ერმენი სულეიმან-ფაშა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ერმენი სულეიმან-ფაშა
Ermeni Süleyman Paşa
ოსმალეთის იმპერიის დიდი ვეზირი
მმართ. დასაწყისი: 19 აგვისტო, 1655
მმართ. დასასრული: 28 თებერვალი, 1656 (5 თვე)
წინამორბედი: ქარა მურად-ფაშა
მემკვიდრე: გაზი ჰუსეინ-ფაშა
ზურნაზენ მუსტაფა-ფაშა
სულთანი: მეჰმედ IV
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1607
დაბ. ადგილი: მალათია
გარდ. თარიღი: 28 თებერვალი, 1687 (79/80 წლის)
გარდ. ადგილი: სტამბოლი
მეუღლე: აიშე სულთანი
რელიგია: ისლამი
მეტსახელი: დამატი
ეროვნება: სომეხი

ერმენი სულეიმან-ფაშა (თურქ. Ermeni Süleyman Paşa, სომხ. էրմենի սուլեյման փաշա; დ. 1607, მალათია - გ. 28 თებერვალი, 1687, სტამბოლი) - წარმოშობით სომეხი. ოსმალეთის იმპერიის სახელმწიფო მოღვაწე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სულეიმანი დაიბადა 1607 წელს, თურქეთის ქალაქ მალათიაში. მან განათლება როგორც სხვა სახელმწიფო მოღვაწეები მიიღო ენდერუნში. პირველად ის მსახურობდა სივასის ბეილერბეისთან. 1655 წლის 19 აგვისტოს, სულეიმან-ფაშა სულთან მეჰმედ IV-მა ქარა მურად-ფაშას გარდაცვალების შემდეგ დანიშნა დიდ ვეზირად.[1] იმავე წელს მან ცოლად შეირთო სულთან აჰმედ I-ის ქალიშვილი, აიშე სულთანი. 1656 წლის 28 თებერვალს, იგი თანამდებობიდან გადააყენეს. დიდი ვეზირის თანამდებობის გარდა მას ეკავა ბოსნიის ბეგლარბეგობისა და სტამბოლის კაიმაკამობის თანამდებობები. მოგვიანებით ის პენსიაზე გავიდა. გარდაიცვალა 1687 წლის 28 თებერვალს, სტამბოლში.[2]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. İsmail Hâmi Danişmend, Osmanlı Devlet Erkânı, Türkiye Yayınevi, İstanbul, 1971, p. 40. (Turkish)
  2. Meydan Larousse Büyük Lugât ve Ansiklopedi, 1965