ქარა ჰალილ-ფაშა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ქარა ჰალილ-ფაშა
Çandarlı Kara Halil Hayreddin Paşa
ოსმალეთის მე-5 დიდი ვეზირი
მმართ. დასაწყისი: 1364
მმართ. დასასრული: 1387
წინამორბედი: სინანუდინ ფაქიჰ იუსუფ-ფაშა
მემკვიდრე: ჩანდარლი ალი-ფაშა
მონარქი: მურად I
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: უცნობია
გარდ. თარიღი: 22 იანვარი, 1387
რელიგია: ისლამი

ქარა ჰალილ-ფაშა (თურქ. Çandarlı Kara Halil Hayreddin Paşa; დ. უცნობია — გ. 22 იანვარი, 1387) — ოსმალეთის იმპერიის დიდი ვეზირი 1364–1387 წლებში, სულთან მურად I-ის დროს. იგი არის პირველი ადამიანი, რომელმაც ოფიციალურად მიიღო წოდება „დიდი ვეზირი“. განეკუთვნება ცნობილი ჩანდარლების ოჯახს.

ვეზირად დანიშვნამდე ეჭირა სამხედრო მოსამართლის (ყადიასქერი) თანამდებობა. 1364 წლის სექტემბრიდან გარდაცვალებამდე იყო დიდი ვეზირი. სარგებლობდა დიდი გავლენითა და ავტორიტეტით. მის სახელთანაა დაკავშირებული ე.წ იანიჩართა აღმზრდელობითი დაწესებულების, "დევშირმეს" შემოღება. მისი რამდენიმე შთამომავალი გახდა დიდი ვეზირი. ჩანდარლების ოჯახის ბოლო წარმომადგენელი ვეზირის თანამდებობაზე იყო მისი შვილიშვილი - ჩანდარლი ჰალილ-ფაშა უმცროსი.იგი ყველაზე ხანგრძლივად მმართველი დიდი ვეზირია ოსმალეთის იმპერიის ისტორიაში. გარდაიცვალა 1387 წლის 22 იანვარს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • İsmail Hâmi Danişmend, Osmanlı Devlet Erkânı, Türkiye Yayınevi, İstanbul, 1971