კუკესი (საფეხბურთო კლუბი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
საფეხბურთო კლუბი კუკესი
სრული სახელი საფეხბურთო კლუბი კუკესი
მეტსახელი Verilindorët (ჩრდილო-აღმოსავლეთელები)
დაარსდა 4 მარტი, 1930
სტადიონი ზექირ იუმერი
(ტევადობა: 5500)
პრეზიდენტი ალბანეთის დროშა საფერ გიცი
მწვრთნელი ალბანეთის დროშა არმანდო ცუნგუ
ლიგა ალბანეთის სუპერლიგა
2022–2023 მე-7
საიტი ოფიციალური საიტი
ძირითადი ფორმა
რეზერვის ფორმა
მესამე ფორმა
მიმდინარე სეზონი

საფეხბურთო კლუბი „კუკესი“ალბანეთის საფეხბურთო კლუბი. ასპარეზობს ალბანეთის სუპერლიგაში. დაარსდა 1930 წელს.

თავდაპირვალად კლუბს ეწოდებოდა „შოქერია სპორტივა კოსოვა“. 1932 წელს იგი ალბანეთის ფეხბურთის ასოციაციას შეუერთდა, თუმცა 1953 წლამდე ეროვნულ ჩემპიონატებში არ მონაწილეობდა. 1958 წელს კლუბს დაერქვა „პრეპარიმი“. 1967 წელს გუნდმა ალბანეთის მესამე დივიზიონი მოიგო და მეორეში დაწინაურდა, სადაც ათწეულის მანძილზე ასპარეზობდა. 1977 წელს „პრეპარიმი“ ალბანეთის პირველ დივიზიონში დაწინაურდა, თუმცა მალევე დაქვეითდა. 1982 წელს კლუბი ისევ აღზევდა პირველ დივიზიონში. გვიანი 70-იანი და ადრეული 80-იანი წლები ბევრი გულშემატკივრის მოსაზრებით კლუბისთვის „ოქროს პერიოდი“ იყო. 1990-იან წლებში კლუბი მძიმე ფინანსურ კრიზისში აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა თავის ხელში აიღო კლუბის უზრუნველყოფის საკითხი, მსხვილი ინვესტიციის არქონის გამო გუნდს მომდევნო წლებში განსაკუთრებული წარმატებისთვის არ მიუღწევია.

2010 წელს მოხდა კლუბის სერიოზული რეორგანიზება. მას ამჯერად „კუკესი“ დაერქვა. 2010–2011 წლების სეზონში გუნდი ალბანეთის სუპერლიგაში აღზევდა, რაც აქამდე კლუბის ისტორიაში არასდროს მომხდარა. 2012–2013 წლებში „კუკესმა“ ლიგაში მეორე ადგილი დაიკავა, ხოლო 2016–2017 წლების სეზონში ალბანეთის სუპერლიგის ჩემპიონი გახდა.

საშინაო მატჩებს „კუკესი“ „ზექირ იუმერზე“ ატარებს, თუმცა ეს სტადიონი უეფას კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებს, რის გამოც კლუბი ევროტურნირებზე ტირანაში „ქემალ სტაფას“ არენაზე თამაშობს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]