სელიმ II

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სელიმ II
سليم ثانى
ოსმალეთის მე-11 სულთანი
მმართ. დასაწყისი: 1566
მმართ. დასასრული: 1574
წინამორბედი: სულეიმან I
მემკვიდრე: მურად III
სხვა წოდებები: ისლამის ხალიფა
რეგენტი: სოკოლუ მეჰმედ-ფაშა
(15661574)
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 28 მაისი, 1524
დაბ. ადგილი: სტამბოლი, ოსმალეთის იმპერია
გარდ. თარიღი: 13 დეკემბერი, 1574
გარდ. ადგილი: სტამბოლი, ოსმალეთის იმპერია
მეუღლე: ნურბანუ სულთანი
სელიმიე სულთანი
შვილები: მურად III
შეჰზადე აბდულა
შეჰზადე ოსმანი
შეჰზადე მუსტაფა
შეჰზადე სულეიმანი
შეჰზადე მეჰმედი
შეჰზადე მაჰმუდი
შეჰზადე ჯიჰანგირი
შაჰ სულთანი
გევჰერჰან სულთანი
ესმეჰან სულთანი
ფატმა სულთანი
დინასტია: ოსმანები
მამა: სულეიმან I
დედა: ჰიურემ სულთანი
რელიგია: ისლამი
ხელმოწერა:

სელიმ II (თურქ. İkinci Selim; დ. 28 მაისი, 1524 — გ. 13 დეკემბერი, 1574) — ოსმალეთის იმპერიის მე-11 სულთანი, ქვეყანას მართავდა 1566-1574 წლებში. სულეიმან I-ისა და ჰიურემის შვილი.

დაიბადა 1524 წელს, სტამბოლში სულეიმან I-ისა და მისი ხარჭის, მომავალში კი კანონიერი მეუღლის ჰიურემ სულთნის ოჯახში. სელიმი მათთვის მეოთხე შვილი და მესამე ვაჟი იყო, ხოლო სულეიმანისთვის — მეხუთე შვილი და მეოთხე ვაჟი (რომელიც იმდროისთვის ცოცხალი ჰყავდა).

ტახტზე ასვლამდე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1541 წელს შეჰზადე სელიმი კონიის სანჯაყ-ბეიდ დაინიშნა. 1543 წელს მოულოდნელად გარდაიცვალა სელიმის უფროსი ძმა შეჰზადე მეჰმედი, რომელიც მანისას სანჯაყს მართავდა. მის ნაცვლად სულეიმან I-მა მანისაში სწორედ სელიმი გაგზავნა. ვინც მანისას მართავდა ითვლებოდა ტახტის მემკვიდრედ. 1553 წელს ჰიურემ სულთნის ინტრიგების შედეგად სულეიმანმა სიკვდილით დასაჯა უფროსი ვაჟი და ტახტის მთავარი პრეტენდენტი შეჰზადე მუსტაფა. ამის შემდეგ სელიმი ტახტის პირველ მემკვიდრედ გამოცხადდა, ხოლო მისი უმცროსი ძმა შეჰზადე ბაიაზიდი — მეორე მემკვირედ. მათ შორის დაპირისპირება დაიწყო. ორივემ ტახტისთვის ბრძოლა დაიწყო. სულეიმანს შეეშინდა, რომ რომელიმე მისი შვილი ამბოხებას მოაწყობდა, სწორედ ამიტომ, მან გადაწყვიტა ორივე შვილი დედაქალაქისგან რაც შეიძლებოდა შორს გაეგზავნა. სელიმი 1555 წელს მანისადან კონიაში გაემგზავრა, ხოლო შეჰზადე ბაიაზიდი ქუთაჰიაში, მაგრამ სამი წლის შემდეგ ამასიაში. 1558 წელს ჰიურემ სულთნის გარდაცვალების შემდეგ სელიმის ბაიაზიდთან დაპირისპირება უფრო გამძაფრდა. 1559 წლის 29 მაისს ბაიაზიდის არმია სელიმის არმიას დაუპირისპირდა, სადაც სელიმმა გაიმარჯვა. ბაიაზიდი იძულებული გახდა ირანში გაქცეულიყო და თავშესაფარი თამაზ I-ისთვის ეთხოვა. როცა სულეიმანმა ეს გაიგო შაჰთან ელჩები გაგზავნა. 1561 წელს შეჰზადე ბაიაზიდი სივასში შვილებთან ერთად სიკვდილით დასაჯეს. ამის შემდეგ სელიმი 5 წლის განმავლობაში მართავდა ქუთაჰიის სანჯაქს. 1566 წელს გარდაიცვალა სულთან სულეიმანი და ტახტზე სელიმი ავიდა.

მმართველობის პერიოდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სულთან სელიმი ნამდვილად არ ჰგავდა მის წინაპრებს. ის გახდა ოსმალეთის პირველი სულთანი, რომელიც მმართველობის პერიოდში არცერთ ლაშქრობაში წავიდა. ის ძლიერ იყო დამოკიდებული სასმელზე და უყვარდა ჰარემში დროის გატარება. თურქმა მოსახლეობამ მას სელიმ „ლოთი“ დაარქვა. სელიმ II-ის მმართველობის პერიოდში (სახელმწიფო საქმეებს განაგებდა დიდი ვეზირი სოკოლუ მეჰმედ-ფაშა) ოსმალეთის იმპერია იბრძოდა სპარსეთთან, ვენეციასთან, უნგრეთთან და წმინდა ლიგასთან. 1568 წელს მეჰმედ-ფაშამ მოლაპარაკებები აწარმოა მაქსიმილიან II-ის ელჩებთან, რის შემდეგაც დაიდო ადრიანოპოლის ხელშეკრულება. მისი მიხედვით, საღვთო რომის იმპერიას ყოველწლიურად ხარკის სახით 30,000 დუკატის გადახდა დაეკასრა და ამასთან ერთად, ვლახეთი და მოლდავეთი ოსმალეთის ხელში გადავიდა.

1569 წელს სელიმ II-მ მოაწყო წარუმატებელი ლაშქრობა ასტრახანში. 1570 წელს კონსტანტინოპოლში მასსა და ივანე IV-ს შორის დაიდო შეთანხმება, რომლის მიხედვითაც დასრულდა რუსეთ-ოსმალეთის ომი სულთანსა და ცარს შორის მშვიდობიანი ურთიერთობის დამყარებით. ამავე 1570 წელს სელიმმა დაიწყო ომი ვენეციასთან კვიპროსის დასაპყრობად. 1571 წელს ოსმალეთის არმია განადგურდა ლეპანტოს ბრძოლაში გაერთიანებული ქრისტიანული ძალების წინააღმდეგ. მიუხედავად ამ მარცხისა, 1573 წელს ვენეციამ მაინც დაუთმო იმპერიას კვიპროსი. 1574 წლის აგვისტოში, სელიმის გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე, ოსმალებმა დაიბრუნეს ტუნისი, რომელიც 1572 წლიდან ესპანელებს ჰქონდათ დაკავებული.

მიუხედავად იმისა, რომ სელიმი არ იყო ძლიერი და წარმატებული მმართველი, იგი მაინც უყვარდა საზოგადოებას მისი რბილი ხასიათის და სიკეთის გამო. აგრეთვე, მის ავტორიტეტზე დადებითად იმოქმედა იმან, რომ სულეიმანის მიერ სიკვდილით დასჯილ ძმა შეჰზადე მუსტაფას აკლდამა აუგო და მის დედას, მაჰიდევრანს ყველა პრივილეგია აღუდგინა. სელიმ II გარდაიცვალა 1574 წელს თოფქაფის სასახლის ჰარამხანაში. მისი გარდაცვალების შემდეგ ტახტზე ავიდა მისი შვილი მურად III.

შვილები და ქორწინება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სელიმი დაქორწინდა ნურბანუ სულთანზე,რომელმაც მას ერთი ვაჟი - მურად III და სამი ქალიშვილი გაუჩინა. ჰასეკი სულთნობის პერიოდში ნურბანუ ღებულობდა 1000 აქჩეს დღეში,მაშინ,როდესაც დანარჩენი უფლისწულების დედები მხოლოდ 40 აქჩეს იღებდნენ.

ვაჟები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მურად III (1546-1595)
  • უფლისწული აბდულა (მოკლეს 1568 წელს)
  • უფლისწული ჯიჰანგირი (მოკლეს 1574 წლის 22 დეკემბერს)
  • უფლისწული მუსტაფა (მოკლეს 1574 წლის 22 დეკემბერს)
  • უფლისწული ოსმანი (მოკლეს 1574 წლის 22 დეკემბერს)
  • უფლისწული სულეიმანი (მოკლეს 1574 წლის 22 დეკემბერს), მისი სიკვდილის შემდეგ დედამისმა ცადა თვითმკვლელობა
  • უფლისწული მეჰმედი (დაიბადა 1572 წელს)

ქალიშვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ესმეჰან სულთანი (1544 მანისა - 1585 სტამბოლი)
  • გევჰერჰან სულთანი (1544 მანისა - 1580 სტამბოლი)
  • შაჰ სულთანი (1544 მანისა - 1580 სტამბოლი)
  • ფატმა სულთანი (1559 კონია - 1580 სტამბოლი)

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]