გარეჯი საგარეჯო (საფეხბურთო კლუბი)
![]() | |||
| დაარსდა | 1960 | ||
|---|---|---|---|
| სტადიონი |
ცენტრალური სტადიონი, საგარეჯო (ტევადობა: 2,000) | ||
| პრეზიდენტი | ლაზარე დათუნაშვილი | ||
| მწვრთნელი | გიორგი მიქაძე | ||
| ლიგა | ეროვნული ლიგა | ||
|
| |||
FC Gareji — ქართული საფეხბურთო კლუბი ქალაქ საგარეჯოდან, დაარსდა 1960 წელს. 2025 წლიდან კლუბი ასპარეზობს ეროვნულ ლიგაში.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საბჭოთა პერიოდში, 1960 წელს დაარსებული „გარეჯი“ მრავალი წლის განმავლობაში მონაწილეობდა საქართველოს რესპუბლიკურ ჩემპიონატში. 1990 წლის შემდეგ გუნდმა რამდენიმე სეზონი მეორე და მესამე დივიზიონებში გაატარა.
კლუბის ბოლოდროინდელი წარმატება, 2018 წელს რეგიონულ ლიგაში დაიწყო. აღმოსავლეთის ჯგუფში გამარჯვების შემდეგ, გარეჯიმ იოლად დაამარცხა მესამე ლიგის მოწინააღმდეგე გუნდი ორ მატჩში გამართულ პლეი-ოფში. ახალშექმნილ ლიგა 4-ში დებიუტანტებმა მე-3 ადგილი დაიკავეს, რაც წარმატებად ჩაითვალა. 2020 წელს, მთავარი მწვრთნელის - თენგიზ კობიაშვილის - ხელმძღვანელობით, ახალაღზევებულმა გუნდმა ლიგა 3-ში ლიდერთა შორის დაიმკვიდრა ადგილი და 18 თამაშიდან 14 გამარჯვებით პირველი ადგილი დაიკავა. ამით გარეჯმა რეკორდული სისწრაფით განვლო გზა მეხუთე დივიზიონიდან მეორე ლიგამდე.
მეორე ლიგაში გადასვლის შემდეგ, 2021 წელს, გარეჯი გამარჯვებისთვის იბრძოდა მარტვილის მერანთან ერთად. საბოლოოდ, უპირატესობა მერანმა მოიპოვა, თუმცა გარეჯმა რამდენიმე შთამბეჭდავი გამარჯვება მოიპოვა, მათ შორის 8–0, რაც ლიგა 2-ის ისტორიაში ყველაზე დიდი ანგარიშით მოგება იყო, ამ მატჩში გიორგი ხარებაშვილმა ექვსი გოლი გაიტანა.
2023 წლის სეზონში გუნდი ლიგის ფავორიტად ითვლებოდა, ივნისში კლუბი თერთმეტი ქულით იყო დაწინაურებული. თუმცა კოლხეთი 1913-მა შეძლო სხვაობის აღმოფხვრა და სეზონის ბოლო ტურში საგარეჯოში გამართული გადამწყვეტი მატჩი ფრე 1-1 კოლხეთისთვის ჩემპიონობის მომტანი აღმოჩნდა. გარეჯის შანსი კვლავ რჩებოდა პლეი-ოფის მეშვეობით, მაგრამ სამტრედიასთან 5-4 ჯამური ანგარიშით დამარცხდა. გუნდის თავდამსხმელი ლევან პაპავა 23 გოლით ლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა
2024 წლის სეზონში ლევან პაპავამ შედეგი კიდევ უფრო გააუმჯობესა და კვლავ საუკეთესო ბომბარდირი გახდა. იმ წელს კლუბმა ისტორია შექმნა — გადამწყვეტი ეტაპების წარმატებით დაძლევის შემდეგ გუნდი ეროვნული ლიგის საგზურს დაეუფლა, ჩემპიონის ტიტული ხობის კოლხეთთან გასვლაზე 3–2 გამარჯვებით, ერთი ტურით ადრე გაიფორმა.
2025 წლიდან FC GAREJI ქვეყნის ეროვნული ლიგის ჩემპიონატში ასპარეზობს.
სეზონები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]| წელი | ლიგა | პოზ | თ | მ | ფ | წ | ბ | ქ | შ | თასი |
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| 2014/15 | მეორე ლიგა აღმ. ჯგუფი |
6/15 | 28 | 14 | 4 | 10 | 63-52 | 46 | ||
| 2015/16 | მეორე ლიგა აღმ. ჯგუფი |
6/14 | 26 | 14 | 2 | 10 | 64-52 | 44 | ||
| 2016 | მეორე ლიგა ჯგუფი D |
3/8 | 14 | 8 | 0 | 6 | 43-34 | 24 | დაქვეითდა | |
| 2017 | რეგ. ლიგა აღმ. ჯგუფი B | 4/11 | 24 | 13 | 3 | 8 | 52-39 | 42 | 1/16 ფინალი | |
| 2018 | რეგ. ლიგა აღმ. ჯგუფი D | 1/11[ა] | 20 | 15 | 3 | 2 | 84-29 | 48 | აღზევდა | 1/16 ფინალი |
| 2019 | 3/10 | 27 | 17 | 6 | 4 | 66-34 | 57 | აღზევდა | 1/2 ფინალი | |
| 2020 | 1/10 | 18 | 14 | 1 | 3 | 33-17 | 43 | აღზევდა | 1/8 ფინალი | |
| 2021 | 4/10 | 36 | 15 | 5 | 16 | 52-48 | 50 | 1/4 ფინალი | ||
| 2022 | 5/10 | 28 | 10 | 6 | 12 | 38-36 | 36 | 1/16 ფინალი | ||
| 2023 | 2/10[ბ] | 36 | 23 | 7 | 6 | 88-38 | 76 | 1/8 ფინალი | ||
| 2024 | 1/10 | 36 | 19 | 10 | 7 | 77-44 | 67 | აღზევდა | 1/4 ფინალი |
- ↑ პლეი-ოფში დაამარცხეს „მარკ სტარსი“, საერთო ჯამში 7–1
- ↑ პლეი-ოფში „სამტრედიასთან“ დამარცხდნენ, საერთო ჯამში 5–4
შემადგენლობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2025 წლის 1 აპრილის მონაცემებით[1]
შენიშვნა: დროშა აღნიშნავს ეროვნულ ნაკრებს რომელიც განსაზღვრულია ფიფა-ს წესებით. მოთამაშეები შესაძლოა რამდენიმე ფიფა-ს არაწევრ ქვეყანას/ტერიტორიას მიეკუთვნებოდნენ.
|
|
მწვრთნელები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]| მწვრთნელი | მოქ. | დან | მდე |
|---|---|---|---|
| დავით კოკიაშვილი | მარტი 2019 | ოქტომბერი 2019 | |
| დავით მაისურაძე | ოქტომბერი 2019 | დეკემბერი 2019 | |
| თენგიზ კობიაშვილი | იანვარი 2020 | დეკემბერი 2021 | |
| კახი გოგიჩაიშვილი | იანვარი 2022 | აპრილი 2022[2] | |
| ნესტორ მუმლაძე (მშ) | აპრილი 2022 | მაისი 2022 | |
| თემურ მახარაძე | მაისი 2022[3] | ივნისი 2022 | |
| დავით დიღმელაშვილი | ივნისი 2022 | სექტემბერი 2022 | |
| გიორგი ონიანი | სექტემბერი 2022 | ივნისი 2023 | |
| დენის ხომუტოვი | ივლისი 2023[4] | დეკემბერი 2023[5] | |
| ნესტორ მუმლაძე | იანვარი 2024 | მაისი 2024 | |
| თენგიზ კობიაშვილი | მაისი 2024 |
სტადიონი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საფეხბურთო კლუბი საშინაო თამაშებს თამაშობს საგარეჯოს ცენტრალურ სტადიონზე, რომელიც 2000 მაყურებელზეა გათვლილი. სტადიონს რეკონსტრუქცია 2018 წელს ჩაუტარდა.[6]
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- საგარეჯოს „გარეჯი“ — ეროვნული ლიგის ოფიციალურ საიტზე
- FC Gareji — „გარეჯის“ Facebook გვერდი
- FC. GAREJI 1960 — „გარეჯის“ YouTube არხი
- საგარეჯოს „გარეჯი“ — Lelo.ge
