მუსტაფა-ფაშა ბაირაქთარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მუსტაფა ბაიარაქთარი

მუსტაფა ფაშა ბაირაქთარი (დ. 1765 — გ. 1808) — ოსმალეთის პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწე, მსხვილი მიწათმფლობელი, რუსჩუკის ოლქის აიანი (მმართველი). რუსეთ-ოსმალეთის 1806-1812 წლების ომის დროს სილისტრიის მხარის გენერალ-გუბერნატორი და დუნაის ფრონტის ჯარების სარდალი. 1807 წელს სათავეში ჩაუდგა ფარულ პოლიტიკურ ორგანიზაცია „რუშჩუკელ მეგობრებს“, რომელიც იმედოვნებდა რეფორმებით თავიდან აეცილებინა ოსმალეთის დაშლა. 1808 წლის ივლისში ბაირაქთარის ჯარი სტამბოლში შევიდა, იენიჩრების მიერ ტახტზე აყვანილი მუსტაფა IV ჩამოაგდო და შეცვალა მაჰმუდ II-ით, რომლის კარზე დიდი ვეზირის თანამდებობა დაიკავა. მან სცადა გაეტარებინა რეფორმები ფეოდალური ანარქიის ლიკვიდაციის მიზნით და შექმნა ევროპული არმიების ყაიდის ჯარი. 1808 წლის ნოემბარში ბაირაქთარი მოკლეს ამბოხებულებმა იენიჩრებმა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]