სამცხე: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 9: ხაზი 9:
*''ლომსაძე შ.,'' სამცხე-ჯავახეთი (XVIII საუკუნის შუა წლებიდან XIX საუკუნის წლებამდე), თბ., 1975;
*''ლომსაძე შ.,'' სამცხე-ჯავახეთი (XVIII საუკუნის შუა წლებიდან XIX საუკუნის წლებამდე), თბ., 1975;
*{{ქსე|9|47-48|ბერძენიშვილი დ.}}
*{{ქსე|9|47-48|ბერძენიშვილი დ.}}

{{საქართველოს ისტორიული მხარეები}}

[[კატეგორია:საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეები]]
[[კატეგორია:საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეები]]



16:28, 27 აგვისტო 2012-ის ვერსია

სამცხე საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა, ისტორიული მესხეთის ნაწილი. არის მოსაზრება, რომ ადრე ამ მხარეს ოძრხე ეწოდებოდა. მისი ისტორიული საზღვრებია: დასავლეთით - არსიანის მთები, ჩრდილოეთით - ფერსათის მთები, სამხრეთით - ერუშეთის მთები, კასრის სერი, გუმბათისა და ვანის მთები, აღმოსავლეთით - ჭობისხევი.

სამცხის უძველესი ცენტრებია ოძრხე და აწყურის ციხე (აქ იყო სამცხის ერთ-ერთი მთავრის - სამძივარის რეზიდენცია). სამცხე იყოფოდა ხევებად (შუა საუკუნეების ადმინისტრაციული-ტერიტორიული ერთეული). XI საუკუნის 40-50-იან წლებში სამცხე მსხვილ ფეოდალს ლიპარიტ ბაღვაშს ემორჩილებოდა, შემდგომში კი კვლავ სამეფო ხელისუფლებას. ამ პერიოდში დაწინაურდა ცენტრალური ხელისუფლების ერთგული ფეოდალი სულა კალმახელი, რომლისგანაც სათავეს იღებს სამცხის მთავართა - ჯაყელ-ციხისჯვარელთა ფეოდალური სახლი.მონღოლთაგან სამცხის დაპყრობის შემდეგ, 1266, მთავარი სარგის ჯაყელი „ხასინჯუს“ სისტემით უშუალოდ მონღოლებს დაემორჩილა. XII-XIV საუკუნეების სამცხის ეკონომიკური და კულტურული აყვავების ხანაა. აშენდა ტაძრები: საფარა, ზარზმა, ბიეთი, ჭულე. შეიქმნა სამართლის წიგნი (ე. წ. ბექას და აღბუღას სამართალი). XVI საუკუნისათვის სამცხეში 2 საეპისკოპოსო იყო — აწყურისა და წურწყაბის. XIV საუკუნის I ნახევარში სამცხისა და მომიჯნე ტერიტორიაზე იქმნება მსხვილი ფეოდალური პოლიტიკური ერთეული სამცხე-საათაბაგო.

სამცხე XIV —XVII საუკუნეებში სამცხე-საათაბაგოს შემადგენლობაში შედიოდა, XVI საუკუნის მე-2 ნახევარში დაპყრობილ იქნა თურქეთის მიერ. 1828-1829 წლებში სამცხის ერთი ნაწილი დაუბრუნდა საქართველოს, ხოლო თურქეთის ფარგლებში დარჩა კუთხეები — ყველისხევი, წურწყაბი, ფოცხოვი და ჯაყისწყალი.

თანამედროვე ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით სამცხე მოიცავს სამცხე-ჯავახეთის მხარის ადიგენის, ახალციხის და ასპინძის მუნიციპალიტეტებს.

ლიტერატურა

  • ლომსაძე შ., სამცხე-ჯავახეთი (XVIII საუკუნის შუა წლებიდან XIX საუკუნის წლებამდე), თბ., 1975;
  • ბერძენიშვილი დ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 47-48.