ბაირამ-ფაშა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ბაირამ-ფაშა
Bayram Paşa
ოსმალეთის იმპერიის დიდი ვეზირი
მმართ. დასაწყისი: 2 თებერვალი, 1637
მმართ. დასასრული: 26 აგვისტო, 1638
წინამორბედი: თაბანიასი მეჰმედ-ფაშა
მემკვიდრე: თაიარ მეჰმედ-ფაშა
სულთანი: მურად IV
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: უცნობია
დაბ. ადგილი: ლადიკი, ანატოლია
გარდ. თარიღი: 26 აგვისტო, 1638
გარდ. ადგილი: შანლიურფა
რელიგია: ისლამი

ბაირამ-ფაშა (თურქ. Bayram Paşa; გ. 26 აგვისტო, 1638, შანლიურფა) — ოსმალეთის იმპერიის დიდი ვეზირი 1637-1638 წლებში.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბაირამ-ფაშა დაიბადა სტამბოლში. სხვა მონაცემებით მისი ოჯახი წარმოშობით ამასიიდან იყო. სწავლობდა ენდერუნში, რის შემდეგაც შევიდა იანიჩართა კორპუსში. უპირველეს ყოვლისა კორპუსში აჰყავდათ ქრისტიანი ახალგაზრდები, მაგრამ სულთან მურად III-ის მმართველობის დროს (1574–1595) თურქებისთვის ასევე შესაძლებლობა ჰქონდათ დაეწყოთ სამსახური იანიჩარის კორპუსში. 1625 წელს ბაირამ-ფაშა დანიშნეს ეგვიპტის გუბერნატორად. 1628 წელს გამოიძახეს სტამბოლში და დააწინაურეს ვეზირის თანამდებობაზე.

1635 წელს სტამბოლის კაიმაკამია. 1637 წლის თებერვალში სულთან მურად IV-ის მმართველობისას (1623–1640) ბაირამ-ფაშა დანიშნეს დიდ ვეზირად ოსმალეთის იმპერიაში.

1638 წელს დიდებულმა ვეზირმა ბაირამ-ფაშამ მონაწილეობა ირან-ოსმალეთის ომში. ის იყო გადამწყვეტ ლაშქრობაში თურქ სამხედროებთან ერთად, რომელთაც სათავეში ედგათ თვით სულთანი, მათ ილაშქრეს ბაღდადამდე, იმავე წლის 26 აგვისტოს გარდაიცვალა ურფის მახლობლად.

დაქორწინებული იყო სულთან ოსმან II-ის (1618–1622) დაზე, ჰანზადე სულთანზე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Uzunçarşılı, İsmail Hakkı, (1954) Osmanlı Tarihi III. Cilt, 2. Kısım , XVI. Yüzyıl Ortalarından XVII. Yüzyıl Sonuna kadar), Ankara: Türk Tarih Kurumu (Altıncı Baskı 2011 ISBN 978-975-16-0010) say.385-386
  • Buz, Ayhan, (2009) Osmanlı Sadrazamları, İstanbul: Neden Kitap, ISBN978-975-254-278-5,
  • Danişmend, İsmail Hami, (2011), İzahlı Osmanlı Tarihi Kronolojisi 6 Cilt, İstanbul:Doğu Kütüphanesi, ISBN 9789944397681
  • Mehmed Süreyya (haz. Nuri Akbayar) (1996), Sicill-i Osmani, İstanbul:Tarih Vakfı Yurt Yayınları ISBN 975-333-0383 C.1 say.36