მუსტაფა (შეჰზადე)
შეჰზადე მუსტაფა | |
---|---|
Şehzade Mustafa | |
მანისის სანჯაყ-ბეი | |
მმართ. დასაწყისი: | 1533 |
მმართ. დასასრული: | 1541 |
წინამორბედი: | სულეიმან I |
მემკვიდრე: | შეჰზადე მეჰმედი |
ამასიის სანჯაყ-ბეი | |
მმართ. დასაწყისი: | 1541 |
მმართ. დასასრული: | 1553 |
წინამორბედი: | შეჰზადე აჰმედი |
მემკვიდრე: | შეჰზადე ბაიაზიდი |
სულთანი: | სულეიმან I |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 1515 |
დაბ. ადგილი: | მანისა |
გარდ. თარიღი: | 6 ოქტომბერი 1553 |
გარდ. ადგილი: | კონია |
მეუღლე: |
აიშე ხათუნი რუმეისა სულთანი |
შვილები: |
შეჰზადე მეჰმედი[1] შეჰზადე ორჰანი ნერგისშაჰ სულთანი შაჰ სულთანი[2] აიშე სულთანი[1] |
დინასტია: | ოსმანები |
მამა: | სულეიმან I |
დედა: | მაჰიდევრან სულთანი |
რელიგია: | ისლამი |
შეჰზადე მუსტაფა (დ. 1515, მანისა — გ. 6 ოქტომბერი 1553, კონია) — სულეიმან დიდებულის და მისი ხარჭის, მაჰიდევრან სულთნის ვაჟი და მისი ერთ-ერთი მემკვიდრე. მანისის გუბერნატორი 1533 წლიდან 1541 წლამდე და ამასიის გუბერნატორი 1541 წლიდან 1553 წლამდე.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მუსტაფა დაიბადა 1515 წელს მანისაში. ის იყო მემკვიდრე შეჰზადე. თუმცა ზოგიერთი ისტორიკოსის ვარაუდით სულთან სულეიმანს უნდოდა, რომ ტახტზე ჰიურემ სულთნის უფროსი ვაჟი მეჰმედი ასულიყო. 1541 წელს სულეიმანმა მუსტაფა ამასიაში გაგზავნა, ხოლო მეჰმედი კი — მანისაში. ოსმალების ტრადიციების მიხედვით მემკვიდრე შეჰზადე დედაქალქთან ახლო პროვინცია უნდა ემართა და რადგანაც ამასია დედაქალქიდან უდრო შორს იყო ვიდრე მანისა, შესაბამისად მეჰმედს უფრო დიდი შანსი ჰქონდა ტახტზე ასასვლელად. 1544 წელს მეჰმედის მოულოდნელი გარდაცვალების შემდეგ სულეიმანმა მანისის მმართველად მისი ვაჟი შეჰზადე სელიმი გაუშვა. სულთნის მეორე ვაჟი შეჰზადე ბაიაზიდი ჯერ კონიას, ხოლო შემდეგ ქუთაჰიას მართავდა, რომლებიც დედაქალაქთან ასევე უფრო ახლოს იყვნენ ვიდრე ამასია.[3].
ბაიაზიდისა და სელიმის დედა, ჰიურემ სულთანი, ყოველმხრივ ცდილობდა დახმარეობდა თავის შვილებს, რომ გამხდარიყვნენ შემდეგი სულთნები. მუსტაფა თითქმის 12 წელი წარმატებით მართავდა ამასიის პროვინციას. ირან-ოსმალეთის ომის დროს სულეიმანმა შეხვედრები გამართა თავის ვაჟებთან სელიმთან, ბაიაზიდსა და მუსტაფასთან, სადაც მათთან ერთად განიხილა იმპერიის პოლიტიკური სიტუაცია.[3]
ვინაიდან და რადგანაც ტახტის 2 პრეტენდენტი ჰიურემ სულთნის შვილები იყვნენ, მუსტაფას სიცოცხლე საფრთხის ქვეშ იყო, ამიტომ მუსტაფას დედა მაჰიდევრან სულთანი მუდმივად თვალ-ყურს ადევნებდა და იცავდა შვილს მოწამვლისაგან.[4]
შეთქმულება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჰიურემ სულთანს ძალიან უნდოდა, რომ ტახტზე მისი ერთ-ერთი შვილი ასულიყო. ისტორიკოსების აზრით, სწორედ მან მოაწყო შეთქმულება შეჰზადე მუსტაფას წინააღმდეგ. ამაში მას ოსმალეთის იმპერიის დიდი ვეზირი და მისი სიძე რუსტემ-ფაშა დაეხმარა.[3]
არსებობს ვერსია, რომ რუსტემ-ფაშამ სულეიმანთან გაგზავნა თავისი სანდო ადამიანი, რომელმაც შეატყობინა მას, რომ სულეიმანი არ იყო არმიის სათავეში, რადგან ჯარისკაცებს გადაწყვეტილი ჰქონდათ, რომ ტახტზე შეჰზადე მუსტაფა აეყვანათ. ამ ამბავმა სულეიმანის განრისხება გამოიწვია.[5]
სიკვდილით დასჯა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]თურქეთ-სპარსეთის პირველი ომის დროს სულეიმანის არმია ერეღლიში გაჩერდა. რუსტემ-ფაშამ მუსტაფას შესთავაზა მამის არმიას შემოერთებოდა და ამასთან ერთად სულეიმანს ამცნო, რომ მუსტაფა მის მოსაკვლელად მოდიოდა.[6].
სულეიმანმა დაიჯერა, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა და მუსტაფას სიკვდილით დასჯა ბრძანა. როდესაც მუსტაფა მამის კარავში მის შესახვედრად შევიდა, სულეიმანის მცველებმა იგი შეიპყრეს და მოკლეს.[7]
შეჰზადე მუსტაფა დაკრძალულია ბურსას მურადიეს კომპლექსში, სადაც სულთან სელიმ II-ის ბრძანებით აკლდამა აშენდა. იქვე დაკრძალულია მუსტაფას დედა, მაჰიდევრან სულთანი.
გარდაცვალების შემდეგ
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]შეჰზადე მუსტაფას გარდაცვალების შემდეგ იანიჩარებმა და ანატოლიის ჯარისკაცებმა სულეიმანის გადაწყვეტილება გააპროტესტეს. მუსტაფას არმია მიიჩნევდა, რომ ყველაფერი ჰიურემ სულთნისა და რუსტემ-ფაშას პოლიტიკური ინტრიგების გამო მოხდა. არმიის პროტესტის შემდეგ სულეიმანმა რუსტემ-ფაშა თანამდებობიდან გაათავისუფლა და უკან სტამბოლში გაუშვა.
სულეიმანის უმცროს შვილს, შეჰზადე ჯიჰანგირს განსაკუთრებით უყვარდა მუსტაფა და მას უჭერდა მხარს. ჯიჰანგირი იმ დროს მამასთან ერთად იმყოფებოდა ლაშქრობაში და შესაბამისად, ნახა, როგორ დასაჯეს მუსტაფა სიკვდილით. ის თვლიდა, რომ სულეიმანი შეცდა და შიმშილობა გამოაცხადა. ჯიჰანგირი 27 ნოემბერს ალეპოში გარდაიცვალა.
მუსტაფას სიკვდილმა გამოიწვია არეულობა ანატოლიაში, განსაკუთრებით ამასიაში, რადგან უბრალო ხალხს მუსტაფა ძალიან უყვარდა და სულეიმანის ერთადერთ მემკვიდრედ მიიჩნევდნენ. ერთ-ერთი აჯანყების დროს აჯანყებულთა რიცხვი ძალიან გაიზარდა და ისინი უკვე სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენდნენ, მაგრამ სოკოლუ მეჰმედ-ფაშამ ამ აჯანყების ჩახშობა მოახერხა.
იანიჩარები განსაკუთრებით განიცდიდდნენ მუსტაფას გარდაცვალებას და აცხადებდნენ, რომ ოსმალეთის ტახტის ერთადერთი მემკვიდრე მუსტაფას რომელიმე ვაჟი იყო. როდესაც ეს სულეიმანმა გაიგო, ბრძანა, რომ მისი ვაჟები სიკვდილით დაესაჯათ. 10 დეკემბერს მუსტაფას 4 ვაჟი სიკვდილით დასაჯეს.
ოჯახი და შვილები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ხარჭები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ფატმა სულთანი;
- აიშე ხათუნი;
- ნურიჯიჰან სულთანი;
- რუმეისა სულთანი;
- ჰატიჯე სულთანი;
- ჰანდან ხათუნი;
- ნიუბერგუმ სულთანი.
ვაჟები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- შეჰზადე სულეიმანი (1534, მანისა — 1537) — ფატმა სულთნისგან;
- შეჰზადე ორჰანი (1535, მანისა — 10 დეკემბერი, 1553) — ფატმა სულთნისგან;
- შეჰზადე სელიმი (1538, მანისა — ?) — ჰატიჯე სულთნისგან;
- შეჰზადე იბრაჰიმი (1542, ამასია — 10 დეკემბერი, 1553) — ჰატიჯე სულთნისგან;
- შეჰზადე მეჰმედი (1547, ამასია — 10 დეკემბერი, 1553) — რუმეისა სულთნისგან;
- შეჰზადე მურადი (1548, ამასია — 10 დეკემბერი, 1553) — ნიუბერგუმ სულთნისგან;
- შეჰზადე აჰმედი (? — 1552, კონია) — რუმეისა სულთნისგან;
- შეჰზადე ოსმანი (1552, ამასია — ?) — ნიუბერგუმ სულთნისგან.
ქალიშვილები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ნერგისშაჰ სულთანი (1536, მანისა — 1592, ანკარა) — აიშე ხათუნისგან;
- ჰატიჯე სულთანი (1538, მანისა — 1603) — ნურიჯიჰან სულთნისგან;
- ჰანდან სულთანი (1544, ამასია — 1621) — ნურიჯიჰან სულთნისგან;
- აიშე სულთანი (1546, ამასია — ?) — ჰანდან ხათუნისგან;
- მიჰრიშაჰ სულთანი (1547, ამასია — 1598);
- შაჰ სულთანი (1550, ამასია — 1577) — ნურიჯიჰან სულთნისგან.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Гарем султана. Турецкий взгляд. Портал о странах. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-01. ციტირების თარიღი: 2013-08-04.
- Шехзаде Мустафа. all-generals.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-01. ციტირების თარიღი: 2013-08-04.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 Meraklısına: Şehzade Mustafa’nın Karısı – Cariyesi Dilefruz- Rümeysa Sultan Kimdir?. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-12-19. ციტირების თარიღი: 2014-09-29.
- ↑ Yılmaz Öztuna, Kanuni Sultan Süleyman (Sayfa: 174-189), Babıali Kültür Yayınları, 2006
- ↑ 3.0 3.1 3.2 Fisher, Alain. «Suleyman and His Sons». დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-04-27. ციტირების თარიღი: 2014-09-29.
- ↑ Гарем султана. Турецкий взгляд
- ↑ Clot, André (1992). Suleiman the Magnificent : The Man, His Life, His Epoch. pg 157.
- ↑ Beosch, Moritz. The Height of the Ottoman Power; Murder of Prince Mustafa. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-07-23. ციტირების თარიღი: 2014-09-30.
- ↑ A General History of the Middle East, Chapter 13: Ottoman Era, Suleiman the Magnificent
|