ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გერბი: განსხვავება გადახედვებს შორის
[შემოწმებული ვერსია] | [შემოწმებული ვერსია] |
გადარჩენა 0 წყაროების და მონიშვნა 1 მკვდრად.) #IABot (v2.0.8 |
|||
ხაზი 41: | ხაზი 41: | ||
==რესურსები ინტერნეტში== |
==რესურსები ინტერნეტში== |
||
* [http://heraldika.ge/index.php?m=793&map_id=8 ზუგდიდის მუნიციპალიტეტის დროშა და გერბი] |
* [http://heraldika.ge/index.php?m=793&map_id=8 ზუგდიდის მუნიციპალიტეტის დროშა და გერბი]{{Dead link|date=იანვარი 2021 |bot=InternetArchiveBot }} |
||
==სქოლიო== |
==სქოლიო== |
14:57, 21 იანვარი 2021-ის ვერსია
ზუგდიდის გერბი | |
---|---|
დეტალები | |
გვირგვინი | სამკოშკიანი ქონგურებიანი საქალაქო ვერცხლის გვირგვინი |
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გერბი — ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სახელმწიფო სიმბოლო დროშასთან ერთად. მიღებულია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ, 2018 წლის 6 ივლისის, № 64 დადგენილებით. [1]
აღწერილობა
გერბის ფარი ტალღისებურად გადაკვეთილია ორ ნაწილად ლაჟვარდ და ვერცხლის ველებად. ვერცხლის ველი შეადგენს ფარის 1/5 ნაწილს. ფარის ლაჟვარდოვან ველზე გამოსახულია ოქროს საწმისი, რომელზეც მოთავსებულია მეწამული მცირე ფარი ცენტრში ღვთისმშობლის ოქროს კვართით.
გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი — სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) ნახევრად ღია ჭიშკრით.
ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ-ლაჟვარდოვანი ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავით ჩაწერილია გერბის დევიზი — „ზუგდიდი“.
წინა გერბის აღწერილობა
გერბის ფარს 4 ნაწილად (ველად) ყოფს ოქროს ჯვარი, რომლის მკლავები ეხება ფარის კიდეებს.
- I ნაწილი — ძოწის ველზე მოთავსებულია წმინდა მარიამ ღვთისმშობლის ვერცხლის კვართი;
- II ნაწილი — ლაჟვარდის ველზე ოქროს საწმისი;
- III ნაწილი — ლაჟვარდის ველზე ვერცხლის ხუთი შემცირებული ტალღოვანი სარტყელი;
- IV ნაწილი — ძოწის ველზე ყალყზე შემდგარი ვერცხლის ცხენი.
გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი — სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) ნახევრად ღია ჭიშკრით.
ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ-ლაჟვარდოვანი ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავად ჩაწერილია დევიზი — „ზუგდიდი“.
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
|