ჰერსეკზადე აჰმედ-ფაშა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ჰერსეკზადე აჰმედ-ფაშა
Hersekli Ahmed Paşa
ოსმალეთის იმპერიის დიდი ვეზირი
მმართ. დასაწყისი: 1497
მმართ. დასასრული: 1498
წინამორბედი: ქოჯა დავუდ-ფაშა
მემკვიდრე: ჩანდარლი იბრაჰიმ-ფაშა
ოსმალეთის იმპერიის დიდი ვეზირი
მმართ. დასაწყისი: 1503
მმართ. დასასრული: 1506
წინამორბედი: ჰადიმ ალი-ფაშა
მემკვიდრე: ჰადიმ ალი-ფაშა
ოსმალეთის იმპერიის დიდი ვეზირი
მმართ. დასაწყისი: 1511
მმართ. დასასრული: 1511
წინამორბედი: ჰადიმ ალი-ფაშა
მემკვიდრე: ქოჯა მუსტაფა-ფაშა
ოსმალეთის იმპერიის დიდი ვეზირი
მმართ. დასაწყისი: 1512
მმართ. დასასრული: 28 ნოემბერი, 1514
წინამორბედი: ქოჯა მუსტაფა-ფაშა
მემკვიდრე: დუკაკინზადე აჰმედ-ფაშა
ოსმალეთის იმპერიის დიდი ვეზირი
მმართ. დასაწყისი: 8 სექტემბერი, 1515
მმართ. დასასრული: 26 აპრილი, 1516
წინამორბედი: დუკაკინზადე აჰმედ-ფაშა
მემკვიდრე: ჰადიმ სინან-ფაშა
სულთანი: ბაიაზიდ II, სელიმ I
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1459
დაბ. ადგილი: ჰერცეგ-ნოვი, ჰერცეგოვინა
გარდ. თარიღი: 21 ივლისი, 1517
გარდ. ადგილი: ქაჰრამანმარაში
მეუღლე: ფატმა სულთანი
შვილები: 4

ჰერსეკზადე აჰმედ-ფაშა (სერბ. Ахмед-паша Херцеговић, თურქ. Hersekli Ahmed Paşa; დ. 1455 — გ. 21 ივლისი 1517) — მნიშვნელოვანი სამხედრო და სახელმწიფო მოღვაწე, ოსმალეთის იმპერიის დიდი ვეზირი (1497–1498, 1503–1506, 1511, 1512–1514, 1515–1516), კაპუდან-ფაშა (მთავარი ადმირალი) (1506–1511).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სერბეთის კოსაჩების დინასტიის წარმომადგენელი. ქრისტიანობაში ერქვა - სტეფანე ჰერცეგოვიჩ კოსაკა. სტეფანე ვუკშიჩი კოსაჩის (1404–1466), მესამე (უმცროსი) ვაჟი. აჰმედ-ფაშას მამა იყო ბოსნიის მეოთხე ვოევოდა (1435–1448), ზახუმიესა და ზღვისპირეთის (1448–1489) და წმინდა სავას (1449–1466) პირველი ჰერცოგი. ვლადისლავ ჰერცოგოვიჩისა (1427–1489), რომელიც იყო წმინდა სავას ბოლო ჰერცოგისა (1466–1483) და დედოფალ ეკატერინე ბოსნიელის (1425–1478) ძმა.

მან ბავშვობა გაატარა ზახუმიეში და დუბროვნიკში, სადაც მიიღო დაწყებითი განათლება. ჰერცოგოვინის მიერ ოსმალეთის მიმართ ვასალური დამოკიდებულების ცნობის შემდეგ სტეფანე მამამისმა მძევლად გაგზავნა სტამბოლში სულთან მეჰმედ ფათიჰის სასახლეში. განათლების მიღება გააგრძელა ენდერუნში, სადაც შეისწავლა თურქული ენა და ისლამის საფუძვლები.

1470 წელს სტეფანე ჰერცოგოვიჩმა მიიღო ისლამი და ახალი სახელი ჰერსეკზადე აჰმედ-ფაშა. ემსახურებოდა სამ ოსმანთა სულთანს — მეჰმედ II, ბაიაზიდ II-ს და სელიმ I-ს. მონაწილეობდა ოსმალური დაპყრობით კამპანიებში.

1481 წელს სულთან მეჰმედ II-ის გარდაცვალების შემდეგ და მისი შვილების ტახტისთვის ბრძოლის შემდეგ რუმელის მმართველმა ჰერსეკზადე აჰმედ-ფაშამ მხარი დაუჭირა შაჰზადე ბაიაზიდს - ამასიის მმართველს, შაჰზადე ჯემის საწინააღმდეგოდ. 1481 წლის მაისში ბაიაზიდმა დაასწრო ძმას, ჩამოვიდა ამასიიდან სტამბოლში, სადაც მან დაიკავა სულთნის ტახტი. 1484 წელს ჰერსეკზადე აჰმედ-ფაშა დაინიშნა ანატოლიის მმართველად.

1483 წელს ჰერსეკზადე აჰმედ-ფაშამ რომელიც ხელმძღვანელობდა თურქეთის არმიას დაამარცხა უფროსი ძმა ვლადისლვი. ჰერცოგოვინა სანჯაყის სახით ბოსნიის ფაშალიკიდან შევიდა ოსმანთა იმპერიაში.

1486 წლის მარტში ჰერსეკზადე აჰმედ-ფაშა, რომელიც ხელმძღვანელობდა ოსმალეთის არმიას დამარცხდა ადანასთან, მამლუქებთან ბრძოლაში. ის ტყვედ ჩავარდა და გააგზავნეს კაიროში. 1488 წელს აჰმედ-ფაშა გაათავისუფლეს ტყვეობიდან და მან მიიღო მონაწილეობა ეგვიპტელი მამლუქების წინააღმდეგ ომში. იგი დაინიშნა ოსმალეთის ფლოტის მეთაურად და დაევალა დახმარება გაეწია ქვეითი არმიისთვის, რომელსაც ხელმძღვანელობდა რუმელის ბეილერბეი ჰადიმ ალი-ფაშა. გადავიდნენ რა სადავო ტერიტორიებზე ოსმალებმა დაიკავეს მამლუქების და მათი ვასალების რამდენიმე ციხესიმაგრე. ვენეციამ გააგზავნა თავისი ფლოტი კვიპროსზე რათა ხელი შეეშალა ოსმალეთის ფლოტის ნაპირზე გამოსვლისთვის. ჰერსეკზადე აჰმედ-ფაშამ გადაწყვიტა გადმოესხა ჯარები ისკანდერონის სრუტეში მცირე აზიის ნაპირებთან, რათა წინ აღდგომოდა მამლუქების არმიას, რომელიც უტევდა სირიიდან, მაგრამ ძლიერი შტორმის გამო ოსმალთა ფლოტმა დიდი ზარალი განიცადა, მამლუქებმა წინააღმდეგობის გაწევის გარეშე გააგრძელეს თავდასხმა ადანაზე. ჰადიმ ალი-ფაშას ქვეითი თურქული არმია სასტიკად დამარცხდა და გაიქცა. ჰერსეკზადე აჰმედ-ფაშამ გატეხა მამლუქების რაზმები, რომლებიც ბრუნდებოდნენ ალეპოში.

1490 წელს მამლუქების არმია შეიჭრა ქარამანში და გეგმავდა ცენტრალურ აზიაში შეჭრას. სულთანმა მათ საწინააღმდეგოდ გაგზავნა არმია თავისი სიძის ჰერსეკზადე აჰმედ-ფაშას მეთაურობით, რომელმაც აიძულა მამლუქები უკან დაეხიათ.

1497 წლის მარტში სულთანმა ბაიაზიდ II-მ ჰერსეკზადე აჰმედ-ფაშა დანიშნა ოსმანთა იმპერიის დიდ ვეზირად. ეს ტანამდებობა მას ერთი წელი ეკავა. 1498 წელს დაინიშნა დიდ ვეზირად დაინიშნა ჩანდარლი იბრაჰიმ-ფაშა (1498-1499 წწ.).

1503 წელს მეორედ დაინიშნა დიდ ვეზირად, მაგრამ 1506 წელს თავისი ნებით დატოვა თანამდებობა.1506–1511 წლებში იკავებდა კაპუდან-ფაშას პოსტს ოსმალთა ფლოტში. 1511 წლის ივლისში დიდი ვეზირის ჰადიმ ალი-ფაშას სიკვდილის შემდეგ ჰერსეკზადე აჰმედ-ფაშა რამდენიმე თვის განმავლობაში იკავებდა დიდი ვეზირის თანამდებობას. 1512 წელს დიდი ვეზირის ქოჯა მუსტაფა-ფაშას სიკვდილით დასჯის შემდეგ ჰერსეკზადე აჰმედ-ფაშა მეოთხედ დაინიშნა დიდ ვეზირად. 1514 წლის ნოემბერში სულთანმა სელიმ I-მა იგი დააპატიმრა და თანამდებობიდან გადააყენა და დიდ ვეზირად დანიშნა დუკაკინზადე აჰმედ-ფაშა (1524–1515 ). 1515 წლის სექტემბერში, ჰერსეკზადე მეხუთედ დაინიშნა დიდ ვეზირად. 1516 წლის აპრილში ჩამოაშორეს თანამდებობას და გამოამწყვდიეს ედიკულეს ციხეში, საიდანაც მოგვიანებით გაათავისუფლეს.

1517 წლის 21 ივლისს, ჰერსეკზადე აჰედ-ფაშა ეგვიპტიდან დაბრუნებისას გარდაიცვალა ქაჰრამანმარაშში. დაკრძალეს თავის მამულში, მარმარილოს ზღვის სანაპიროზე, სოფელ დილში, რომელსაც მოგვიანებით სახელი შეეცვალა და ჰარსეკი დაერქვა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Danışmend, İsmail Hâmi (1961), Osmanlı Devlet Erkâni, İstanbul:Türkiye Yayınevi.
  • Tektaş, Nazım (2002), Sadrazamlar-Osmanlı'da İkinci Adam Saltanatı, İstanbul:Çatı Kitapları.
  • Yılmaz, Mehmet "Ahmet Paşa (Hersekzade)", (1999) Yaşamları ve Yapıtlarıyla Osmanlılar Ansiklopedisi, İstanbul:Yapı Kredi Kültür Sanat Yayıncılık A.Ş. C.1 s.146-147 İŞBN:975-08-0072-9
  • Turan, Seraffedin, "Hersekzade Ahmed Paşa", (1988) Türkiye Diyanet Vakfı İslam Ansiklopedisi, İstanbul, Cilt 17 s.235-237