მელექ აჰმედ-ფაშა
| მელექ აჰმედ-ფაშა | |
|---|---|
| Melek Ahmed Paşa | |
|
| |
| ოსმალეთის იმპერიის დიდი ვეზირი | |
| მმართ. დასაწყისი: | 5 აგვისტო, 1650 |
| მმართ. დასასრული: | 22 აგვისტო, 1651 |
| წინამორბედი: | ქარა მურად-ფაშა |
| მემკვიდრე: | აბაზა სიავუშ-ფაშა I |
| სულთანი: | მეჰმედ IV |
| პირადი ცხოვრება | |
| დაბ. თარიღი: | 1604 |
| დაბ. ადგილი: | აფხაზეთო, იმერეთის სამეფო |
| გარდ. თარიღი: | 1662 |
| გარდ. ადგილი: | სტამბოლი, ოსმალეთის იმპერია |
| მეუღლე: |
ესმეჰან ქაია სულთანი (1644–1659) ფატმა სულთანი (აჰმედ I-ის ქალიშვილი) (1662) |
| რელიგია: | ქრისტიანობა, მოგვიანებით მიიღო ისლამი |
მელექ აჰმედ-ფაშა (თურქ. Melek Ahmed Paşa; დ. 1604, საქართველო – გ. 1662, სტამბოლი) – ოსმალეთის იმპერიის სახელმწიფო მოღვაწე, წარმოშობით ქართველი, დიდი ვეზირი 1650–1651 წლებში.
ადრეული წლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]აჰმედ-ფაშა წარმოშობით იყო აფხაზეთიდან. იგი დაიბადა 1604 წელს. მისი მამა იყო ფლოტის ადმირალი, სახელად ფერვანე. სულთან მურად IV-ის დროს, იგი დაინიშნა დიარბაქირის გამგებლად. სულთან იბრაჰიმის დროს, აჰმედ-ფაშა დანიშნული იყო არზრუმის, მოსულის, ალეპოსა და დამასკოს ბეილერბეიდ.
1644 წელს აჰმედი დაქორწინდა სულთან მურადის ქალიშვილზე, ქაია სულთანზე. ამ ქორწინების შემდეგ იგი გახდა ოსმანების დინასტიის სიძე "დამატი"
1650 წელს აჰმედ-ფაშა, სულთან მეჰმედის მმართველობის დროს, დაინიშნა ბაღდადის ბეილერბეიდ. იმავე წლის 5 აგვისტოს, მეჰმედის რეგენტმა, ვალიდე ქიოსემ სულთანმა მურად-ფაშას ნაცვლად დანიშნა დიდ ვეზირად.
დიდი ვეზირი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]აჰმედ-ფაშა ცდილობდა რეფორმების გატარებას ოსმალეთის იმპერიაში. მან სცადა ბიუჯეტის დაბალანსება, მოახერხა ჯელალიეს აჯანყებების ჩახშობა.
1651 წლის 22 აგვისტოს აჯანყებული იანიჩრები მოითხოვდნენ აჰმედ-ფაშას დიდი ვეზირის პოსტიდან გადადგომას. ერთ–ერთი ვერსიით, მათ დაუგვიანდათ გასამრჯელოს მიღება. სულთანიც იძულებული გახდა, აჰმედი პოსტიდან მოეხსნა და მის ნაცვლად დიდ ვეზირად დანიშნა ისევ ქართველი, აბაზა სიავუშ-ფაშა I გახდა.
შემდგომი წლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1654 წელს, აჰმედ-ფაშა ოსმალეთის დიდი ვეზირის, იბშირ მუსტაფა–ფაშას მოადგილე გახდა, მაგრამ მალე თანამდებობიდან გადააყენეს და მუსტაფა-ფაშას ბრძანებით, მალქარაში გადაასახლეს.
1659 წელს აჰმედ-ფაშას მეუღლე ქაია სულთანი მშობიარობის დროს გარდაიცვალა. გადმოცემის თანახმად, აჰმეთი კუბოში ჩაწვა და შეუჩერებლად ტიროდა. სამი წლის შემდეგ, 1662 წელს, აჰმედმა ცოლად შეირთო სულთან აჰმედის ქალიშვილი, ფატმა სულთანი.
მელექ აჰმედ-ფაშა გარდაიცვალა 1662 წელს, ფატმა სულთანთან ქორწინებიდან რამდენიმე თვეში.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Mehmed Süreyya (haz. Nuri Akbayar) (1996), sicill-i osmani, İstanbul:Tarih Vakfi Yurt Yayınları İSBN 975-333-0383 C.IV s.509.