიტეტის დადგენილებით გუნდი გადასცა საავტომობილო ქარხანას და „ლოკომოტივის“ ნაცვლად მას „ტორპედო“ ეწოდა. მთავარ მწვრთნელად დაინიშნა გიორგი ანთაძე. 1959 წლის 23 აპრილს ტორპედოელებმა ქუთაისში პირველი საერთაშორისო ამხანაგური მატჩი გამართეს შვედეთის ქალაქ სუნდსვალის გუნდთან. შეხვედრა მასპინძელთა გამარჯვებით 3:0 დასრულდა. 1959 წლის 5 ივლისს ქუთაისს მეორე უცხოური გუნდი დანიის „ალიანსენი ეწვია. ტორპედოელებმა დიდი უპირატესობის მიუხედავად მეტოქის დამარცხება ვერ შეძლეს — 3:3. 1959 წლის 4 ნოემბერს მესამე საერთაშორისო ამხანაგურ მატჩში ქუთათურებმა ფინეთის „პალლოსეურა“ გაანადგურეს-3:0. 1959 წლის საკავშირო ჩემპიონატი „ტორპედომ“ მე-6 ადგილზე დაასრულა.
„ბ“ კლასი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1960 წლიდან ქუთაისის „ტორპედო“ საკავშირო გათამაშების „ბ“ კლასის მეორე ზონაში გამოდიოდა. ქუთაისელებმა შესანიშნავად ჩაატარეს სეზონი. გუნდმა 30 თამაშიდან 47 ქულა დააგროვა, 12 ქულით გაუსწრო მეორე ადგილზე გასულ ლენინაბადის „დინამოს“ და პირველ ზონაში გამარჯვებულ თბილისის „ლოკომოტივს“ დაუპირისპირდა. ორი მატჩის ჯამში გამარჯვება „ტორპედოს“ დარჩა (3:1, 0:1) და „ბ“ ლიგაში პირველი ადგილი მოიპოვა. იმის გამო რომ 1960 წელს „ა“ კლასის საგზური არ გათამაშებულა, ტორპედოელებს მომავალ წელსაც დაბალ ლიგაში მოუხდათ ასპარეზობა, თუმცა გუნდის ფეხბურთელებს სპორტის ოსტატის წოდებები მიანიჭეს.
1961 წლის სეზონში უშანგი სალდაძის ხელმღვანელობით ტორპედოელები კვლავ გამარჯვებული გამოვიდნენ „ბ“ კლასის მეორე ზონის გუნდებს შორის და მოიპოვეს უფლება ებრძოლათ „ა“ კლასის საგზურისთვის. უმაღლესში გადასასვლელ სამთა ტურნირში, რომელიც კიშინიოვში გაიმართა ქუთაისელებმა ტალინის „კალევთან“ და თბილისის „ლოკომოტივთან“ პაექრობაში პირველი ადგილი მოიპოვეს და „ა“ კლასში აღზევდნენ.
„ა“ კლასი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1962 წელს 2 მაისს ქუთაისის ცენტრალურ სტადიონზე ქუთაისის „ტორპედო“ საბჭოთა კავშირის უმაღლესი ლიგის სასტარტო მატჩში მოსკოვის „ტორპედოს“ დაუპირისპირდა. წინა დღით ქუთაისელთა დუბლებმა მოსკოველთა მეორე გუნდი 5:1 გაანადგურეს. ახალგაზრდების შემართება ძირითად გუნდსაც გადაედო და ქართველმა ფეხბურთელებმა გადაჭედილი ტრიბუნების თვალწინ ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვეს — 4:2.[1] „ტორპედოს“ კარგი დებიუტი გამოუვიდა, მაგრამ ასპარეზობა ასევე წარმატებულად ვეღარ განაგრძო და საბოლოოდ მე-15 ადგილს დასჯერდა. თუმცა, ქუთათურებმა უკან ჩამოიტოვეს საკმაოდ ცნობილი გუნდები: ლენინგრადის „დინამო“, მინსკის „დინამო“ და „კრილია სოვეტოვი“, რომლებსაც „ა“ კლასში ასპარეზობის საკმაო გამოცდილება გააჩნდათ. საყურედღებოა, რომ ქუთაისელებმა სანიმუშო სათამაშო დისციპლინისთვის გაზეთ „სოვეტსკი სპორტისგან“ მიიღეს პრიზი „სამართლიანი თამაშისთვის“.
1963 წლის სეზონში „ტორპედო“ არაერთი დასამახსოვრებელი შეხვედრა ჩაატარა: 15 აპრილს ქუთათურებმა თბილისის „დინამოს“ უმასპინძლეს. ამ მატჩის სანახავად ქალაქის სტადიონზე 40 000 კაცზე მეტი მივიდა. ეს ციფრი დღესაც სარეკორდოა „ტორპედოსთვის“. მატჩი დამთავრდა ფრედ — 0:0. საყურადღებოა, რომ ქუთაისელმა ფეხბურთელებმა წარმატებით ჩაატარეს „მოსკოვური“ მატჩები. მოსკოვის „ცსკას“ 1963 წლის ჩემპიონატში ქუთაისელებთან სეხვედრამდე თამაში არ ჰქონდათ წაგებული და მათი წარმატებული სერია საკუთარ მოედანზე „ტორპედოსთან“ შეწყდა. ქუთათურებმა გასვლაზე დაამარცხეს მოსკოვის „ლოკომოტივი“, ხოლო კიევში „დინამოსთან“ ფრე 1:1 ითამაშეს. შეხვედრის შემდეგ კიეველმა მაყურებელმა მქუხარე ტაშით დააჯილდოვა ქართველი ფეხბურთელები, რომლებმაც ლამაზი, ტექნიკური ფეხბურთის დემონსტრირებით მოხიბლეს. 18 აგვისტოს ჩემპიონატის მორიგ მატჩში ავტოქარხნელებმა 1:0 დაამარცხეს გათამაშების ლიდერი მოსკოვის „დინამო“ და საბოლოოდ განამტკიცეს აზრი, რომ ქუთაისის „ტორპედო“ მოსკოვური გუნდებისთვის ერთ-ერთ უხერხულ მეტოქეს წარმოადგენდა.
1963 წლის სეზონი მე-12-ე ადგილზე დაამთავრეს ქუთაისელმა ფეხბურთელებმა და მათ საყოველთაო აღიარება ჰპოვეს საკავშირო თუ საერთაშორისო სარბიელზე. სეზონის დასასრულს ფეხბურთის საკავშირო ფედერაციამ გამოაქვეყნა სსრკ 33 საუკეთესო ფეხბურთელის სია, სადაც მეკარეთა სამეულში ლეგენდარული ლევ იაშინის შემდეგ მეორე ნომრად დასახელებული იყო „ტორპედოს“ გოლკიპერი რამაზ ურუშაძე.
1964 წლის ჩემპიონატის სტარტზე ტორპედოელები არადამაჯერებლად გამოიყურებოდნენ, რამაც მათი უმაღლეს ლიგაში დარჩენის საკითხი ეჭვის ქვეშ დააყენა. 25 აგვისტოს გასვლაზე ლენინგრადის „ზენიტის“ დამარცხებამ „ტორპედოელებს“ უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნების შანსი მისცა. 6 ოქტომბერს „ტორპედომ“ გათამაშების ლიდერს, მოსკოვის „ტორპედოს“ უმასპინძლა. როგორც სტუმრებს, ასევე მასპინზლებს ორი ქულა ჰაერივით სჭირდებოდათ. მოსკოველები გამარჯვების შემთხვევაში განიმტკიცებდნენ ლიდერის პოზიციას, ხოლო ქუთაისელებს 2 ქულის დაკარგვის შემთხვევაში არავითარი თეორიული შანსი აღარ რჩებოდათ „ა“ კლასში დარჩენისთვის. ჯუმბერ ხაჟალიას მიერ გატანილმა ერთადერთმა გოლმა სანუკვარი ორი ქულა მოუტანა ქუთაისელ ფეხბურთელებს, ხოლო მოსკოველებს ეს მარცხი მოგვიანებით ჩემპიონობის დაკარგვადაც დაუჯდათ. „ტორპედომ“ ამის შემდეგ გასვლაზე დაამარცხა „როსტოვი“ და მოსკოვის „დინამო“, შემდეგ კი დამატებით მატჩში გორკის „ვოლგა“ დაამარცხა და უმაღლეს ლიგაში ადგილი შეინარჩუნა. 1964 წლის ბოლოს საბჭოთა კავშირის ფეხბურთის ფედერაციამ გამოაქვეყნა უძლიერეს ფეხბურთელთა სია, სადაც ქუთაისის „ტორპედოდან“ ხუთი ფეხბურთელი მოხვდა: რამაზ ურუშაძე, იუზა ლოსაბერიძე, სერგო კუტივაძე, ჯემალ ხერხაძე და ვალერიან ჩხარტიშვილი.
1965 წელს „ტორპედომ“ პროგრამა მინიმუმი კვლავ შეასრულა და უმაღლეს ლიგაში ადგილი შეინარჩუნა. ჩემპიონატის დასრულებმადე სამი ტურით ადრე „ტორპედომ“ გათამაშების ლიდერს კიევის „დინამოს“ უმასპინძლა და ლოსაბერიძის გოლით 1:0 დაამარცხა. ქუთაისში მარცხი კიეველებსაც ჩემპიონობის დაკარგვის ფასად დაუჯდათ. ტორპედოელთა ასპარეზობაზე ცნობილი მიმომხილვევლი ო.სერგეევი წერდა: „რომ არსებობდეს პრიზი ჩემპიონატის ყველაზე უფრო სენსაციური შედეგისთვის, მას უსათუოდ დაიმსახურებდნენ ქუთაისელი ფეხბურთელები. სწორედ მათ წაართვეს ფინიშზე კიეველებს ის ორი ქულა, რომელიც ოქროს მედლების დაკარგვის ფასად დაუჯდათ უკრაინელ ფეხბურთელებს. გუნდმა, რომელმაც დაამარცხა ვერცხლისას და ბრინჯაოს პრიზიორები, სუსტად ჩაატარა შეხვედრები აუტსაიდერებთან...“ საკავშირო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ „ტორპედოელები“ საერთაშორისო შეხვედრების ჩასატარებლად აფრიკაში გაემგზავრნენ. ქუთათურებმა 5:1 დაამარცხეს გვინეის ნაკრები, ფრედ 0:0 ითამაშეს მალის ნაკრებთან, 7:0 დაამარცხეს ნიგერიის ერთ-ერთი გუნდი, ბოლოს კი დაამარცხეს მალის ნაკრები - 1:0.
1966 წლის საფეხბურთო სეზონში გუნდმა დაიკავა მე-15 ადგილი და უკან ჩამოიტოვა ისეთი ცნობილი გუნდები, როგორებიც იყვნენ მოსკოვის „ლოკომოტივი“ და ლენინგრადის „ზენიტი“. 1967 წლის ჩემპიონატი „ტორპედომ“ მე-13-ე ადგილზე დაასრულა. რაც საკმაოდ კარგი შედეგი იყო ისეთი პატარა ქალაქის გუნდისთვის როგორიც ქუთაისია. სეზონის ბოლოს „ტორპედოში“ აღზრდილი რევაზ ძოძუაშვილი მიიწვიეს თბილისის „დინამოში“, მოკლე ხანში კი მან საბჭოთა კავშირის ნაკრებშიც დაიმკვიდრა ადგილი. 1968 წელს 9 ქულით ჩამოიტოვა ბოლო ადგილზე მყოფი კიროვაბადის „დინამო“ და კვლავ შეინარჩუნა ადგილი უმაღლეს ლიგაში. მომდევნო წელს კი ქუთათურებმა ჩემპიონატში მე-14 ადგილი მოიპოვეს. 1970 წლის ჩემპიონატის ფინიშზე „ტორპედო“ გათამაშების ცხრილში ბოლოსწინა მე-16 ადგილზე აღმოჩნდა და უმაღლესი ლიგა დატოვა.
დაქვეითება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1971 წლიდან ქუთათურები საბჭოთა პირველ ლიგაში ასპარეზობდნენ. 11 წლის მანძილზე გუნდი იბრძოდა საუკეთესოთა შორის დასაბრუნებლად. მრავალწლიანი წარუმატებელი ცდის შემდეგ, 1981 წელს „ტორპედომ“ პირველ ლიგაში მეორე ადგილი დაიკავა, რაც მას უმაღლესი ლიგისკენ უხსნიდა გზას. 1982 წლის სეზონში გუნდმა მე-13 ადგილი დაიკავა. მომდევნო წელს კი ბოლოსწინა მე-17-ე და კვლავ დაბალ ლიგაში დაქვეითთდა. 1984 წლის ჩემპიონატი ქუთაისელებმა წარმატებით წარმართეს და უკვე მესამედ დაბრუნდნენ უმაღლეს ლიგაში. 1985 წელს გუნდი მთელი სეზონის მანძილზე სახიფათო ზონაში იყო, მაგრამ ფინიშის სწორზე ზედიზედ სამმა გამარჯვებამ „ტორპედოს“ საბოლოოდ მე-11 ადგილი მოუტანა, რაც საუკეთესო შედეგია ქუთაისელთა უმაღლეს ლიგაში 13 წლიანი ასპარეზობის მანძილზე. 1986 წელს მართალია ცალკეულ შეხვედრებში ტორპედოელები ტოლს არ უდებდნენ მეტოქეს, მაგრამ, მთლიანობაში გუნდი არასტაბილურად გამოიყურებოდა, რამაც შედეგზეც იქონია გავლენა და „ტორპედო“ ბოლო ადგილზე აღმოჩნდა.
დამოუკიდებლობის პერიოდი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ „ტორპედო“ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართული გუნდი გახდა. სწორედ მან შეძლო 1999 წელს „დინამოს“ ჰეგემონიის დამხობა და 1999-2001 ზედიზედ სამჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი, ორჯერ მოიპოვა საქართველოს თასი.
2008 წელს ქუთაისის „ტორპედო“ ფინანსური გარანტიის არ ქონის გამო დააქვეითეს, მაგრამ მიუხედავად ამის „ტორპედო“ 2008-2009 წლებში უკონკურენტოდ გადავიდა | ლიგაში, ხოლო 2009-2010 წლებში უმაღლესი ლიგის საგზურის მოპოვებაც შეძლეს. „ტორპედომ“ 2010-2011 წლის სეზონი არა სტაბილურად დაიწყო რასაც გულშემატკივრის მოთხოვნით მთავარი მწვრთნელის ნესტორ მუმლაძის განთავისუფლება მოჰყვა, ახალ მწვრთნელად კი გია გიგატაძე დანიშნეს, რომელმაც თამაშის დალაგება შეძლო და ბოლო ადგილიდან გუნდი მე-4-ე ადგილზე გაიყვანა და საქართველოს თასის ფინალის საგზურიც მოიპოვა რომელშიც მძიმე ბრძოლაში 0:1 დამარცხდა გაგრის გუნდ გაგრასთან..[2] მომდევნო ორ სეზონში „ტორპედომ“ 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ეროვნული ლიგიდან, 2016 წელს კი საქართველოს თასიც აღმართა.
იმავე წელს ტორპედო აუქციონის წესით გაიყიდა. ახალი მფლობელი და კლუბის პრეზიდენტი ბიზნესმენი ზაალ ჩაჩავა გახდა.[3] საქართველოს თასის მოგების შემდეგ, კლუბი ჩაიბარა კახაბერ ჩხეტიანმა, რომელმაც საფეხბურთო კარიერის განმავლობაში „ტორპედოს“ შემადგენლობაში 6 სეზონი გაატარა.
15 წლიანი ლოდინის შემდეგ, 2017 წლის 26 ნოემბერს, ქუთაისის „ტორპედო“ საქართველოს ჩემპიონი გახდა. გუნდმა დაძაბულ ბრძოლაში თბილისის „დინამო“ დაამარცხა.[4]
2018 წლის გახსნით მატჩში ქუთაისის „ტორპედომ“ საჩხერის „ჩიხურას“ მოუგო, რითაც გუნდმა თავისი არსებობის ისტორიაში პირველად მოიპოვა საქართველოს საფეხბურთო სუპერთასის ტიტული. მოცემულ სეზონში გუნდი ეროვნულ ლიგაში მესამე ადგილზე გავიდა, თასის ფინალში კი „გაგრასთან“ გაიმარჯვა და ტიტულსაც დაეუფლა.
2019 წელი კიდევ ერთი გამარჯვებითა და ტიტულით დაიწყო გუნდისთვის. „ტორპედომ“ სუპერთასის ფინალში დაამარცხა „საბურთალო“ და ბოლო 26 თვეში მეხუთე ტიტულს დაეუფლა. მარტში, „ტორპედოს“ 27 მატჩიანი წაუგებელი სერია „ლოკომოტივთან“ მარცხით დასრულდა.[5] კლუბში ფინანსურმა კრიზისმა იჩინა თავი, რის გამოც „ტორპედოს“ გულშემატკივრები კლუბის პრეზიდენტის, ზაალ ჩაჩავას გადადგომას ითხოვდნენ.[6]
აგვისტოს ბოლოს, ზაალ ჩაჩავამ „ტორპედო“ ქუთაისი დატოვა.[7] ფინანსური პრობლემის გამო, კლუბიდან ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელებიც წავიდნენ, რის გამოც კახაბერ ჩხეტიანმა „საბურთალოსთან“ მატჩში „ტორპედოს“ 18 წლამდელთა ახალგაზრდული კლუბიდან 11 მოთამაშე დაიმატა, მათ შორის იყო 13 წლის მეკარე სოსო კოპალიანი.[8]
გუნდმა შეინარჩუნა ადგილი ეროვნულ ლიგაში, თუმცა მთავარმა მწვრთნელმა, კახაბერ ჩხეტიანმა ტორპედო ქუთაისი 2019 წლის დეკემბერში დატოვა.[9]
2020 წლის თებერვალში, კლუბში ახალი ინვესტორები გამოჩნდნენ. გუნდის ახალი მფლობელი და პრეზიდენტი ფაბრიციო მანინი გახდა, თუმცა მოგვიანებით მანაც დატოვა დაკავებული თანამდებობა.[10]
2021 წლის ივნისში კახაბერ ჩხეტიანი მეორედ დაინიშნა მთავარი მწვრთნელის პოსტზე[11], თუმცა იმავე წლის 1-ელ ნოემბერს გუნდის დირექციამ ის გაათავისუფლა. კახაბერ ჩხეტიანის გაშვების მთავარი მიზეზი გუნდის მიერ ბოლო პერიოდში ნაჩვენები შედეგები და არსებული სატურნირო ვითარება იყო.[12]
2021 წლის სექტემბერში, კლუბის 100%-იანი მფლობელი კომპანია „ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი“ გახდა.[13]
სტადიონი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქუთაისის ცენტრალური სტადიონი აშენდა 1949-1956 წლებში მაშინდელი ახალი ქუთაისის ტერიტორიაზე. პირველად რეკონსტრუქცია 1998 წელს ჩაუტარდა, ხოლო 2010 წელს მოეწყო უეფას სტანდარტების შესაბამისად. ამჟამად სტადიონი 15 000 მაყურებელს იტევს.
სტადიონის გარდა „ტორპედოს“ გააჩნია საკუთარი ბაზა,[14] ჩოგბურთის კორტების კომპლექსი,[15] საცურაო აუზი,[16] ფიტნეს კლუბი, სოლარიუმი და სხვ.
სტადიონის მთავარი სპორტული არენა მოიცავს საფეხბურთო მოედანს (105X75 მ), 400-მეტრიან სარბენ წრეს და ხტომისა და ტყორცნის სექტორებს. საერთაშორისო სტანდარტის ტაბლო და განათების სისტემა, ადმინისტრაციული შენობა, გასახდელები და პრეს–ზონა უმაღლესი კლასის თამაშებისათვის საჭირო პირობებს ქმნის.[17]
სახელწოდება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1946: დაარსდა როგორც ტორპედო ქუთაისი
- 1949: დაერქვა ლოკომოტივი ქუთაისი.
- 1960: დაერქვა ტორპედო ქუთაისი
- 1990: დაერქვა სკ ქუთაისი.
- 1992: დაერქვა ტორპედო ქუთაისი
- 2008: დაერქვა ტორპედო-2008 ქუთაისი
- 2010 წლიდან ტორპედო ქუთაისი
სიმბოლიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლოგოები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კლუბის ფერები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]შავი | თეთრი |
სპონსორები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პერიოდი | სპონსორები | ეკიპირება | გენერალური სპონსორი |
---|---|---|---|
2011-12 | Saller | Wissol | |
2011-12 | JAKO | Wissol | |
2012–13 | ვისოლი, AUTO ექსპრესი, ლაგუნა, სმარტი, ავერსი, ალფა, სილქნეტი, საქკაბელი, TravelMinder | NIKE | Wissol |
2013–14 | ვისოლი, AUTO ექსპრესი, ლაგუნა, სმარტი, ავერსი, ალფა, სილქნეტი, საქკაბელი, TravelMinder | UMBRO | |
2018 | კრისტალბეთი | Adidas | Crystalbet |
2019 | კრისტალბეთი | Adidas | Crystalbet |
2020 | ედენარო | Kappa | Edenaro.com |
2021 | ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი | Puma | New Vision University |
ტიტულები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- შიდა ჩემპიონატები
- ეროვნული ლიგა (დონე 1)
- ჩემპიონი (4): 1999-2000, 2000-2001, 2001-2002, 2017
- მეორე ადგილი (3): 1998-1999, 2002-2003, 2004-2005
- ბრინჯაოს პრიზიორი (6): 1991, 1993-1994, 2011-2012, 2012-2013, 2018, 2023
- საქართველოს თასი
- გამარჯვებული (5): 1998-1999, 2000-2001, 2016, 2018, 2022
- ფინალისტი (5): 1999-2000, 2001-2002, 2003-2004, 2010-2011, 2017
- საქართველოს სუპერთასი
- გამარჯვებული (2): 2018, 2019
- ფინალისტი (2): 1999, 2017
- ბრინჯაოს პრიზიორი (1): 2023
- პირველი ლიგა
- ჩემპიონი (1): 2009-2010
- საერთაშორისო ტურნირები
- თურქმენეთის პრეზიდენტის თასი
- გამარჯვებული (1): 2002
- ფინალისტი (1): 2004
- თანამეგობრობის თასი/პირველი ლიგა წყარო (დონე 2)
- გამარჯვებული (1): 2001 (გაზიარებული რეკორდი)
- საბჭოთა დროის ჩემპიონატები
- საქართველოს საბჭოთა ჩემპიონატი
- ჩემპიონი (1): 1949
- საბჭოთა პირველი ლიგა (დონე 2)
- ჩემპიონატი (2): 1960, 1961
- მეორე ადგილი (3): 1949, 1981, 1984 (გაზიარებული რეკორდი)
- მესამე ადგილი (1): 1975
- საბჭოთა მეორე ლიგა (დონე 3)
- ჩემპიონი (1): 1988
- ენძელას თასი
- ფინალისტი (1): 1967
- ტორპედოს დუბლების ტიტულები
- ტორპედოს ახალგაზრდული გუნდის საერთაშორისო ტიტულები
- ტორპედოს ფანების ტიტულები
- ოფიციალური ფანკლუბი „ჯუნგლები“
- ბალუს თასი
- გამარჯვებული (1): 2012
- დასავლეთ საქართველოს თასი
- გამარჯვებული (2): 2013, 2014
(რეკორდი)
რეკორდები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- რეკორდული მოგება: 9-0 (28 ნოემბერი 2023, „შუქურა“ ქობულეთი)[18]
- რეკორდული წაგება: 2-7 (6 დეკემბერი 1994, „კოლხეთი-1913“ ფოთი); 0-5 (5 აგვისტო, 1996, ოდიში „ზუგდიდი“);
- ყველაზე მეტი მატჩი უმაღლეს ლიგაში: კახა კვეტენაძე - 206
- ყველაზე მეტი გოლი უმაღლეს ლიგაში: დავით ჯანაშია - 85
გოლი N. | სახელი | ქვეყანა | თარიღი |
---|---|---|---|
100 | დავით ჯანაშია | საქართველო | 16 სექტემბერი, 1991 |
200 | მამუკა ხუნდაძე | საქართველო | 10 მაისი, 1993 |
300 | მამუკა ხუნდაძე | საქართველო | 19 ნოემბერი, 1994 |
400 | მიხეილ აშვეთია | საქართველო | 13 მაისი, 1996 |
500 | გიორგი მეგრელაძე | საქართველო | 4 სექტემბერი, 1997 |
600 | გია იმედაძე | საქართველო | 19 მაისი, 1999 |
700 | დავით ჯანაშია | საქართველო | 3 დეკემბერი, 2000 |
800 | შოთა ბაბუნაშვილი | საქართველო | 15 სექტემბერი, 2002 |
900 | გიორგი მეგრელაძე | საქართველო | 14 აგვისტო, 2004 |
1000 | ნიკოლოზ ნადირაძე | საქართველო | 20 მაისი, 2007 |
1100 | მერაბ გიგაური | საქართველო | 15 სექტემბერი, 2012 |
გამოჩენილი ფეხბურთელები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქვეყნის საუკეთესო ფეხბურთელთა ათეულში არაერთხელ იყვნენ დასახელებული სხვადასხვა თაობის ტორპედოელები: გურამ ცხოვრებოვი, რევაზ ძოძუაშვილი, ჯემალ ხერხაძე, სერგო კუტივაძე, გივი ნოდია, თენგიზ სულაქველიძე, თამაზ კოსტავა და სხვები. ხოლო რამაზ შენგელია ორჯერ სსრკს ნომერ-1 ფეხბურთელად იქნა აღიარებული. ძმები გივი და ლევან ნოდიები ევროპის ჩემპიონები არიან იუნიორთა შორის. 1969 წლის საკავშირო ჩემპიონატში წარმატებით ასპარეზობდა „ტორპედოელთა“ თავდამსხმელი ჯუმბერ ხაჯალია, რომელმაც 16 გოლი გაიტანა და გაზეთ „ტრუდის“ პრიზის ერთ-ერთი რეალური პრეტენდენტი იყო. ქუთაისური საფეხბურთო სკოლის აღზრდილები მიხეილ აშვეთია და მალხაზ ასათიანი საქართველოს ეროვნული ნაკრების გამორჩეული წევრები იყვნენ, ხოლო ნუკრი რევიშვილი ახლაც ნაკრების პირველი ნომერია.
ტორპედოს ბომბარდირები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სეზონი | ფეხბურთელი | გოლი |
---|---|---|
2023 | გიორგი არაბიძე | 14 |
2022 | გიორგი კუხიანიძე | 9 |
2021 | თორნიკე ახვლედიანი | 9 |
2020 | გიორგი ფანცულაია | 7 |
2019 | ბუდუ ზივზივაძე | 13 |
2018 | თორნიკე კაპანაძე | 14 |
2017 | თორნიკე კაპანაძე | 14 |
2016 | ოლეგ მამასახლისი | 5 |
2015–2016 | თორნიკე კაპანაძე | 9 |
2014–2015 | ოთარ კვერნაძე | 10 |
2013–2014 | ოთარ კვერნაძე | 7 |
2012–2013 | ნიკოლოზ საბანაძე | 10 |
2011–2012 | რევაზ გოცირიძე | 10 |
2010–2011 | გიორგი მეგრელაძე | 7 |
ცხრილში გოლთა რაოდენობა მოცემულია მხოლოდ ადგილობრივი ჩემპიონატის მონაცემებით.
სეზონები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გასაღები
|
|
|
ჩემპიონი | მეორე ადგილი | მესამე ადგილი | აღზევდა | დაქვეითდა |
სეზონი | ჩემპიონატი | თ | მ | ფ | წ | გტ | გშ | ქ | პოზ | შიდა თასი | ფედერაციის თასი | სუპერთასი | უეფა ფიფა |
სახელი | გოლი |
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
ლიგა | ბომბარდირი | ||||||||||||||
1949 | სპლ/რკ | 26 | 16 | 8 | 2 | 58 | 25 | 40 | მე-2 | 1/32 | n/a | ? | ? | ||
1953 | 1/64 | n/a | ? | ? | |||||||||||
1955 | Z4,1/128 | n/a | ? | ? | |||||||||||
1957 | სპლ/ზ3 | 30 | 16 | 6 | 8 | 54 | 28 | 38 | მე-6 | Z3,1/2 | n/a | ? | ? | ||
1958 | სპლ/ზ4 | 30 | 17 | 6 | 7 | 66 | 35 | 40 | მე-4 | Z4,1/4 | n/a | ? | ? | ||
1959 | სპლ/ზ3 | 26 | 11 | 6 | 9 | 36 | 34 | 28 | მე-6 | n/a | n/a | ? | ? | ||
1960 | სპლ | 30 | 21 | 7 | 2 | 70 | 21 | 49 | 1-ლი | Z3,1/4 | n/a | ? | ? | ||
1961 | სპლ | 30 | 22 | 2 | 6 | 49 | 23 | 46 | 1-ლი | 1/32 | n/a | ? | ? | ||
1962 | სულ | 18 | 7 | 5 | 6 | 21 | 16 | 19 | მე-15 | 1/16 | n/a | ? | ? | ||
1963 | სულ | 38 | 6 | 21 | 11 | 22 | 37 | 33 | მე-12 | 1/16 | n/a | ? | ? | ||
1964 | სულ | 32 | 10 | 7 | 15 | 20 | 37 | 27 | მე-13 | 1/16 | n/a | ? | ? | ||
1965 | სულ | 32 | 8 | 3 | 21 | 29 | 69 | 19 | მე-16 | 1/16 | n/a | ? | ? | ||
1966 | სულ | 36 | 9 | 10 | 17 | 44 | 59 | 28 | მე-15 | 1/16 | n/a | ? | ? | ||
1967 | სულ | 36 | 8 | 15 | 13 | 37 | 50 | 31 | მე-13 | 1/16 | n/a | ? | ? | ||
1968 | სულ | 38 | 9 | 10 | 19 | 27 | 48 | 28 | მე-19 | 1/16 | n/a | ? | ? | ||
1969 | სულ | 26 | 4 | 6 | 16 | 20 | 50 | 14 | მე-14 | 1/16 | n/a | ? | ? | ||
1970 | სულ | 32 | 6 | 11 | 15 | 24 | 42 | 23 | მე-16 | 1/8 | n/a | ? | ? | ||
1971 | სპლ | 42 | 12 | 15 | 15 | 47 | 53 | 39 | მე-11 | 1/16 | n/a | ? | ? | ||
1972 | სპლ | 38 | 19 | 6 | 13 | 49 | 32 | 44 | მე-5 | 1/16 | n/a | ? | ? | ||
1973 | სპლ | 38 | 16 | 4 | 18 | 40 | 46 | 34 | მე-9 | 1/16 | n/a | ? | ? | ||
1974 | სპლ | 38 | 14 | 10 | 14 | 37 | 42 | 38 | მე-8 | 1/32 | n/a | ? | ? | ||
1975 | სპლ | 38 | 18 | 13 | 7 | 55 | 31 | 49 | მე-3 | წე | n/a | რამაზ შენგელია | 15 | ||
1976 | სპლ | 38 | 13 | 15 | 10 | 46 | 38 | 41 | მე-7 | ე2 | n/a | რამაზ შენგელია | 12 | ||
1977 | სპლ | 38 | 15 | 8 | 15 | 45 | 48 | 38 | მე-9 | ე1 | n/a | ? | ? | ||
1978 | სპლ | 38 | 14 | 9 | 15 | 44 | 41 | 37 | მე-9 | ე1 | n/a | ? | ? | ||
1979 | სპლ | 46 | 17 | 15 | 14 | 44 | 40 | 46 | მე-11 | ჯე | n/a | ? | ? | ||
1980 | სპლ | 46 | 18 | 9 | 19 | 62 | 54 | 45 | მე-13 | ჯე | n/a | ? | ? | ||
1981 | სპლ | 46 | 26 | 4 | 16 | 57 | 46 | 56 | მე-2 | ჯე | n/a | დევის დარჯანია | 19 | ||
1982 | სულ | 34 | 10 | 10 | 14 | 39 | 45 | 30 | მე-13 | ჯე | n/a | მერაბ მეგრელაძე | 19 | ||
1983 | სულ | 34 | 4 | 12 | 18 | 26 | 58 | 18[19] | მე-16 | 1/4 | n/a | ? | ? | ||
1984 | სპლ | 42 | 23 | 9 | 10 | 76 | 55 | 55 | მე-2 | 1/16 | n/a | ოთარ კორღალიძე | 24 | ||
1985 | სულ | 34 | 11 | 9 | 14 | 40 | 51 | 31 | მე-11 | 1/32 | n/a | ? | ? | ||
1986 | სულ | 30 | 5 | 7 | 18 | 24 | 60 | 17 | მე-16 | 1/16 | ჯე | ? | ? | ||
1987 | სულ | 42 | 11 | 12 | 19 | 30 | 51 | 34 | 21-ე | 1/16 | ? | ? | |||
1988 | სმლ | 30 | 24 | 4 | 2 | 70 | 21 | 52 | 1-ლი | 1/32 | ? | ? | |||
1989 | სპლ | 42 | 18 | 5 | 19 | 69 | 73 | 41 | მე-13 | 1/4 | მერაბ მეგრელაძე | 33 | |||
1990 | უმლ[20] | 34 | 20 | 5 | 9 | 62 | 33 | 65 | მე-4 | 1/4[20] | ? | ? | |||
1991 | უმლ | 19 | 11 | 2 | 6 | 34 | 30 | 35 | მე-3 | n/a[21] | ? | ? | |||
1991–92 | უმლ | 38 | 15 | 4 | 19 | 66 | 60 | 49 | მე-11 | 1/2 | ? | ? | |||
1992–93 | უმლ | 32 | 16 | 4 | 12 | 70 | 54 | 52 | მე-5 | 1/2 | ? | ? | |||
1993–94 | უმლ | 32 | 15 | 7 | 10 | 56 | 49 | 52 | მე-3 | 1/16 | ? | ? | |||
1994–95 | უმლ | 30 | 14 | 2 | 14 | 58 | 47 | 44 | მე-6 | 1/8 | ? | ? | |||
1995–96 | უმლ | 30 | 15 | 7 | 8 | 69 | 49 | 52 | მე-7 | 1/4 | ? | ? | |||
1996–97 | უმლ | 30 | 14 | 4 | 12 | 70 | 58 | 46 | მე-5 | 1/8 | ? | ? | |||
1997–98 | უმლ | 30 | 15 | 9 | 6 | 51 | 30 | 54 | მე-4 | 1/8 | ? | ? | |||
1998–99 | უმლ | 30 | 21 | 4 | 5 | 73 | 27 | 67 | მე-2 | გამარჯვებული | ფინალისტი | ინტერტოტოს თასი - ე2 | ? | ? | |
1999–00 | უმლ | 28 | 19 | 7 | 2 | 70 | 16 | 64 | 1-ლი | ფინალისტი | n/a | უეფა-ს თასი - ე1 | ზურაბ იონანიძე | 25 | |
2000–01 | უმლ | 32 | 20 | 8 | 4 | 49 | 15 | 68 | 1-ლი | გამარჯვებული | n/a | უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა - 2ს | ? | ? | |
2001–02 | უმლ | 32 | 23 | 5 | 4 | 64 | 18 | 74 | 1-ლი | ფინალისტი | n/a | უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა - 2ს | ანდრეი პოროშინი | 17 | |
2002–03 | უმლ | 32 | 22 | 6 | 4 | 65 | 20 | 72 | მე-2 | 1/2 | უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა - 2ს | ზურაბ იონანიძე | 26 | ||
2003–04 | უმლ | 32 | 15 | 6 | 11 | 46 | 38 | 51 | მე-7 | ფინალისტი | უეფა-ს თასი - სე | სულიკო დავითაშვილი | 20 | ||
2004–05 | უმლ | 36 | 20 | 10 | 6 | 56 | 31 | 70 | მე-2 | 1/4 | ? | ? | |||
2005–06 | უმლ | 30 | 8 | 6 | 16 | 28 | 42 | 30 | მე-12 | SR | უეფა-ს თასი - 1ს | ? | ? | ||
2006–07 | უმლ | 26 | 9 | 4 | 13 | 24 | 35 | 31 | მე-7[22] | 1/4 | ? | ? | |||
2007–08 | პილ | 27 | 11 | 6 | 10 | 38 | 31 | 39 | მე-11 | ჯე | ? | ? | |||
2008–09 | პილ | 30 | 14 | 3 | 13 | 32 | 22 | 45 | მე-9 | 1/16 | ? | ? | |||
2009–10 | პილ | 28 | 22 | 4 | 2 | 70 | 12 | 70 | 1-ლი | ე2 | რევაზ კვერნაძე | 14 | |||
2010–11 | უმლ | 36 | 14 | 13 | 9 | 31 | 22 | 55 | მე-4 | ფინალისტი | გიორგი მეგრელაძე | 14 | |||
2011–12 | უმლ | 36 | 20 | 7 | 9 | 50 | 32 | 67 | მე-3 | 1/4 | უეფა-ს ევროპის ლიგა - 1ს | რევაზ გოცირიძე | 13 | ||
2012–13 | უმლ | 32 | 19 | 7 | 6 | 57 | 30 | 64 | მე-3 | 1/4 | უეფა-ს ევროპის ლიგა - 1ს | ნიკოლოზ საბანაძე | 12 | ||
2013–14 | უმლ | 32 | 14 | 6 | 12 | 43 | 44 | 48 | მე-9 | 1/4 | ოთარ კვერნაძე | 7 | |||
2014–15 | უმლ | 30 | 10 | 11 | 9 | 39 | 33 | 41 | მე-8 | 1/4 | ოთარ კვერნაძე | 10 | |||
2015–16 | უმლ | 30 | 14 | 6 | 10 | 50 | 42 | 48 | მე-6 | 1/4 | თორნიკე კაპანაძე | 9 | |||
2016 | უმლ (თეთრი ჯგუფი) |
12 | 4 | 3 | 5 | 16 | 12 | 15 | მე-3 (ჯგუფში) | გამარჯვებული | ოლეგ მამასახლისი | 5 | |||
2017 | ეროვნული ლიგა | 36 | 23 | 7 | 6 | 59 | 27 | 76 | გამარჯვებული | ფინალისტი | ფინალისტი | უეფა-ს ევროპა ლიგა - 1ს | თორნიკე კაპანაძე | 14 | |
2018 | ეროვნული ლიგა | 36 | 20 | 9 | 7 | 66 | 25 | 69 | მე-3 | გამარჯვებული | გამარჯვებული | უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა - 1ს
|
თორნიკე კაპანაძე | 21 | |
2019 | ეროვნული ლიგა | 36 | 12 | 8 | 16 | 53 | 54 | 44 | მე-6 | 1/2 | გამარჯვებული | უეფა-ს ევროპა ლიგა - 1ს | ბუდუ ზივზივაძე | 13 | |
2020 | ეროვნული ლიგა | 20 | 5 | 6 | 9 | 20 | 31 | 17 | მე-8 | 1/4 | გიორგი ფანცულაია | 11 | |||
2021 | ეროვნული ლიგა | 38 | 10 | 13 | 15 | 41 | 46 | 40 | მე-8 | 1/16 | ფადი ზიდანი | 8 | |||
2022 | ეროვნული ლიგა | 36 | 15 | 9 | 12 | 48 | 49 | 54 | მე-5 | გამარჯვებული | გიორგი კუხიანიძე | 8 | |||
2023 | ეროვნული ლიგა | 19 | 6 | 6 | 7 | 18 | 21 | 21 | მე-6 | 1/8 | მე-3 | უეფა-ს კონფერენს ლიგა - 1ს | ნიკა კაჭარავა,გიორგი არაბიძე | 3 |
ყველა ტურნირის სტატისტიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- განახლდა: 4 ივლისი, 2023
ტურნირი | სეზონი | მატჩები | მ | ფ | წ | გტ | გშ |
---|---|---|---|---|---|---|---|
ეროვნული ლიგა (დონე 1) | 32 | 982 | 479 | 211 | 292 | 1598 | 1118 |
ეროვნული ლიგა 2 (დონე 2) | 3 | 85 | 47 | 13 | 25 | 140 | 65 |
საქართველოს თასი | 34 | 181 | 98 | 41 | 42 | 338 | 180 |
საქართველოს სუპერთასი | 5 | 6 | 2 | 2 | 2 | 4 | 4 |
უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა | 3 | 10 | 4 | 2 | 4 | 12 | 15 |
უეფა-ს თასი/უეფა-ს ევროპის ლიგა | 5 | 12 | 2 | 2 | 8 | 14 | 28 |
უეფა-ს ინტერტოტოს თასი | 1 | 4 | 2 | 1 | 1 | 9 | 3 |
საბჭოთა უმაღლესი ლიგა (დონე 1) | 14 | 443 | 107 | 129 | 207 | 402 | 659 |
საბჭოთა პირველი ლიგა (დონე 2) | 20 | 746 | 338 | 169 | 239 | 1037 | 818 |
საბჭოთა მეორე ლიგა (დონე 3) | 1 | 34 | 25 | 7 | 2 | 76 | 24 |
სსრკ-ს თასი | 37 | 82 | 27 | 15 | 40 | 93 | 123 |
სსრკ-ს ფედერაციის თასი | 1 | 3 | 0 | 2 | 1 | 3 | 4 |
არაოფიციალური ტურნირები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- განახლდა: 12 ივლისი 2013
ტურნირი | სეზონი | მატჩები | მ | ფ | წ | გტ | გშ |
---|---|---|---|---|---|---|---|
თანამეგობრობის თასი (დონე 1) | 2 | 8 | 4 | 1 | 3 | 12 | 12 |
თანამეგობრობის თასი/პირველი ლიგა წყარო (დონე 2) | 1 | 3 | 3 | 0 | 0 | 8 | 1 |
თურქმენეთის პრეზიდენტის თასი | 2 | 8 | 3 | 3 | 2 | 8 | 7 |
მარბელიას თასი | 1 | 3 | 0 | 1 | 2 | 4 | 7 |
ევროთასებზე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სეზონი | ტურნირი | ეტაპი | ქვეყანა | კლუბი | შინ | გასვლითი |
---|---|---|---|---|---|---|
1998–99 | უეფა-ს ინტერტოტოს თასი | 1R | ერებუნი | 6–0 | 1–1 | |
2R | ლომელი | 1–2 | 1–0 | |||
1999–00 | უეფა-ს თასი | QR | ლანტანა ტალინი | 4–2 | 5–0 | |
1R | აეკ ათენი | 0–1 | 1–6 | |||
2000–01 | უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა | 2R | ცრვენა ზვეზდა | 2–0 | 0–4 | |
2001–02 | უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა | 1R | ლინფილდი | 1–0 | 0–0 | |
2R | კოპენჰაგენი | 1–1 | 1–3 | |||
2002–03 | უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა | 1R | ბ-36 ტორსჰავნი | 5–2 | 1–0 | |
2R | სპარტა პრაღა | 1–2 | 0–3 | |||
2003–04 | უეფა-ს თასი | 1R | ლანსი | 0–2 | 0–3 | |
2005–06 | უეფა-ს თასი | 1R | ბატე ბორისოვი | 0–1 | 0–5 | |
2012–13 | უეფა-ს ევროპის ლიგა | 1R | აკტობე | 1–1 | 0–1 | |
2013–14 | უეფა-ს ევროპის ლიგა | 1R | ჟილინა[23] | 0–3 | 3–3 | |
2017-18 | უეფა-ს ევროპის ლიგა | 1R | ტრენჩინი | 0–3 | 1-5 | |
2018-19 | უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა | 1R | შერიფი | 2–1 | 0–3 | |
უეფა-ს ევროპა ლიგა | 2R | ვიკინგური | 3–0 | 4–0 | ||
3R | კუკესი | 5–2 | 0–2 | |||
PO | ლუდოგორეცი | 0–1 | 0–4 | |||
2019-20 | უეფა-ს ევროპა ლიგა | 1R | ორდაბასი | 0–2 | 0–1 |
ევროპული რეკორდი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- განახლდა: 27 ოქტომბერი 2021
ტურნირი | სეზონი | მატჩები | მ | ფ | წ | გტ | გშ |
---|---|---|---|---|---|---|---|
უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა | 4 | 12 | 5 | 2 | 5 | 14 | 19 |
უეფა-ს თასი/უეფა-ს ევროპის ლიგა | 8 | 22 | 5 | 2 | 15 | 27 | 48 |
უეფა-ს ინტერტოტოს თასი | 1 | 4 | 2 | 1 | 1 | 9 | 3 |
ჯამში | 13 | 38 | 12 | 5 | 21 | 50 | 70 |
უეფა-ს კლუბების რეიტინგში 2021
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ადგილი | ქვეყანა | კლუბი | კოეფიციენტი |
---|---|---|---|
297 | ჩრდილოეთ ირლანდია | კოლერაინი | 3.750 |
298 | ფარერის კუნძულები | რუნავიკი | 3.750 |
299 | საქართველო | ტორპედო ქუთაისი | 3.750 |
300 | უნგრეთი | უიპეშტი | 3.500 |
301 | ლიეტუვა | კაუნო ჟალგირისი | 3.500 |
- განახლდა: 27 ოქტომბერი 2021 წყარო
მწვრთნელები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- რევაზ ძოძუაშვილი (1 ივნისი, 2005 – 1 ივნისი, 2007)
- გიორგი კიკნაძე (1 თებერვალი, 2007 – 1 მარტი, 2007)
- ნესტორ მუმლაძე (1 ივლისი, 2010 – 24 სექტემბერი, 2010)
- გია გიგატაძე (3 ნოემბერი, 2010– 30 ივნისი, 2011)
- გიორგი კიკნაძე (1 ივლისი, 2011 – 11 სექტემბერი)
- ზაზა ზამთარაძე (1 ივლისი, 2011 – 25 სექტემბერი, 2011)
- გია გეგუჩაძე (1 ოქტომბერი, 2011 – 31 მაისი, 2013)
- ჟერარდ სარაგოსა (31 მაისი, 2013– 31 დეკემბერი, 2013)
- რევაზ ძოძუაშვილი (10 იანვარი, 2014 – 8 დეკემბერი, 2014)
- გიორგი დარასელია (15 დეკემბერი, 2014 – 5 ოქტომბერი, 2015)
- ალექსანდრე შტელინი (ოქტომბერი, 2015 – მაისი, 2016)
- კობა ჟორჟიკაშვილი (ივნისი, 2016 – სექტემბერი, 2016)
- კახაბერ ჩხეტიანი (სექტემბერი, 2016 – დეკემბერი, 2019)
- მიხეილ აშვეთია (თებერვალი, 2020 -– აპრილი, 2021)
- შოთა ბაბუნაშვილი (მოვალეობის შემსრულებელი/აპრილი, 2021 – ივნისი, 2021)
- კახაბერ ჩხეტიანი(ივნისი, 2021 – ნოემბერი, 2021)
- შოთა ბაბუნაშვილი (მოვალეობის შემსრულებელი/ნოემბერი, 2021)
- გია ცეცაძე (ნოემბერი, 2021 – მაისი 2022 )
- თორნიკე შეყრილაძე (მოვალეობის შემსრულებელი/მაისი, 2022)
- შოთა ბაბუნაშვილი (მოვალეობის შემსრულებელი/მაისი, 2022)
- კახაბერ ჩხეტიანი (მაისი, 2022 – მაისი, 2023)
- ლაშა დვალიშვილი (მოვალეობის შემსრულებელი/მაისი, 2023)
- სტივ კინი (მაისი, 2023 – )
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ზურაბ ჯავახაძე, ქუთაისის ფეხბურთი 100 წლისაა
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ღირსშესანიშნავი თარიღი "ტორპედოს” ისტორიაში ,საინფორმაციო სააგენტო „მსოფლიო სპორტი“, 2 მაისი, 2012.
- ↑ ტორპედოს ისტორია დაარქივებული 2014-07-06 საიტზე Wayback Machine. .
- ↑ ზაალ ჩაჩავა ქუთაისის "ტორპედოს" პრეზიდენტი ოფიციალურად გახდა - სპორტული პორტალი "sportall.ge", 24-06-2016
- ↑ „ეროვნული ლიგის“ ცხრილი, 2017 წლის სეზონი
- ↑ „ტორპედოს “27 მატჩიანი წაუგებელი სერია დასრულდა დაარქივებული 2021-10-27 საიტზე Wayback Machine. - საფეხბურთო პორტალი „popsport.com“, 9-04-2014
- ↑ ზაალ ჩაჩავას შეუსრულებელი დაპირება - რა დაემართა „ტორპედოს“ ერთ წელიწადში - საინფორმაციო პორტალი „kutaisipost.ge“, 14-07-2019
- ↑ ოფიციალურად: "ტორპედო" ზაალ ჩაჩავამ დატოვა - სპორტული პორტალი (sportall.ge), 27-08-2019
- ↑ 11 არასრულწლოვანი - „ტორპედოს" განაცხადი „საბურთალოსთან“ მატჩში - სპორტული პორტალი „sportall.ge“
- ↑ ჩხეტიანმა „ტორპედო“ დატოვა - სპორტული პორტალი „CrystalSport.ge“, 20-12-2019
- ↑ იტალიელები „ტორპედოს“ ტოვებენ - საინფორმაციო პორტალი „kutaisipost.ge“
- ↑ ჩხეტიანი "ტორპედოში" ოფიციალურად დაბრუნდა - სპორტული პორტალი (sportall.ge), 22-06-2021
- ↑ კახა ჩხეტიანი - ორ-სამ დღეში პრესკონფერენციას გავმართავ და იქ ვისაუბრებ - 1TV (1 ნოემბერი, 2021)
- ↑ „ტორპედოს“ ახალმა მფლობელმა ქუთაისის მერიასთან ხელშეკრულება გააფორმა - საინფორმაციო პორტალი „kutaisipost.ge“
- ↑ ტორპედოს ბაზა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-07-06. ციტირების თარიღი: 2014-03-03.
- ↑ ტორპედოს ჩოგბურთის კორტები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-07-06. ციტირების თარიღი: 2014-03-03.
- ↑ საცურაო კომპლექსი „ლაგუნა“. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-07-06. ციტირების თარიღი: 2014-03-03.
- ↑ სტადიონი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-05-09. ციტირების თარიღი: 2014-03-03.
- ↑ ტორპედო 9:0 შუქურა. ქუთაისელებს ბოლო ტურში ფრეც ჰყოფნით.... Lelo.Ge. ციტირების თარიღი: 7 დეკემბერი, 2023
- ↑ -2 ქულა
- ↑ 20.0 20.1 ქართულმა კლუბებმა დატოვეს სსრკ-ს ფეხბურთის ფედერაცია და შეუერთდნენ საკუთარი ქვეყნის – საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას.
- ↑ იმის გამო, რომ გაზაფხული/შემოდგომის განრიგი შეიცვალა შემოდგომა/გაზაფხულით, 1991 წლის სეზონმა თასის გათამაშების გარეშე ჩაიარა
- ↑ ქუთაისის ტორპედო სფფ-მ ფინანსური პრობლემების გამო დააქვეითა. იხილეთ საბოლოო რანგი
- ↑ ჟილინა (სლოვაკეთი) 3:3 ტორპედო (ქუთაისი) დაარქივებული 2016-03-05 საიტზე Wayback Machine. , „საქართველოს ოლიმპიელთა კლუბი“, 12 ივლისი, 2013.
|
|
|