ჩანდარლი ალი-ფაშა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ჩანდარლი ალი-ფაშა
Çandarlılar2.JPG
ჩანდარლი ალი-ფაშას (მარცხნივ) და მამამისის ჩანდარლი ჰალილ-ფაშას (მარჯვნივ) საფლავი
ოსმალეთის მე-6 დიდი ვეზირი
მმართ. დასაწყისი: 1387
მმართ. დასასრული: 1406
წინამორბედი: ქარა ჰალილ-ფაშა
მემკვიდრე: იმამზადე ჰალილ-ფაშა
მონარქი: მურად I, ბაიაზიდ I, სულეიმან ჩელები
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: უცნობია
გარდ. თარიღი: 1406

ჩანდარლი ალი-ფაშა (თურქ. Çandarlı Ali Paşa; გ. 18 დეკემბერი, 1406) — ოსმალეთის იმპერიის მეექვსე დიდი ვეზირი 1387-1406 წლებში. თანამდებობა ეკავა სულთნების მურად I-ის, ბაიაზიდ I-ისა და სულეიმან ჩელების დროს. განეკუთვნება ცნობილი ჩანდარლების ოჯახს. დიდი ვეზირი გახდა მამის, ასევე დიდი ვეზირის ქარა ჰალილ-ფაშას შემდეგ და ამ მოვალეობას ასრულებდა გარდაცვალებამდე. მისი ვეზირობის დროს ოსმალეთის იმპერიამ მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია საგარეო პოლიტიკაში. 1389 წელს ოსმალებმა კოსოვოს ბრძოლაში დაამარცხეს სერბებისა და უნგრელების გაერთიანებული არმია. 1390-იან წლებში დაიპტრეს ვლახეთი, ბესარაბია და სერბეთი. 1400 წელს ჩანდარლი ალი-ფაშა თან ახლდა ოსმალთა არმიას კონსტანტინოპოლის ალყის დროს. 1402 წელს მონაწილეობა მიიღო თემურ ლენგის წინააღმდეგ ანგორის ბრძოლაში, რომელშიც თურქები სასტიკად დამარცხდნენ. ბაიაზიდ I-ის დატყვევების შემდეგ დაიწყო ოსმალეთის იმპერიის უმეფობის ხანა. ერთმანეთის წინააღმდეგ საბრძოლველად გამოსული შეჰზადეებიდან ჩანდარლი ალი-ფაშა სულთან ბაიაზიდის უფროს ვაჟს, სულეიმან ჩელების უჭერდა მხარს. 1406 წელს ალი-ფაშა გარდაიცვალა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • İsmail Hâmi Danişmend, Osmanlı Devlet Erkânı, Türkiye Yayınevi, İstanbul, 1971