ველი მაჰმუდ-ფაშა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ველი მაჰმუდ-ფაშა
Veli Mahmut Paşa
ოსმალეთის იმპერიის დიდი ვეზირი
მმართ. დასაწყისი: 1456
მმართ. დასასრული: 1466
წინამორბედი: ზაგანოს-ფაშა
მემკვიდრე: რუმ მეჰმედ-ფაშა
ოსმალეთის იმპერიის დიდი ვეზირი
მმართ. დასაწყისი: 1472
მმართ. დასასრული: 1474
წინამორბედი: ისჰაკ-ფაშა
მემკვიდრე: გედიკ აჰმედ-ფაშა
სულთანი: მეჰმედ II
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1420
დაბ. ადგილი: ნოვო-ბრდო, სერბეთის დესპოტატი
გარდ. თარიღი: 18 ივლისი, 1474
გარდ. ადგილი: სტამბოლი
რელიგია: ისლამი

ველი მაჰმუდ-ფაშა (თურქ. Veli Mahmud Paşa; დ. 1420, ნოვო-ბრდო — გ. 18 ივლისი, 1474, სტამბოლი) — ოსმალეთის იმპერიის დიდი ვეზირი 1456-1466 წლებში.

დაიბადა სერბეთის ქალაქ ნოვო-ბრდოში. მისი დედა იყო სერბი. მამის მხრიდან წარმოშობით იყო თესალიის მეფე ანგელა ფილანტროპელის გვარიდან და მიიღო ზედწოდება ანგელოვიჩი. 1427 წელს დედასთან ერთად შეიპყრეს თურქებმა, მიაღებინეს ისლამი და დაარქვეს მაჰმუდი. 1456 წელს დანიშნეს დიდ ვეზირად და რუმილიის ბეგლერბეგად. 1466 წელს მოწინააღმდეგეების ინტრიგების წყალობით დაკარგა თავისი თანამდებობა, მაგრამ 1472 წელს აღადგინეს დიდი ვეზირის თანამდებობაზე. ორი წლის შემდეგ მაჰმუდ-ფაშა სულთან მეჰმედ II-ს ბრძანებით ჩააგდეს სტამბოლის ციხესიმაგრეში და 1474 წლის 18 ივლისს დასაჯეს სიკვდილით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Danişmend, İsmail Hâmi, (1961) Osmanlı Devlet Erkânı, İstanbul:Türkiye Yayınevi.
  • Finkel, Caroline (2006). Osman's Dream: The Story of the Ottoman Empire 1300–1923. Londra: John Murray. ISBN 978-0-7195-6112-2. (ინგლისური)
  • Stavrides, Théoharis (2001), The Sultan of vezirs: the life and times of the Ottoman Grand Vezir Mahmud Pasha Angelovic (1453–1474), Brill, ISBN 9789004121065