კახაბერ ჩხეტიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კახაბერ ჩხეტიანი
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
კახაბერ ჩხეტიანი
დაბადების
თარიღი
24 თებერვალი, 1978 (1978-02-24) (46 წლის)
დაბადების
ადგილი
ქუთაისი, საქართველო
სიმაღლე 170 სმ
სათამაშო
პოზიცია
ნახევარმცველი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1995–2001 ტორპედო ქუთაისი 116 (7)
2001–2003 დებრეცენი 45 (4)
2003 პეჩი მფკ 7 (0)
2004 ტავრია 20 (0)
2005–2007 ზესტაფონი 78 (1)
2008–2010 სიმურგი 65 (3)
ეროვნული ნაკრები
1998–1999 საქართველო U21 9 (0)
1998 საქართველო 1 (0)
სამწვრთნელო კარიერა
2011–2013 ტორპედო ქუთაისი (ასისტენტი)
2013–2014 მერანი მარტვილი
2014 ზესტაფონი (ასისტენტი)
2015 დინამო თბილისი (ასისტენტი)
2016–2019 ტორპედო ქუთაისი
2019–2020 დინამო თბილისი
2021 ტორპედო ქუთაისი
2022– ტორპედო ქუთაისი
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

კახაბერ ჩხეტიანი (დ. 24 თებერვალი, 1978, ქუთაისი) — ქართველი ფეხბურთელი და მწვრთნელი.

სამწვრთნელო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კახაბერ ჩხეტიანმა სამწვრთნელო კარიერა 2011 წელს დაიწყო. ის მუშაობდა მთავარი მწვრთნელის ასისტენტის პოზიციაზე „ტორპედო“ ქუთაისში. 2013 წელს კახაბერ ჩხეტიანი სათავეში ჩაუდგა მარტვილის „მერანს“. მისი მწვრთნელობის პერიოდში გუნდმა ვერცერთი ქულა ვერ მოიპოვა.[1] 2014 წელს ის მუშაობდა ზესტაფონში მწვრთნელის ასისტენტად. 2015 წელს, კახაბერ ჩხეტიანი დაინიშნა „დინამო“ თბილისში გია გეგუჩაძის ასისტენტად.

2016 წლის სექტემბერში, კახაბერ ჩხეტიანი დაინიშნა „ტორპედო“ ქუთაისის მთავარ მწვრთნელად.[2] მისი მწვრთნელობის პერიოდში, გუნდმა მოიგო ეროვნული ლიგა, ორჯერ საქართველოს საფეხბურთო თასი და ორჯერ საქართველოს საფეხბურთო სუპერთასი. 2019 წლის ბოლოს, კლუბში არსებული ფინანსური კრიზისის გამო კახაბერ ჩხეტიანმა გუნდი დატოვა. 2019 წლის დეკემბერში ის თბილისის „დინამოს“ მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. 2020 წლის აგვისტოში, უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპში წაგებული მატჩის შემდეგ კახაბერ ჩხეტიანი გუნდიდან გაათავისუფლეს.

2021 წლის ივნისში კახაბერ ჩხეტიანი მეორედ დაინიშნა ქუთაისის „ტორპედოს“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე[3], თუმცა იმავე წლის 1-ელ ნოემბერს გუნდის დირექციამ ის გაათავისუფლა. კახაბერ ჩხეტიანის გაშვების მთავარი მიზეზი გუნდის მიერ ბოლო პერიოდში ნაჩვენები შედეგები და არსებული სატურნირო ვითარება იყო.[4]

მიღწევები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პროფესიონალური კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტორპედო ქუთაისი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამწვრთნელო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტორპედო ქუთაისი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Нанобашвили, Илья (13.11.2013). „Итоги первого круга Высшей лиги Грузии по футболу“. apsny.ge (რუსული). Грузия Online. ციტირების თარიღი: 2 ნოემბერი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  2. კახაბერ ჩხეტიანი, პროფილი — worldfootball.net
  3. ჩხეტიანი „ტორპედოში“ ოფიციალურად დაბრუნდა — სპორტული პორტალი (sportall.ge), 22-06-2021
  4. კახა ჩხეტიანი — ორ-სამ დღეში პრესკონფერენციას გავმართავ და იქ ვისაუბრებ — 1TV (1 ნოემბერი, 2021)