დაქორწინებული იყო სულეიმან I-ის დაზე, ბეიჰან სულთანზე. დიდი ვეზირი გახდა პარგელი იბრაჰიმ-ფაშას სიკვდილით დასჯის შემდეგ, 1536 წელს. მანამდე იყო 1-ლი ვეზირი. თუმცა, 1537 წელს, ვენეციის ლაშქრობის დროს დაშვებული უპატიებელი შეცდომის გამო დაიმსახურა სულთნის რისხვა, მაგრამ სულეიმანმა დის ხათრით არც გადააყენა და არც სიკვდილით დასაჯა (მას ბეიჰანის პირველი ქმარი სიკვდილით ჰყავდა დასჯილი). მიუხედავად იმისა, რომ გადაურჩა სულთნის რისხვას, 1539 წელს ვერ გადაურჩა სტამბოლში გავრცელებულ შავი ჭირის ეპიდემიას და სწორედ ამ დაავადებამ იმსხვერპლა 13 ივლისს. მისი გარდაცვალების შემდეგ დიდი ვეზირი გახდა ლიუთფი-ფაშა.