ჩანდარლი ჰალილ-ფაშა
იერსახე
| ჩანდარლი ჰალილ-ფაშა | |
|---|---|
| Çandarlı Halil Paşa | |
| ოსმალეთის 11-ე დიდი ვეზირი | |
| მმართ. დასაწყისი: | 1439 |
| მმართ. დასასრული: | 1 ივნისი, 1453 |
| წინამორბედი: | ქოჯა მეჰმედ ნიზამუდინ-ფაშა |
| მემკვიდრე: | ზაგანოს-ფაშა |
| მონარქი: | მურად II, მეჰმედ II |
| პირადი ცხოვრება | |
| დაბ. თარიღი: | უცნობია |
| გარდ. თარიღი: | 1 ივნისი, 1453 |
| გარდ. ადგილი: | ედირნე |
| შვილები: | ჩანდარლი იბრაჰიმ-ფაშა |
| დინასტია: | ჩანდარლი |
| მამა: | ჩანდარლი იბრაჰიმ-ფაშა |
| რელიგია: | სუნიტური ისლამი |
ჩანდარლი ჰალილ-ფაშა (თურქ. Çandarlı Halil Paşa; გ. 1 ივნისი, 1453, ედირნე) — ოსმალეთის იმპერიის დიდი ვეზირი 1439-1453 წლებში. თანამდებობა ეკავა სულთნების მურად II-ისა და მეჰმედ II-ის დროს. განეკუთვნება ცნობილი ჩანდარლების ოჯახს. 1453 წლის 29 მაისს მონაწილეობდა ოსმალების მიერ კონსტანტინოპოლის აღებაში. 30 მაისს დააკავეს ღალატის გამო და 1 ივნისს სულთან მეჰმედ II-ის ბრძანებით სიკვდილით დასაჯეს.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- İsmail Hâmi Danişmend, Osmanlı Devlet Erkânı, Türkiye Yayınevi, İstanbul, 1971