ჰეზარფარე აჰმედ-ფაშა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
თეზქერეჯი ჰეზარფარე აჰმედ-ფაშა
Tezkereci Hezarpare Ahmed Paşa
ოსმალეთის იმპერიის დიდი ვეზირი
მმართ. დასაწყისი: 21 სექტემბერი, 1647
მმართ. დასასრული: 8 აგვისტო, 1648 (10 თვე).
წინამორბედი: ქარა მუსა-ფაშა
მემკვიდრე: სოფუ მეჰმედ-ფაშა
ოსმალეთის იმპერიის დეფტერდარი
მმართ. დასაწყისი: 1646
მმართ. დასასრული: 1647
წინამორბედი: ნევესინლი სალიჰ-ფაშა
მემკვიდრე: ჰალიჯიზადე მეჰმედ-ფაშა
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: უცნობია
გარდ. თარიღი: 8 აგვისტო, 1648
გარდ. ადგილი: სტამბოლი, ოსმალეთის იმპერია
მეუღლე: ბეიჰან სულთანი
შვილები: ბაქი ბეი
რელიგია: ისლამი

თეზქერეჯი აჰმედ-ფაშა (თურქ. Tezkereci Ahmed Paşa; გ. 8 აგვისტო, 1648, სტამბოლი) — ოსმალეთის იმპერიის სახელმწიფო მოღვაწე. სიკვდილის შემდეგ იგი ცნობილი გახდა ჰეზარფარე აჰმედ ფაშას სახელით (თურქ. Hezarpare Ahmed Paşa.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აჰმედი დაიბადა წარმოშობით ბერძენი ჯარისკაცის ოჯახში. მოგვიანებით ის სასახლეში მოხვდა.

იგი უამრავ თანამდებობაზე იყო დანიშნული, რომელთაგანაც ყველაზე ცნობილი იყო დიდი ვეზირის, ქემანქეშ მუსტაფა-ფაშას მდივანი.

1646 წელს, მუსტაფა ფაშას სიკვდილით დასჯიდან ორი წლის შემდეგ, აჰმედ ფაშა იბრაჰიმ I-მა დეფტერდარად დანიშნა ნევესინლი სალიჰ-ფაშას ნაცვლად. მან ეს თანამდებობა ერთი წელი შეინარჩუნა.

1647 წლის 21 სექტემბერს, სულთანმა იბრაჰიმმა ქარა მუსა-ფაშას ნაცვლად იგი დიდ ვეზირად დანიშნა.[1]

დიდი ვეზირის თანამდებობაზე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იბრაჰიმ I იყო შეშლილი და გაუწონასწორებელი. მან აჰმედ ფაშას უბრძანა რომ მთელ სასახლეში დაეგოთ სიასამურის ბეწვი. ამიტომ, აჰმედ ფაშა უფრო მეტ დროს უთმობდა სიასამურის ბეწვის პოვნას, ვიდრე პოლიტიკას.

ამ დროს ქვეყანაში სრული ანარქია იყო. აჰმედი ხალხს ძარცვავდა და მათ ქონებას ითვისებდა.

1648 წელს, მოხდა აჯანყება. იმავე წლის 8 აგვისტოს იანიჩრებმა აჰმედ ფაშა მოკლეს. შემდეგ მისი ნაწილი ნაკუწებად აქციეს და დაიწყეს ხალხში მისი ხორცის გაყიდვა. ამბობდნენ, რომ მისი ხორცი სამკურნალო იყო.

10 დღის შემდეგ, სულთანი იბრაჰიმ I სიკვდილით დასაჯეს.

პოპულარულ კულტურაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2015-2017 წლების თურქულ ისტორიულ ტელესერიალ „დიდებული საუკუნე: ქიოსემში“, აჰმედ ფაშას როლს განასახიერებს თურქი მსახიობი ენის აიბარი.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Ayhan Buz: Osmanlı Sadrazamları, Neden Kitap, İstanbul, 2009,ISBN 978-975-254-278-5 p. 101-103