ქოფრიულიუ ფაზილ აჰმედ-ფაშა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ქოფრიულიუ ფაზილ აჰმედ-ფაშა
Köprülü Fazıl Ahmed Pasha
Köprülü Ahmed kőrajz.jpg
ოსმალეთის დიდი ვეზირი
მმართ. დასაწყისი: 31 ოქტომბერი, 1661
მმართ. დასასრული: 3 ნოემბერი, 1676
წინამორბედი: ქოფრიულიუ მეჰმედ-ფაშა
მემკვიდრე: ქარა მუსტაფა-ფაშა
მონარქი: მეჰმედ IV
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1635
დაბ. ადგილი: ველესი, (მაშინდელი ქოფრიულიუ) დღევანდელი მაკედონია
გარდ. თარიღი: 3 ნოემბერი, 1676
გარდ. ადგილი: სტამბოლი, ოსმალეთის იმპერია
დინასტია: ქოფრიულიუები
რელიგია: ისლამი

ქოფრიულიუ ფაზილ აჰმედ-ფაშა (თურქ. Köprülü Fazıl Ahmed Pasha; დ. 1635 — გ. 3 ნოემბერი, 1676) — ოსმალეთის იმპერიის დიდი ვეზირი 1661–1676 წლებში, სულთან მეჰმედ IV-ის დროს. ქოფრიულიუს გვარის კიდევ ერთი წარმომადგენელი.

ის იყო წარმოშობით ალბანეთიდან. ქოფრიულიუს გვარი საკმაოდ გავრცელებული იყო ოსმალეთის იმპერიაში. იმპერიას ჰყავდა ამ გვარის 6 წარმომადგენელი დიდ ვეზირად. მისი წინამორბედი, ქოფრიულიუ მეჰმედ-ფაშა, იყო მისი მამა.

სანამ დიდი ვეზირი გახდებოდა, იყო ერზურუმის სანჯაყის ბეგლარბეგი 1659–1660 წლებში და დამასკოს სანჯაყის ბეგლარბეგი 1660-1661 წლებში.

იგი მეთაურობდა ოსმალეთის არმიას ავსტრია-ოსმალეთის 1663-1664 ომში. მან მოახერხა თითქმის ერთ თვიანი ალყის შემდეგ, ჩრდილოეთ ხორვატიაში მდებარე "ნოვი ზრინის" ციხის აღება. 1664 წლის 1 აგვისტოს ოსმალეთის არმიამ მისი მეთაურობით სასტიკად დაამარცხა ავსტრიის არმია სენტგოტჰარდის ბრძოლაში. სწორედ ამ ბრძოლაში გამარჯვების შემდეგ დაიდო ვაშვარის ზავი. ამ ზავსაც ხელი აჰმედ-ფაშამ მოაწერა.

1669 წელს 22 თვიანი ალყის შემდეგ ქალაქ ჰერაკლიონის აღებამ აჰმედ-ფაშა შეუდარებელ ავტორიტეტად აქცია ოსმალეთის იმპერიაში. 1672 წელს პოლონეთთან ოსმალებმა წამოიწყეს ომი, რომელსაც თავად მეჰმედ IV მეთაურობდა. ამ ომის ოსმალეთისთვის წარმატებულად დასრულებაში, აჰმედის დიდი წვლილია. 18 ოქტომბერს მან მოაწერა ხელი ბუჩაჩის ხელშეკრულებას. მაგრამ, პოლონელები არ იყვნენ კმაყოფილნი ზავის პირობებით, რამაც კიდევ 4 წლით გამოიწვია ომის გაგრძელება. ოსმალეთ-პოლონეთის ომი საბოლოოდ 1676 წლის 17 ოქტომბერს ჟურავნოს ხელშეკრულებით დასრულდა. აღნიშნულ ხელშეკრულებასაც აჰმედ-ფაშამ მოაწერა ხელი.

ქოფრიულიუ ფაზილ აჰმედ-ფაშა გარდაიცვალა 1676 წლის 3 ნოემბერს, ჟურავნოს ხელშეკრულების დადებიდან რამდენიმე დღეში. მის შემდეგ დიდი ვეზირი გახდა ქარა მუსტაფა-ფაშა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]