ქოჯა სინან-ფაშა
ქოჯა სინან-ფაშა | |
---|---|
Koca Sinan Paşa | |
ოსმალეთის იმპერიის დიდი ვეზირი | |
მმართ. დასაწყისი: | 7 აგვისტო, 1580 |
მმართ. დასასრული: | 6 დეკემბერი,1582 |
წინამორბედი: | მუსტაფა ლალა-ფაშა |
მემკვიდრე: | ქანიჟელი სიავუშ-ფაშა |
ოსმალეთის იმპერიის დიდი ვეზირი | |
მმართ. დასაწყისი: | 14 აპრილი, 1589 |
მმართ. დასასრული: | 1 აგვისტო, 1591 |
წინამორბედი: | ქანიჟელი სიავუშ-ფაშა |
მემკვიდრე: | ფერჰად-ფაშა |
ოსმალეთის იმპერიის დიდი ვეზირი | |
მმართ. დასაწყისი: | 28 იანვარი, 1593 |
მმართ. დასასრული: | 16 თებერვალი, 1595 |
წინამორბედი: | ქანიჟელი სიავუშ-ფაშა |
მემკვიდრე: | ფერჰად-ფაშა |
ოსმალეთის იმპერიის დიდი ვეზირი | |
მმართ. დასაწყისი: | 7 ივლისი, 1595 |
მმართ. დასასრული: | 19 ნოემბერი, 1595 |
წინამორბედი: | ფერჰად-ფაშა |
მემკვიდრე: | ლალა მეჰმედ-ფაშა |
ოსმალეთის იმპერიის დიდი ვეზირი | |
მმართ. დასაწყისი: | 1 დეკემბერი, 1595 |
მმართ. დასასრული: | 3 აპრილი, 1596 |
წინამორბედი: | ლალა მეჰმედ-ფაშა |
მემკვიდრე: | დამატი იბრაჰიმ-ფაშა |
სულთანი: | მურად III, მეჰმედ III |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 1520 |
დაბ. ადგილი: | დიბრა, ალბანეთი |
გარდ. თარიღი: | 3 აპრილი, 1596 |
გარდ. ადგილი: | სტამბოლი |
ქოჯა სინან-ფაშა (ალბ. Sinan Pasha Topojani, თურქ. Koca Sinan Paşa; 1520 (სხვა ვერსიით — 1515) ალბანეთი, ოსმალეთის იმპერია — 1596, სტამბოლი, იქვე) — ოსმალეთის იმპერიის დიდი ვეზირი 1580-1582, 1589-1591, 1593-1595, 1595, 1595-1596 წლებში.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაიბადა 1520 (სხვა ვერსიით - 1515) წელს ალბანეთში. დევშირმე გახდა სულეიმან I-ის მმართველობის პერიოდში. მოგვიანებით დაინიშნა ქალაქ მალათიის გუბერნატორად. მსახურობდა ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებში — ქ. კასტამონუში, ღაზაში, ნაბლუსში, ერზურუმში და ალეპოში. 1567-1569 და 1571-1573 წლებში ორჯერ ეკავა ეგვიპტის გუბერნატორის თანამდებობა. იემენში აჯანყების ჩახშობის შემდეგ მიიღო „იემანის დაპყრობლის“ ტიტული.
1574 წელს ქოჯა სინან-ფაშამ უხელმძღვანელა ექსპედიციას ტუნისში. მიუხედავად ესპანელების და იტალიელების წინააღმდეგობისა ტუნისი დაიპყრო. მან დაამუშავა ირანში შეჭრის გეგმა. მიუხედავად სოკოლუ მეჰმედ-ფაშას წინააღმდეგობისა მისი გეგმა მოიწონეს. იგი დაინიშნა თურქული არმიის მეთაურად ირანში შეჭრისას, 1580 წელს სოკოლუ მეჰმედ-ფაშას სიკვდილის შემდეგ დიდ ვეზირად დანიშნეს. ლეინტენანტ მეჰმედ-ფაშა ირანის დარბევის შემდეგ მოიხსნა თანამდებობიდან და გადაასახლეს გორში, საიდანაც ამარაგებდა სურსათით თბილისის გარნიზონს. გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ იგი დაინიშნა სამის გუბერნატორად. 1588 წელს მეორედ დაინიშნა დიდ ვეზირად. იგი ამუშავებდა არხების გაყვანის გეგმას.
იგი მონაწილეობა 1591 წლების იანიჩარების აჯანყებაში, რის გაააყენეს თანამდებობიდან. 18 თვის შემდეგ 1593 წელს იგი ბრუნდება სტამბოლში და მესამედ დაინიშნა დიდ ვეზირად. იმავე წელს იყო დანიშნული თურქული არმიის მეთაურად უნგრეთში, მაგრამ გამარჯვებების მიუხედავად 1595 წლის თებერვალში იგი მოიხსნა თანამდებობიდან და მეჰმედ III-ის მთავრობაში მოსვლის შემდეგ იგი გადაასახლეს მალქარაში, იმავე წლის აგვისტოში გაათავისუფლეს და მეოთხედ დაინიშნა უდიდეს ვეზირად. მისი ბრძანებით ჩამოახრჩეს ფერჰათ-ფაშა. მან ავსტრიაში შეჭრის დროს დანიშნა თავისი შვილი თურქეთის არმიის მეთაურად.
სინან-ფაშა ხელმძღვანელობდა ოსმალეთის არმიას ხანგრძლივი ომის დასაწყის ეტაპზე. ვლახეთშილაშქრობის დროს კელუგერენის ბრძოლაში დამარცხდა ვლახეთის მთავრის მიჰაი მამაცის მიერ. ოსმალეთის არმიის განადგურების შემდეგ იგი გადააყენეს თანამდებობიდან და გადაასახლეს მალქარაში. 10 წლის შემდეგ იგი გაანთავისუფლეს თავისი მემკვიდრის ლალა მუსტაფა-ფაშას გარდაცვალებასთან დაკავშირებით და მეხუთედ დაინიშნა დიდ ვეზირად. 1596 წლის 3 აპრილს ავსტრიაში ლაშქრობის მომზადების პროცესში იგი გარდაიცვალა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Uzunçarşılı, İsmail Hakkı, (1954) Osmanlı Tarihi III. Cilt, 2. Kısım , XVI. Yüzyıl Ortalarından XVII. Yüzyıl Sonuna kadar), Ankara: Türk Tarih Kurumu (Altıncı Baskı 2011 ISBN 978-975-16-0010) say.340-343
- Tektaş, Nazim (2002), Sadrâzamlar Osmanlı'da İkinci Adam Saltanatı, İstanbul:Çatı Yayınevi (Google books: [1]
- Buz, Ayhan, (2009) Osmanlı Sadrazamları, İstanbul: Neden Kitap, ISBN978-975-254-278-5
- Yılmaz, Mehmet, "Sinan Paşa (Koca)" (1999) Yaşamları ve Yapıtlarıyla Osmanlilar Ansiklopedisi, C.2 s.544-545, İstanbul:Yapı Kredi Kültür Yayıncılık A.Ş. ISBN 975-08-0071-01.
- Mehmed Süreyya (haz. Nuri Akbayar) (1996), Sicill-i Osmani, İstanbul:Tarih Vakfı Yurt Yayınları ISBN 975-333-0383 C.III s.109-110