გოგი გოგიჩაიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გოგიჩაიშვილი.
გოგი გოგიჩაიშვილი
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
გოგი გოგიჩაიშვილი
დაბადების
თარიღი
26 მარტი, 1994 (1994-03-26) (30 წლის)
დაბადების
ადგილი
საქართველო
სიმაღლე 172 სმ[1]
სათამაშო
პოზიცია
ნახევარმცველი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2011–2012 ჩხერიმელა 17 (0)
2012–2015 ტორპედო ქ. 10 (0)
2015–2016 იმერეთი 15 (2)
2015–2016 ცხინვალი 14 (1)
2016–2018 სამგურალი 68 (0)
2019 გურია 0 (0)
2019 სამგურალი 2 (0)
ეროვნული ნაკრები
2010–2011 საქართველო 17 5 (0)
2012 საქართველო 19 1 (0)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 15 სექტემბერი, 2019
გოგი გოგიჩაიშვილი „სამგურალის“ შემადგენლობაში, 2019.

გოგი გოგიჩაიშვილი (დ. 26 მარტი, 1994) — ქართველი ფეხბურთელი, წყალტუბოს „სამგურალის“ ნახევარმცველი.[1]

საკლუბო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სხვადასხვა დროს იცავდა ხარაგაულის „ჩხერიმელას“, ქუთაისის „ტორპედოს“, ხონის „იმერეთის“, ცხინვალის „ლიახვის“, წყალტუბოს „სამგურალისა“ და ლანჩხუთის „გურიას“ ღირსებას.

2011–2012 წლებში ხარაგაულის „ჩხერიმელას“ შემადგენლობაში ეროვნული ლიგა 2-ის 17 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

2012–2015 წლებში ქუთაისის „ტორპედოში“ გამოდიოდა, რომლის მაისურითაც ეროვნული ლიგის გათამაშების 10 მატჩი ჩაატარა.[2]

2015–2016 წლების სეზონის ერთი ნაწილი ხონის „იმერეთის“ რიგებში იასპარეზა, სადაც ეროვნული ლიგა 2-ის 15 შეხვედრაში ორი გოლი გაიტანა მეტოქის კარებში. იმავე სეზონის დარჩენილი პერიოდი ცხინვალის „ლიახვის“ რიგებში გაატარა, რომლის შემადგენლობაში ეროვნული ლიგა 2-ის 14 მატჩი ითამაშა და ერთხელ შეძლო მოწინააღმდეგის კარის აღება.

2016 წლიდან წყალტუბოს „სამგურალში“ გადაინაცვლა. წყალტუბოელთა რიგებში სამი სეზონი გაატარა, სადაც ეროვნული ლიგა 2-ის 68 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

2018 წლის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ „სამგურალიდან“ ლანჩხუთის „გურიაში“ გადავიდა, თუმცა ტრავმის გამო ლანჩხუთელთა გუნდის შემადგენლობაში ოფიციალურ შეხვედრებში მონაწილეობა არ მიუღია.

2019 წლის აგვისტოდან კვლავ წყალტუბოს „სამგურალის“ შემადგენლობაშია.[3]

2019 წლის 2 სექტემბერს მონაწილეობა მიიღო წყალტუბოს 26 მაისის სტადიონზე გამართულ ლიგა 3-ის 22-ე ტურის მატჩში ხობის „კოლხეთის“ წინააღმდეგ. გოგიჩაიშვილი შეხვედრის 76-ე წუთზე ამ მატჩში წყალტუბოელთათვის გამარჯვების მომტანი ერთადერთი გოლის ავტორის — ბექა კაკუშაძის ნაცვლად ჩაერთო თამაშში.[4]

2019 წლის 15 სექტემბერს მონაწილეობა მიიღო ლიგა 3-ის 24-ე ტურის მატჩში ტყიბულის „მეშახტეს“ წინააღმდეგ. გოგიჩაიშვილი შეხვედრის 82-ე წუთზე კვლავ ბექა კაკუშაძის ნაცვლად შემოვიდა მოედანზე. დაპირისპირება „სამგურალის“ დამაჯერებელი გამარჯვებით, ანგარიშით 5–1 დასრულდა. შეხვედრას ამჯერადაც წყალტუბოს 26 მაისის სტადიონმა უმასპინძლა.[5]

საკლუბო სტატისტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

განახლდა: 15 სექტემბერი, 2019[6]
სეზონი კლუბი ლიგა ჩემპიონატი თასი
მატჩი გოლი მატჩი გოლი
2011–12 ჩხერიმელა ეროვნული ლიგა 2 17 0 0 0
2012–13 ტორპედო ეროვნული ლიგა 0 0 0 0
2013–14 7 0 1 0
2014–15 3 0 1 0
2015–16 იმერეთი ეროვნული ლიგა 2 15 2 2 0
2015–16 ცხინვალი ეროვნული ლიგა 2 14 1 0 0
2016 სამგურალი ეროვნული ლიგა 2 15 0 1 0
2017 34 0 2 0
2018 19 0 2 0
2019 გურია ეროვნული ლიგა 2 0 0 0 0
2019 სამგურალი ეროვნული ლიგა 2 2 0 0 0

სანაკრებო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2010–2011 წლებში იცავდა საქართველოს 17 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების ღირსებას, რომლის შემადგენლობაში 5 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. 2012 წელს ერთი მატჩი ჩაატარა საქართველოს 19 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების რიგებში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თემატური საიტები
Soccerway · Transfermarkt

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 გოგი გოგიჩაიშვილი· გოგი გოგიჩაიშვილის პერსონალური გვერდი ეროვნული ლიგის ოფიციალურ საიტზე. დაარქივებულია ორიგინალიდან. დაარქივების თარიღი: 12 დეკემბერი, 2019. წყარო: ეროვნული ლიგა. წაკითხვის თარიღი: 12 დეკემბერი, 2019.
  2. გიორგი დარასელია საქმეს შეუდგა — ქუთაისის „ტორპედომ“ მზადება დაიწყო· „ტორპედოს“ პრესსამსახურის ცნობით, პირველი ეტაპის შემადგენლობიდან 3 იანვრის წვრთნაში მხოლოდ 9 ფეხბურთელი მონაწილეობდა — მეკარე თორნიკე გეგუჩაძე, მიხეილ მახვილაძე, ზურაბ გელაშვილი, ალეკო ჩაკვეტაძე, ოლეგ მამასახლისი, გოგი გოგიჩაიშვილი, შოთა ბაბუნაშვილი, თეიმურაზ მარკოზაშვილი და ოთარ კვერნაძე. 5 იანვარი, 2015. დაარქივებულია ორიგინალიდან. დაარქივების თარიღი: 13 დეკემბერი, 2019. წყარო: Sportall.ge. წაკითხვის თარიღი: 13 დეკემბერი, 2019.
  3. გოგი გოგიჩაიშვილი სამგურალის ფეხბურთელია· გოგი გოგიჩაიშვილი კვლავ „სამგურალის“ ღირსებას დაიცავს. 25 წლის საყრდენმა ნახევარმცველმა ტრავმა მოიშუშა და გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ვარჯიშობს. გოგიჩაიშვილი ქუთაისის „ტორპედოს“ აღზრდილია და ქართული ფეხბურთის ერთ-ერთ ფლაგმანში 3 წელი თამაშობდა. წყალტუბოს „სამგურალში“ ის 2016 წელს ცხინვალის „ლიახვიდან“ გადმოვიდა და წყალტუბოურ კლუბში 3 სეზონი გაატარა. გასული ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ლანჩხუთის „გურიაში“ გადავიდა, მაგრამ გურულ კლუბში ტრავმის გამო თამაშის საშუალება არ მისცემია. გოგიჩაიშვილმა ოპერაციის შემდგომი რეაბილიტაცია წარმატებით გაიარა და სათამაშოდ მზად არის. დაარქივებულია ორიგინალიდან. დაარქივების თარიღი: 12 დეკემბერი, 2019. წყარო: „სამგურალის“ ოფიციალური Facebook გვერდი. წაკითხვის თარიღი: 12 დეკემბერი, 2019.
  4. წყალტუბოს „სამგურალი“ 1–0 ხობის „კოლხეთი“· წყალტუბო, 26 მაისის სტადიონი · 2 სექტემბერი, 2019. ლიგა 3-ის 22-ე ტურის შეხვედრა · გოლი: ბექა კაკუშაძე (48-ე წუთი) · მატჩის არბიტრი: გ. ავაზაშვილი. დაარქივებულია ორიგინალიდან. დაარქივების თარიღი: 12 დეკემბერი, 2019. წყარო: liga.gff.ge. წაკითხვის თარიღი: 12 დეკემბერი, 2019.
  5. წყალტუბოს „სამგურალი“ 5–1 ტყიბულის „მეშახტე“· წყალტუბო, 26 მაისის სტადიონი · 15 სექტემბერი, 2019. ლიგა 3-ის 24-ე ტურის შეხვედრა · ბურთები წყალტუბოელთაგან გაიტანეს: ლაშა კუჭუხიძემ (3'), ბექა ტუღუშმა (5'), ბექა კაკუშაძემ (44'), თენგიზ ბრეგვაძემ (60') და გაგა გაზდელიანმა (78' პენ.). ტყიბულელთაგან ერთი ბურთი გაიტანა ჯუმბერ ხმელიძემ (41' პენ.) · მატჩის არბიტრი: ი. ხერხაძე. დაარქივებულია ორიგინალიდან. დაარქივების თარიღი: 13 დეკემბერი, 2019. წყარო: liga.gff.ge. წაკითხვის თარიღი: 13 დეკემბერი, 2019.
  6. საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი · ლიგა 3-ის შედეგები: სეზონი 2019 · ტური 24. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-12-13. ციტირების თარიღი: 13 დეკემბერი, 2019.