ლაზი აზიზ აჰმედ-ფაშა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ლაზი აზიზ აჰმედ-ფაშა
Laz Aziz Ahmet Paşa
ოსმალეთის იმპერიის დიდი ვეზირი
მმართ. დასაწყისი: 1811
მმართ. დასასრული: 1812
წინამორბედი: ქორ იუსუფ ზიაუდინ-ფაშა
მემკვიდრე: ჰურშიდ ფაშა
სულთანი: მაჰმუდ II]
გარდ. თარიღი: მარტი, 1819
გარდ. ადგილი: ერზრუმი

ლაზი აზიზ აჰმედ-ფაშა (თურქ. Laz Aziz Ahmet Paşa) (გ. 1819 მარტი, ერზრუმი) — ლაზური წარმოშობის მქონე ოსმალეთის იმპერიის დიდი ვეზირი 1811-1812 წლებში.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადრეულ ხანებში, აჰმედ-ფაშა რიგითი იანიჩრი იყო, თუმცა ის მალევე Kapıcıbaşı-ს პოზიციაზე დაწინაურდა. მოგვიანებით იბრაილის მმართველად დაინიშნა. რუსეთ-ოსმალეთის ომებში (1806-1812) ის ერზრუმის ფრონტზე გაგზავნეს. ბრძოლაში მნიშვნელოვანი წარმატებების შემდეგ, ის ოსმალეთის იმპერიის დიდ ვეზირად დანიშნეს, თუმცა 1812 წლის, 28 მაის ბუქარესტის ზავის შედეგებით უკმაყოფილო, ჰურშიდ ფაშამ, მას არაკომპეტენტურობაში დასდო ბრალი და შედეგად მალევე ჩამოაქვეითეს. 1812 წლის, 5 სექტემბერს მისი პოზიცია ჰურშიდ ფაშამ დაიკავა. 1814 წელს აჰმედ ფაშა ბურსის გამგებელი, შემდგომ კი ალეპოსა და ერზუმის მმართველი გახდა. 1819 წლის მარტში ის ერზრუმში გარდაიცვალა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Buz, Ayhan (2009) "Osmanlı Sadrazamları", İstanbul: Neden Kitap, ISBN 978-975-254-278-5
  • Danişmend, İsmail Hâmi (1971), Osmanlı Devlet Erkânı, İstanbul: Türkiye Yayınevi.
  • Tektaş, Nazim (2002), Sadrâzamlar Osmanlı'da İkinci Adam Saltanatı, İstanbul: Çatı Yayınevi.