ქიბრისლი მეჰმედ ემინ-ფაშა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ქიბრისლი მეჰმედ ემინ-ფაშა
Kıbrıslı Mehmed Emin Paşa
ოსმალეთის იმპერიის დიდი ვეზირი
მმართ. დასაწყისი: 30 მაისი, 1854
მმართ. დასასრული: 24 ნოემბერი, 1854
წინამორბედი: მუსტაფა ნაილი-ფაშა
მემკვიდრე: მუსტაფა რეშიდ-ფაშა
ოსმალეთის იმპერიის დიდი ვეზირი
მმართ. დასაწყისი: 8 ოქტომბერი, 1859
მმართ. დასასრული: 24 დეკემბერი, 1859
წინამორბედი: მეჰმედ ემინ აალი-ფაშა
მემკვიდრე: მეჰმედ რუშდი-ფაშა
ოსმალეთის იმპერიის დიდი ვეზირი
მმართ. დასაწყისი: 24 მაისი, 1860
მმართ. დასასრული: 6 აგვისტო, 1861
წინამორბედი: მეჰმედ რუშდი-ფაშა
მემკვიდრე: მეჰმედ ემინ აალი-ფაშა
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1813
დაბ. ადგილი: ნიქოზია, კვიპროსი
გარდ. თარიღი: 1871
გარდ. ადგილი: სტამბოლი, ოსმალეთის იმპერია
რელიგია: ისლამი

ქიბრისლი მეჰმედ ემინ-ფაშა (თურქ. Kıbrıslı Mehmed Emin Paşa; დ. 1813, ნიქოზია — გ. 1871, სტამბოლი) — ოსმალეთის იმპერიის სახელმწიფო მოღვაწე. დიდი ვეზირი სამჯერ; 1854, 1859 და 1860-1861 წლებში, სულთან აბდულმეჯიდ I-ის მმართველობის პერიოდში.

ქიბრისლი მეჰმედ ემინ-ფაშა დაიბადა 1813 წელს, ნიქოზიაში. იგი იყო კვიპროსელი თურქი. მეჰმედის ბიძა, მაჰმუდ II-ის მმართველობის პერიოდში იყო მთავარი ხაზინადარი, რის გამოც ახალგაზრდობის წლებში იგი უზრუნველყოფილი იყო სასახლეში. 1833 წელს მეჰმედ ემინ-ფაშა სამხედრო სამსახურში შევიდა. ამის შემდეგ, იგი საფრანგეთში წავიდა განათლების მისაღებად სულთნის დაფინანსებით.

დედაქალაქში დაბრუნების შემდეგ, მეჰმედ-ფაშა დაუბრუნდა სამხედრო საქმიანობას. არმიაში იგი სერასქერის პოსტზე მსახურობდა აკოში (1844-1845), იერუსალიმში (1845-1847 წლებში; იქ ყოფნის დროს ჩაახშო არაბი ბედუინების აჯანყება), ტირნოვაში (1847) და ბოლოს ბელგრადში, 1847-1848 წლებში. 1848 წელს მეჰმედი ვეზირი გახდა.

1850-1851 წლებში იყო ალეპოს გამგებელი. პირველად, დიდი ვეზირის პოსტზე 1854 წლის 30 მაისს დაინიშნა, თუმცა პოსტი დიდი ხნით ვერ შეინარჩუნა — 24 ნოემბერს დიდი ვეზირის ბეჭედი სულთანმა მუსტაფა რეშიდ-ფაშას ჩააბარა. ქიბრისლი მეჰმედ ემინ-ფაშამ თანამდებობის დაბრუნება 5 წელიწადში მოახერხა. 1859 წლის 8 ოქტომბერს ხელახლა დაინიშნა დიდ ვეზირად. ყირიმის ომის გამო, ოსმალეთის ხაზინა იმ დროისთვის საშინელ მდგომარეობაში იყო. ქვეყანას ჰქონდა დიდი საგარეო ვალი. მეჰმედ-ფაშამ ვერ შეიმუშავა გეგმა ამ მდგომარეობიდან გამოყვანისა, ამიტომ 24 დეკემბერს აბდულმეჯიდმა იგი გადააყენა.

მესამედ ქიბრისლი მეჰმედ ემინ-ფაშა დიდი ვეზირი 1860 წლის 24 მაისს გახდა და თანამდებობა 1861 წლის 6 აგვისტომდე შეინარჩუნა. იგი აგრეთვე იყო აბდულმეჯიდის ბოლო დიდი ვეზირი. მეჰმედ-ფაშა გარდაიცვალა 1871 წელს, სტამბოლში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Buz, Ayhan (2009) " Osmanlı Sadrazamları", İstanbul: Neden Kitap, ISBN 978-975-254-278-5
  • Danișmend, İsmail Hâmi (1971),Osmanlı Devlet Erkâni, İstanbul: Türkiye Yayınevi
  • Yayın Kurulu, "Mehmed Emin Paşa (Kıbrıslıı)" (1999) Yaşamları ve Yapıtlarıyla Osmanlılar Ansiklopedisi, İstanbul:Yapı Kredi Kültür Sanat Yayıncılık A.Ş. C.2 s.136 ISBN 975-08-0072-9
  • Mehmed Süreyya (haz. Nuri Akbayar) (1996), Sicill-i Osmani, İstanbul:Tarih Vakfı Yurt Yayınları ISBN:975-333-0383 C.IV s.441 [1]
  • Kuneralp, Sinan (1999) Son Dönem Osmanlı Erkan ve Ricali (1839 - 1922) Prosopografik Rehber, İstanbul:ISIS Press,, ISBN 9784281181.