შინაარსზე გადასვლა

იბერია 1999 (საფეხბურთო კლუბი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ს.კ. იბერია 1999
სრული სახელი საფეხბურთო კლუბი იბერია 1999
დაარსდა 1999
სტადიონი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი, თბილისი
(ტევადობა: 22000)
პრეზიდენტი საქართველოს დროშა ტარიელ ხეჩიკაშვილი
მწვრთნელი გუგა ნერგაძე
კაპიტანი გიზო მამაგეიშვილი
ლიგა ეროვნული ლიგა
2025 მოქმედი ჩემპიონი ჩემპიონი
საიტი ოფიციალური საიტი
ძირითადი ფორმა
რეზერვის ფორმა

„იბერია 1999“ (ყოფილი „საბურთალო“) — ქართული საფეხბურთო კლუბი ქალაქ თბილისიდან. ასპარეზობს ეროვნულ ლიგაში. საშინაო მატჩებს ატარებს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე.

„საბურთალოს“ ძველი ლოგოები
1999-2014
2015-2021

საფეხბურთო კლუბი "იბერია" (მაშინ „საბურთალო“) 1999 წელს დაარსდა, როგორც საფეხბურთო აკადემია, რომელიც თავდაპირველად 161-ე სკოლის ეზოში მდებარეობდა. დამფუძნებელთა იდეა სწორედ ძლიერი აკადემიის შექმნა და განვითარება იყო, რითიც კლუბი თავდაპირველად ადგილობრივ ხოლო შემდგომ საერთაშორისო ბაზარზე პოზიციონირდებოდა. მენეჯმენტის სწორმა მუშაობამ და ინვესტიციებმა, კლუბის სწრაფ განვითარებას შეუწყო ხელი, რაც ახალი საწვრთნელი ბაზების მშენებლობასა და მწვრთნელთა კვალიფიკაციის ამაღლებაში აისახა.

2005 წელს, საფეხბურთო კლუბი "იბერია ბიზნეს ჯგუფმა" შეიძინა, რომლის პრეზიდენტიც ტარიელ ხეჩიკაშვილი გახლდათ. მან მიზნად დასახა საფეხბურთო კლუბის ეტაპობრივი განვითარების გეგმა, რომლის განხორციელებაც მეორე დღიდანვე დაიწყო და დღეის მდგომარეობით, საფეხბურთო კლუბი "იბერია" ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კლუბია საქართველოს მასშტაბით.

აკადემიაში დაინერგა ფეხბურთელების აღზრდის წარმატებული სისტემა, რომლის შედეგადაც კლუბმა საკუთარი აკადემიის ფეხბურთელებით 2015 წელს უმაღლეს ლიგაში აღზევება მოახერხა. ეს ქართული ფეხბურთის ისტორიაში უპრეცედენტო შემთხვევა იყო. უფრო დეტალურად, აკადემიის სწორმა განვითარებამ და რესურსმა კლუბს მისცა შესაძლებლობა აკადემიის ფეხბურთელებით ჩამოყალიბებულიყო პროფესიონალური გუნდი, რომელმაც ასპარეზობა საქართველოს ჩემპიონატის მესამე ლიგიდან დაიწყო და უმოკლეს დროში, აკადემიაში აღზრდილი ფეხბურთელებით, უმაღლესი ლიგის საგზურის მოპოვება მოახერხა.

„იბერია“ აგრძელებდა წინსვლას და უმაღლეს ლიგაში თავის დამკვიდრებას, რაც სამი სეზონის შემდეგ, 2018 წელს, საქართველოს ჩემპიონობით დასრულდა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ კლუბის უდიდესი ბირთვი კვლავაც აკადემიაში აღზრდილი ფეხბურთელებით იყო დაკომპლექტებული. ზემოთ აღნიშნულმა ჩემპიონობამ კლუბი, განვითარების ახალ ეტაპზე აიყვანა, როგორც სპორტული, ასევე, კომერციული თვალსაზრისით. 2018 წლის შემდეგ ყველა საფეხბურთო სეზონი, ერთი სეზონის გამოკლებით, „იბერიამ“ ტიტულის მოპოვებით დაასრულა და ამ დრომდე კლუბი ორჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი[1], სამჯერ დაეუფლა საქართველოს თასს და ერთხელაც სუპერთასის გამარჯვებული გახდა. გარდა ამისა, „იბერია“ მოედანს მიღმაც ქართულ ბაზარზე აღიქმება, როგორც ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართული საფეხბურთო კლუბი.

ამ პერიოდის განმავლობაში „იბერია“ ყოველთვის მიყვებოდა თავის ღირებულებებს, რაც თანასწორ თამაშის წესებში, ტალანტების აღზრდასა და ამბიციურობაში გამოიხატება. კლუბისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საყრდენი ღირებულება არის პატიოსნება, როგორც მოედანზე ასევე მის მიღმა, რასაც კლუბი არასდროს ღალატობს. კლუბის დაარსებისას თავდაპირველი იდეა ტალანტების აღზრდა იყო, ვინც შემდგომ ქართულ ფეხბურთის განვითარებაში უდიდეს როლს შეასრულებდა და სწორედ ასეც მოხდა, ეროვნულ ნაკრებში, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზა, არაერთი „იბერიას“ აკადემიის აღზრდილი ფეხბურთელი იღებდა მონაწილეობას. ეს ტრადიცია არ იცვლება და დღესაც, ეროვნული თუ ასაკობრივი ნაკრებები „იბერიას“ აკადემიის ყოფილი და ამჟამინდელი ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული.

გარდა ამისა, კლუბის დამატებითი მამოძრავებელი ღირებულება შეუპოვარი ამბიციურობაა. როგორც მენეჯმენტი, ასევე ფეხბურთელები თუ სამწვრთნელო შტაბი არასდროს კმაყოფილდება მიღწეული წარმატებით და წინსვლაზე არის ორიენტირებული. კლუბი განვითარებისთვის იღწვის და ცდილობს ქართულ საკლუბო ფეხბურთში მოქცეულ საზღვრებს გასცდეს.  

კლუბი ლოკალური პროექტის ფარგლებს გასცდა, განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა და ეროვნული პროექტის სტატუსი მიიღო, რამაც სახელის ცვლილება განაპირობა. 2024 წლის 27 თებერვალს კლუბს ოფიციალურად ახალი სახელი მიენიჭა – საფეხბურთო კლუბი „საბურთალო“ გახდა „იბერია 1999“.

მონაცემები აღებულია „Crystalbet ეროვნული ლიგის“ ოფიციალური საიტიდან 2025 წლის 22 სექტემბრის მონაცემებით[2]

შენიშვნა: დროშა აღნიშნავს ეროვნულ ნაკრებს რომელიც განსაზღვრულია ფიფა-ს წესებით. მოთამაშეები შესაძლოა რამდენიმე ფიფა-ს არაწევრ ქვეყანას/ტერიტორიას მიეკუთვნებოდნენ.

პოზიცია ქვეყანა მოთამაშე
1 მეკარე საქართველო საქართველო თორნიკე მეგრელიშვილი
16 მეკარე საქართველო საქართველო რევაზ კურტანიძე
31 მეკარე საქართველო საქართველო გიორგი მაკარიძე
4 მცველი საქართველო საქართველო გიორგი ჯგერენაია
5 მცველი საქართველო საქართველო გიორგი ჯინჯოლავა
20 მცველი კოტ-დ’ივუარი კოტ-დ’ივუარი არმელ ზოური
24 მცველი ნიდერლანდები ნიდერლანდები დერეკ აგიაკვა
25 მცველი საქართველო საქართველო ალექსანდრე ამისულაშვილი
26 მცველი საქართველო საქართველო ზურაბ ერაძე
36 მცველი საქართველო საქართველო შოთა კვერენჩხილაძე
40 მცველი საქართველო საქართველო გიორგი ქობულაძე
6 ნახევარმცველი საქართველო საქართველო ნიკოლოზ დადიანი
7 ნახევარმცველი საქართველო საქართველო სანდრო ალთუნაშვილი
8 ნახევარმცველი საქართველო საქართველო ბაქარ ქარდავა
პოზიცია ქვეყანა მოთამაშე
33 ნახევარმცველი სურინამი სურინამი დორასო კლასი
10 ნახევარმცველი საქართველო საქართველო ლუკა სილაგაძე
11 ნახევარმცველი საქართველო საქართველო გიზო მამაგეიშვილი
13 ნახევარმცველი სლოვენია სლოვენია მატიც ვრბანეცი
17 ნახევარმცველი საქართველო საქართველო საბა გეგუჩაძე
22 ნახევარმცველი საქართველო საქართველო გივი ხაჩიძე
30 ნახევარმცველი საქართველო საქართველო ნიკა ხორხელი
9 თავდამსხმელი საქართველო საქართველო ამირან ძაგანია
14 თავდამსხმელი საქართველო საქართველო გურამ გოშთელიანი
18 თავდამსხმელი საქართველო საქართველო ირაკლი სიხარულიძე
19 თავდამსხმელი საქართველო საქართველო დანიელ ქვარცხავა
23 თავდამსხმელი საქართველო საქართველო დავით გოგილაშვილი
29 თავდამსხმელი საქართველო საქართველო თორნიკე ახვლედიანი
პოზ. ფეხბურთელი ყოფილი კლუბი
მეკარესაქართველოს დროშა ლაზარე კუპატაძესაქართველოს დროშა ლოკომოტივი თბილისი
მეკარესაქართველოს დროშა ლუკა სანიკიძესაქართველოს დროშა საბურთალო 19 წლ.
მცველისაქართველოს დროშა ლუკა ლაკვეხელიანისაქართველოს დროშა საბურთალო 19 წლ.
მცველისაქართველოს დროშა დაჩი ცნობილაძესაქართველოს დროშა სამტრედია
ნახევარმცველისაქართველოს დროშა ზურაბ არზიანისაქართველოს დროშა შუქურა ქობულეთი
თავდამსხმელისაქართველოს დროშა გოგი ფიფიასაქართველოს დროშა ნორჩი დინამოელი
თავდამსხმელისაქართველოს დროშა თემურ ჩოგაძესაქართველოს დროშა საბურთალო 19 წლ.
თავდამსხმელისაქართველოს დროშა ლაშა შინდაგორიძესაქართველოს დროშა ცხინვალი
თავდამსხმელისაქართველოს დროშა ლუკა იმნაძესაქართველოს დროშა გურია ლანჩხუთი

* — იჯარით
** — იჯარიდან

პოზ. ფეხბურთელი ახალი კლუბი
მეკარესაქართველოს დროშა ბექა ქურდაძესაქართველოს დროშა ლოკომოტივი თბილისი
მცველიესპანეთის დროშა ხოსე მანუელ კარასკოესპანეთის დროშა პალენსია
ნახევარმცველისაქართველოს დროშა ირაკლი რუხაძესაქართველოს დროშა მერანი მარტვილი
თავდამსხმელისაქართველოს დროშა გიორგი ბუხაიძესაქართველოს დროშა კოლხეთი-1913 ფოთი
თავდამსხმელიესპანეთის დროშა სანტი ხარაესპანეთის დროშა რასინგი
თავდამსხმელიესპანეთის დროშა ხუანფრიესპანეთის დროშა ანტეკერა

* — იჯარით
** — იჯარიდან

სეზონი შეჯიბრება რაუნდი კლუბი შინ გასვლითი ჯამი
2019-20 უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა 1-ლი შრ მოლდოვის დროშა შერიფ ტირასპოლი 1−3 3−0 4−3
მე-2 შრ ხორვატიის დროშა დინამო ზაგრები 0−2 0−3 0−5
უეფა-ს ევროპა ლიგა მე-3 შრ სომხეთის დროშა არარატ-არმენია 0−2 2−1 2−3
2020-21 უეფა-ს ევროპა ლიგა 1-ლი შრ კვიპროსის დროშა აპოლონი X 1−5 1-5
2022-23 უეფა-ს კონფერენს ლიგა 1-ლი შრ ალბანეთის დროშა პარტიზანი 0−1 1−0 დ.დ 1−1 (5−4 პენ.)
მე-2 შრ რუმინეთის დროშა სტიაუა 1−0 2−4 3−4
2020-21 უეფა-ს კონფერენს ლიგა 1-ლი შრ

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. კლუბის შესახებ – Fciberia1999.ge ka-GE (2025-02-06). ციტირების თარიღი: 2025-09-22
  2. საბურთალო დაარქივებული 2021-11-05 საიტზე Wayback Machine. - ეროვნული ლიგა (erovnuliliga.ge)