თენგიზ ჩიკვილაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
თენგიზ ჩიკვილაძე
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
თენგიზ ჩიკვილაძე
დაბადების
თარიღი
12 აგვისტო, 1983 (1983-08-12) (40 წლის)
დაბადების
ადგილი
საქართველოს დროშა საქართველო
სიმაღლე 180 სმ.
სათამაშო
პოზიცია
მცველი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
ტორპედო ქუთაისი
ნომერი 7
ახალგაზრდული კარიერა
2003 სპარტაკი თბილისი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2007-2008 ამერი
2008-2009 მეტალურგი რუსთავი
2009-2010 სიონი ბოლნისი 17 (1)
2010 დინამო თბილისი 19 (7)
2010-2012 ტორპედო ქუთაისი 49 (4)
2012-2013 სიონი ბოლნისი 36 (4)
2013-2014 გურია ლანჩხუთი 20 (8)
2014- ტორპედო ქუთაისი 19 (3)
ეროვნული ნაკრები
საქართველო 21 წლ.
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 24 სექტემბერი, 2014

თენგიზ ჩიკვილაძე (დ. 12 აგვისტო, 1983) — ქართველი ფეხბურთელი, ქუთაისის „ტორპედოს“ მარცხენა მცველი.

ჩიკვილაძე ცნობილია იმით, რომ შეტევებში წარმატებით და ეფექტურად ერთვება. მას საკმაოდ ბევრი გოლი დაუგროვდა: ლანჩხუთის „გურიას“ ფორმით 8 გოლიც გაიტანა, რაც მარცხენა მცველის კვალობაზე ჩინებული შედეგია.

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩიკვილაძე უმაღლეს ლიგაში 2003 წელს თბილისის „სპარტაკის“ შემადგენლობაში გამოჩნდა. უთამაშია „ამერში“, რუსთავის „ოლიმპში“, ბოლნისის „სიონში“, თბილისის „დინამოში“, ქუთაისის „ტორპედოში“.

2013 წელს, მას შემდეგ რაც გაურკვეველი მიზეზების გამო „სიონიდან“ გაუშვეს და უკლუბოდ დარჩა, კლასიკური ფეხბურთის კარიერა მიატოვა და ფუტსალში გადავიდა, სადაც „GIEC“-ის შემადგენლობაში თამაშობდა.[1] იმავე წლის ივლისში დაუბრუნდა კლასიკურ ფეხბურთს და პირველი ლიგიდან აღზევებულ ლანჩხუთის „გურიას“ შეუერთდა.

2014 წლის იანვრიდან რევაზ ძოძუაშვილის მიერ თავიდან შეკრებილი „ტორპედოს“ ღირსებას იცავს.[2]

ტიტულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]