ბაქარ მირცხულავა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ბაქარ მირცხულავა
ბაქარ მირცხულავა.jpg
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
ბაქარ მირცხულავა
დაბადების
თარიღი
24 მაისი, 1992 (1992-05-24) (27 წლის)
დაბადების
ადგილი
გალი, საქართველოს დროშა საქართველო
სიმაღლე 187 სმ
სათამაშო
პოზიცია
მცველი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
ჩიხურა საჩხერე
ნომერი 5
ახალგაზრდული კარიერა
2010-2011 ბენფიკა B
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2011-2012 ტორპედო ქუთაისი 1 (0)
2010-2014 ზიმბრუ კიშინიოვი 7 (0)
2014-2015 ზუგდიდი 38 (1)
2015-2016 ტორპედო ქუთაისი 27 (1)
2016-2017 შუქურა ქობულეთი 13 (0)
2017- ჩიხურა საჩხერე 3 (0)
ეროვნული ნაკრები
2009-2010 საქართველო 17 წლ. 8 (0)
2010 საქართველო 19 წლ. 3 (0)
2010 საქართველო 21 წლ. 0 (0)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 9 აპრილი, 2017

ბაქარ მირცხულავა (დ. 24 მაისი, 1992, გალი) — ქართველი ფეხბურთელი, საფეხბურთო კლუბ „ჩიხურას“ ცენტრალური მცველი.

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საკლუბო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მირცხულავა 16 წლის იყო, როცა ქუთაისის ტორპედოდან პორტუგალიური გრანდის, ლისაბონის „ბენფიკას“ ახალგაზრდულ გუნდში ჩაირიცხა. თავის გამოჩენის შემდეგ „ბენფიკას“ დუბლებში გადაიყვანეს. „ბენფიკადან“ წამოსვლის შემდეგ პორტუგალიაშივე ჰქონდა მარიტიმუს ვარიანტი, ამასთან ერთად ბელგიურ ან რუსულ კლუბში გადასვლას სთავაზობდნენ, მაგრამ არანაირი კონტრაქტი არ შედგა. ბოლო ვარიანტი იყო ქუთაისის „ტორპედოში“ დაბრუნება, სადაც მწვრთნელად კიკნაძე-ზამთარაძის დუეტი მუშაობდა, თუმცა ბენფიკას გათავისუფლების ფურცელს 2 თვით დააგვიანდა, მანამდე ტორპედოს მწვრთნელად გია გეგუჩაძე დაინიშნა, რომელმაც ზამთრამდე არ ათამაშა, ანთალიური შეკრებიდან დაბრუნების შემდეგ კი „ტორპედოს“ დუბლებში გადაიყვანა.[1]

2012 წლის ივლისში „ტორპედოდან“ თავისუფალი აგენტის სტატუსით წამოვიდა. 2013 წლის იანვრიდან კი მოლდოვური კიშინიოვის „ზიმბრუში“ გადავიდა.[2] ამავე წლის აგვისთოდან საფეხბურთო კლუბ „ზუგდიდის“ ღირსებას იცავდა, ხოლო 2015 წლის იანვარში ქუთაისის „ტორპედოს“ შეუერთდა. უმაღლესი ლიგის 2016 წლის გარდამავალი სეზონი ქობულეთის „შუქურას“ შემადგენლობაში გაატარა. 2017 წლის ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას საჩხერის „ჩიხურას“ შეუერთდა.

სანაკრებო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოს 17 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებში ჩატარებული აქვს 8 მატჩი. 19 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებში კი სამი, აქედან ორი აზერბაიჯანელ და პორტუგალიელ თანადოლებთან ქართველებმა მარცხი განიცადეს, ხოლო საბერძნეთის წინააღმდეგ ჯვაროსნება იმარჯვეს(1-0). 21 წლამდელთა ნაკრების 2010 წლის 30 მაისს, შვეიცარიის წინააღმდეგ გასამართი ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩისთვის ოთარ გაბელიამ ბაქარიც გამოიძახა,[3] თუმცა იგი მოედანზე არ გამოჩენილა. თამაში ფრედ (0-0) დასრულდა.[4]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ბაქარ მირცხულავა: დავამტკიცებ, რომ ფეხბურთის თამაში შემიძლია,საინფორმაციო სააგენტო „http://sportall.ge“, 28 ოქტომბერი, 2012.
  2. ბაქარ მირცხულავა: შეცდომა იყო, "ბენფიკასთან" ხელშეკრულება რომ გადავხიე ,საინფორმაციო სააგენტო „http://sportall.ge“, 3 მაისი, 2013
  3. ახალგაზრდულ ნაკრებში გაბელიამ 25 ფეხბურთელს უხმო , „სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს“ ოფიციალური საიტი, 17 მაისი, 2010.
  4. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები შვეიცარიას დაუზავდა – 0:0 , „სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს“ ოფიციალური საიტი, 31 მაისი, 2010.