შინაარსზე გადასვლა

სილაჰდარ დამატი ალი-ფაშა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სილაჰდარ დამატი ალი-ფაშა
Silahdar Damat Ali Paşa
ოსმალეთის დიდი ვეზირი
მმართ. დასაწყისი: 27 აპრილი, 1713
მმართ. დასასრული: 5 აგვისტო, 1716
წინამორბედი: ჰოჯა იბრაჰიმ-ფაშა
მემკვიდრე: ჰაჯი ჰალილ-ფაშა
მონარქი: აჰმედ III
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1667
დაბ. ადგილი: იზნიქი, ოსმალეთის იმპერია
გარდ. თარიღი: 5 აგვისტო, 1716
გარდ. ადგილი: პეტროვარადინი
მამა: ჰაჯი ჰუსეინი
რელიგია: ისლამი

სილაჰდარ დამატი ალი-ფაშა (თურქ. Silahdar Damat Ali Paşa; დ. 1667, იზნიქი, ოსმალეთის იმპერია5 აგვისტო, 1716, პეტროვარადინი, სერბეთი) — ოსმალეთის იმპერიის გენერალი და დიდი ვეზირი 1713-1716 წლებში.

სილაჰდარ დამატი ალი-ფაშა დაიბადა 1667 წელს, იზნიქში. მისი მამა იყო ჰაჯი ჰუსეინი. ის ჯერ კიდევ სულთან მუსტაფა II-ის მმართველობის პერიოდში მოხვდა ოსმალეთის სამეფო კარზე. 1709 წელს ის დაქორწინდა აჰმედ III-ის ქალიშვილზე, რის შედეგადაც გახდა დამატი (სიძე) ოსმანების დინასტიისა და გახდა ოსმალეთის იმპერიის მეორე ვეზირი. 1713 წლის 27 აპრილს აჰმედ III-მ დანიშნა დიდ ვეზირად.

დიდი ვეზირად გახდომისთანავე, მან შეძლო პრუთის ხელშეკრულების რატიფიცირება რუსეთთან, რის შედეგადაც გამაგრდა იმპერიის საზღვრები ჩრდილოეთით. 1714 წელს, მან ყურადღება გატაიდანა მორეისკენ, რომლის დაკარგვასაც ოსმალეთი არასდროს შეჰგუებია. ამან გამოიწვია ჰაბსბურგებთან ომის განახლება. 1715 წლის კამპანია, რომელსაც სათავეში თავად ედგა სილიაჰდარ დამატი ალი-ფაშა, წარმატებული გამოდგა, ვინაიდან მორეა მალევე დაეცა და ოსმალებმა ცოტა მეომარი დაკარგეს.

ოსმალეთის იმპერიას ომი ჰაბსბურგების მოკავშირე ვენეციამაც გამოუცხადა. 1716 წელს ალი-ფაშა გადავიდა ავსტრიის ფრონტზე, სადაც ბევრად ძლიერი აღმოჩნდა მოწანააღმდეგეთა არმია, ვიდრე ამას ფაშა ელოდა. 5 აგვისტოს გაიმართა პეტროვარადინის ბრძოლა, სადაც სილაჰდარ დამატი ალი-ფაშა მოკლეს. მისი საფლავი არის ბელგრადში.

  • Danişmend, İsmail Hâmi, (1961) Osmanlı Devlet Erkâni, İstanbul:Türkiye Yayınevi.
  • Buz, Ayhan, (2009) Osmanlı Sadrazamları, İstanbul: Neden Kitap, ISBN978-975-254-278-5