სოკოლუ მეჰმედ-ფაშა
მეჰმედ-ფაშა სოკოლუ | |
---|---|
Sokollu Mehmet Paşa | |
ოსმალეთის 39-ე დიდი ვეზირი | |
მმართ. დასაწყისი: | 28 ივნისი 1565 |
მმართ. დასასრული: | 1576 |
წინამორბედი: | სემიზ ალი-ფაშა |
მემკვიდრე: | სემიზ აჰმედ-ფაშა |
ოსმალეთის 41-ე დიდი ვეზირი | |
მმართ. დასაწყისი: | 1576 |
მმართ. დასასრული: | 12 ოქტომბერი 1579 |
წინამორბედი: | იუსუფ სინან-ფაშა |
მემკვიდრე: | სემიზ აჰმედ-ფაშა |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 1505 |
დაბ. ადგილი: | ბოსნია |
გარდ. თარიღი: | 11 ოქტომბერი 1579 |
გარდ. ადგილი: | სტამბოლი |
მეუღლე: | ესმეჰან სულთანი |
რელიგია: | ისლამი |
მეჰმედ-ფაშა სოკოლუ ან მეჰმედ-ფაშა (თურქ. Sokollu Mehmet Paşa; დ. 1505, სოკოლი, ბოსნია — გ. 11 ოქტომბერი 1579, სტამბოლი) — ოსმალეთის იმპერიის სახელმწიფო მოღვაწე. 1546 წლამდე სასახლის კარისკაცი,1546 წლიდან 1550 წლამდე ფლოტის ადმირალი, 1554 წლამდე რუმელიის მმართველი, 1565-79 წლებში ოსმალეთის იმპერიის დიდი ვეზირი.[1]
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბოიკო სოკოლოვიჩი დაიბადა 1505 წელს სოკოლში (ბოსნიაში). ბავშვობაში ის დევშირმის სახელით მოხვდა თურქეთში, სადაც მოექცა ისლამზე და მრავალი წლის განმავლობაში იანიჩარების კორპუსს მეთაურობდა. 1543 წლიდან ეკავა იმპერიის უმაღლესი თანამდებობები, კერძოდ: 1546-1551 წლებში მეთაურობდა თურქეთის საზღვაო ფლოტს. 1551-1555 წლებში უძღვებოდა ოსმალეთის იმპერიის ევროპულ ნაწილს.
1562 წლებში სულთან სულეიმან დიდებულმა იგი დიდ ვეზირად დანიშნა, ხოლო მისი ვაჟის — სელიმ II-ის მეფობის დროს იმპერიის მართვის სადავეები მთლიანად მას ეპყრა ხელში (მურად III-ის დროსაც დიდი ვეზირი რჩებოდა). მეჰმედ-ფაშას დროს ოსმალებმა დაიკავეს კვიპროსი, თუმცა მოგვიანებით განიცადეს სასტიკი მარცხი ლეპანტოს ბრძოლაში.
ითვლება, რომ სოკოლუმ სინან-ფაშას დაავალა აეშენებინა ცნობილი ვიშეგრადის ხიდი მდინარე დრინაზე. იგი ყოველნაირად ხელს უწყობდა თავისი ნათესავების დაწინაურებას და მისი პროტექციის წყალობით ორი ძმისშვილი სერბეთის პატრიარქი გახდა.
სტამბოლის ევროპულ ნაწილში დღესაც დგას მეჰმედ-ფაშა სოკოლუს სახელობის მეჩეთი.
დაქორწინებული იყო სელიმ II-ის და ნურბანუ სულთნის ქალიშვილზე, ესმეჰან სულთანზე.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Bosniak Mehmed Pasha Sokolovic - Article by Prof. Muhamed Filipovic (historian) examining history of Bosniak hero Mehmed-pasa Sokolovic
- Photos of Sokollu Mehmet Pasa Mosque at Kadirga, Constantinople დაარქივებული 2006-04-27 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
|