ლუდოგორეცი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლუდოგორეცი
სრული სახელი PFC Ludogorets Razgrad
მეტსახელი Орлите от Разград (რაზგრადელი არწივები)
Зелено-белите (მწვანე-თეთრები)
დაარსდა 1945
სტადიონი ლუდოგორეც არენა, რაზგრადი
(ტევადობა: 8.000 მაყურებელი)
პრეზიდენტი ბულგარეთის დროშა კირილ დომუსჩიევი
მწვრთნელი ბულგარეთის დროშა გეორგი დერმენდჟიევი
კაპიტანი სვეტოსლავ დიაკოვი
ლიგა ჯგუფი „A“
2013-14 ჩემპიონი
ძირითადი ფორმა
რეზერვის ფორმა
მესამე ფორმა

საფეხბურთო კლუბი ლუდოგორეცი (ბულგ. ПФК Лудогорец Разград) — ბულგარეთის საფეხბურთო კლუბი, რომელიც დაარსდა 2001 წლის 18 ივნისს რაზგრადში. გამოდის ბულგარეთის უმაღლეს დივიზიონში, საფეხბურთო ჯგუფ „A“-ში. საშინაო მატჩებს ლუდოგორეც არენაზე ატარებს.

2014 წლიდან კლუბის ოფიციალური თილისმა არწივი სახელად „ფორტუნაა“, რომელიც რომის „ლაციომ“ აჩუქა კლუბს[1].

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველი ლუდოგორეცი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველად კლუბი „ლუდოგორეცის“ სახელით 1945 წელს დაარსდა, რომელიც ხუთი გუნდის გაერთიანებით ჩამოყალიბდა. თავდაპირველად, დაბალ დივიზიონებში გამოდიოდა, 1961 წელს კი მეორე დივიზიონში გადასვლა მოახერხა. 1961-62 წლების სეზონში ახლოს იყო პირველ დივიზიონში მოხვედრასთან, თუმცა ეს ვერ შეძლო. საბოლოოდ, 2006 გუნდი გაუქმდა.

დაარსება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დღევანდელი „ლუდოგორეცი“ 2001 წელს დაარსდა ალექსანდრ ალექსანდროვის და ვლადიმირ დიმიტროვის მიერ. 2002 წელს კლუბს „რაზგრადი 2000“ უწოდეს. კლუბი არც თუ ისე ცუდად ასპარეზობდა, თუმცა ფინანსური პრობლემების გამო დიდ შედეგებს ვერ აღწევდა.

დომუსჩიევის ერა (2010 — )[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2010 წელს ბულგარელმა ბიზნესმენმა კირილ დომუსშჩიევმა კლუბი შეიძინა და მიზნად უმაღლეს დივიზიონში აღზევება დაისახა.

პირველივე სეზონში კლუბმა შეძლო და უმაღლესი დივიზიონის საგზური მოიპოვა, ისტორიაში პირველად. 2011-12 წლებში კლუბმა საკუთარ ქვეყანაში ტრებლს მიაღწია, მოიგო ყველა შესაძლო ტიტული (ბულგარეთის ჩემპიონატი, თასი და სუპერთასი). 2012-13 სეზონიც თითქმის ანალოგიური გამოდგა, კლუბმა მოიგო ჩემპიონატი და თასი, თუმცა სუპერთასზე „ბეროე სტარა ზაგორასთან“ დამარცხდა პენალტების სერიაში.

2013-14 წლების სეზონიც ზუსტად ანალოგიური გამოდგა, როგორც წინა სეზონი. კლუბმა ზედიზედ მესამედ მოიგო ჩემპიონატი და თასი. „ლუდოგორეცი“ გახდა მესამე კლუბი სოფიის „ლევსკისა“ და „ცსკა“-ის შემდეგ, რომელმაც ზედიზედ სამჯერ მოიგო ჩემპიონატი.

ევროტურნირები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2012 წელს ჩემპიონატის მოგების შემდეგ კლუბი, ისტორიაში პირველად, ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა, სადაც საწყის ეტაპზევე ზაგრების „დინამოსთან“ დამარცხდა.

2013-14 წლების ჩემპიონთა ლიგის სეზონი კლუბისთვის კარგად დაიწყო. გუნდმა შეძლო ბრატისლავის „სლოვანისა“ და ბელგრადის „პარტიზანის“ დამარცხება და ლიგის პლეი-ოფში გავიდა, თუმცა შვეიცარულ „ბაზელთან“ ვერაფერს გახდა და ევროპა ლიგაზე გადაინაცვლა. ევროპა ლიგის ჯგუფიდან, ყველასათვის მოულოდნელად, კლუბი ძალიან იოლად გავიდა. მეთექვსმეტედფინალში რომის „ლაციოს“ შეხვდა და დრამატულ ბრძოლაში მოახერხა მერვედფინალის საგზურის მოპოვება, სადაც ესპანურ „ვალენსიასთან“ დამარცხდა.

2014-15 წლების ჩემპიონთა ლიგის სეზონი კვლავ წარმატებით დაიწყო და ლუქსემბურგის „დუდელანჟს“ იოლად მოუგო, შემდეგ კარგად ნაცნობი ბელგრადის „პარტიზანი“ შეხვდა და ურუთულეს ბრძოლაში პლეი-ოფის საგზური მოიპოვა. წილისყრამ „ლუდოგორეცს“ ბუქარესტის „სტიაუა“ არგუნა მეტოქედ. პირველ მატჩი რუმინელების გამარჯვებით დასრულდა. განმეორებითი მატჩის 89-ე წუთზე რაზგრადელებმა გოლი გაიტანეს და თამაში დამატებით დროში გადაიყვანეს. 119-ე წუთზე „ლუდოგორეცის“ მეკარემ სტოიანოვმა საჯარიმოს გარეთ რუმინელი ფეხბურთელი მოჩეხა და წითელი ბარათი მიიღო. ბულგარელებს ყველა ცვლილება გამოყენებული ჰქონდათ, რის გამოც კარში ჩადგომა ცენტრალურ მცველს, კოსმინ მოცის მოუწია. პენალტების სერიის პირველი გოლი სწორედ მოციმ გაიტანა. შვიდი დარტყმული პენალტიდან მოციმ შეძლო და ორი მათგანი მოიგერია, რითაც კლუბს ისტორიული საგზური მოუპოვა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე.

შემადგენლობა 2014/2015[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შენიშვნა: დროშა აღნიშნავს ეროვნულ ნაკრებს რომელიც განსაზღვრულია ფიფა-ს წესებით. მოთამაშეები შესაძლოა რამდენიმე ფიფა-ს არაწევრ ქვეყანას/ტერიტორიას მიეკუთვნებოდნენ.

პოზიცია ქვეყანა მოთამაშე
4 მცველი ფინეთი ფინეთი ტერო მანტილა
5 მცველი საფრანგეთი საფრანგეთი ალექსანდრე ბართე
7 ნახევარმცველი ბულგარეთი ბულგარეთი მიჰაილ ალექსანდროვი
8 ნახევარმცველი პორტუგალია პორტუგალია ფაბიო ესპინიო
9 თავდამსხმელი სლოვენია სლოვენია რომან ბეზიაკი
10 ნახევარმცველი კოლუმბია კოლუმბია სებასტაინ ერნანდესი
11 თავდამსხმელი ბრაზილია ბრაზილია ჯუნინიო კიხადა
12 ნახევარმცველი მადაგასკარი მადაგასკარი ანიჩეთ აბელ
15 მცველი ბულგარეთი ბულგარეთი ალექსანდრ ალექსანდროვი
16 მცველი კოლუმბია კოლუმბია ბრაიან ანგულო
17 ნახევარმცველი ესპანეთი ესპანეთი დანი აბალო
18 ნახევარმცველი ბულგარეთი ბულგარეთი სვეტოსლავ დიაკოვი (კაპიტანი)
19 მცველი ბულგარეთი ბულგარეთი ალექსანდრ ვასილევი
20 მცველი ბრაზილია ბრაზილია გილერმე ჩოქო
პოზიცია ქვეყანა მოთამაშე
21 მეკარე ბულგარეთი ბულგარეთი ვლადისლავ სტოიანოვი
23 ნახევარმცველი ბულგარეთი ბულგარეთი ხრისტო ზლატინსკი
24 მცველი ბულგარეთი ბულგარეთი პრესლავ პეტროვი
25 მცველი ბულგარეთი ბულგარეთი იორდან მინევი
27 მცველი რუმინეთი რუმინეთი კოსმინ მოცი
31 მეკარე ბულგარეთი ბულგარეთი გეორგი აგრილაშკი
55 მცველი ბულგარეთი ბულგარეთი გეორგი ტერციევი
77 მცველი პორტუგალია პორტუგალია ვიტინია
80 მცველი ბრაზილია ბრაზილია ჟუნიორ კაიკარა
84 ნახევარმცველი ბრაზილია ბრაზილია მარსელინიო
88 ნახევარმცველი ბრაზილია ბრაზილია ვანდერსონი
91 მეკარე ბულგარეთი ბულგარეთი ივან ცვოროვიჩი
93 ნახევარმცველი ნიდერლანდები ნიდერლანდები ვირჟილ მისიჯანი
99 თავდამსხმელი ტუნისი ტუნისი ჰამზა იუნესი

ტიტულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ბულგარეთის ჩემპიონი: 3
    • 2011–12, 2012–13, 2013–14
  • ბულგარეთის თასი: 2
    • 2011-12, 2013–14
  • ბულგარეთის სუპერ თასი: 2
    • 2012, 2014

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]