შინაარსზე გადასვლა

ისჰაკ-ფაშა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ისჰაკ-ფაშა
İshak Paşa
ოსმალეთის იმპერიის დიდი ვეზირი
მმართ. დასაწყისი: 1469
მმართ. დასასრული: 1472
წინამორბედი: რუმ მეჰმედ-ფაშა
მემკვიდრე: ველი მაჰმუდ-ფაშა
ოსმალეთის იმპერიის დიდი ვეზირი
მმართ. დასაწყისი: 1481
მმართ. დასასრული: 1482
წინამორბედი: ქარამანლი მეჰმედ-ფაშა
მემკვიდრე: ქოჯა დავუდ-ფაშა
სულთანი: მეჰმედ II, ბაიაზიდ II
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: უცნობია
გარდ. თარიღი: 1497
გარდ. ადგილი: სალონიკი
რელიგია: ისლამი

ისჰაკ-ფაშა (თურქ. İshak Paşa; დ. ? — გ. 1497, სალონიკი) — ოსმალეთის იმპერიის სახელმწიფო და სამხედრო მოღვაწე. ოსმალეთის იმპერიის ორგზის დიდი ვეზირი (1469-1472, 1481-1482).

მისი ადრეული ცხოვრების შესახებ არაფერია ცნობილი. პირველად დიდი ვეზირის თანამდებობა ეკავა სულთან მეჰმედ II-ის დროს. 1481 წელს სულთან მეჰმედ II-ის გარდაცვალების შემდეგ ტახტისათვის ბრძოლაში მის შვილს ბაიაზიდ II-ს დაუჭირა მხარი. ახალმა სულთანმა მეორე ვადით დანიშნა დიდი ვეზირის თანამდებობაზე. მოგვიანებით დანიშნეს სალონიკის სანჯაყ-ბეიდ, სადაც გარდაიცვალა 1497 წელს.

  • Danişmend, İsmail Hâmi (1961), Osmanlı Devlet Erkânı, İstanbul:Türkiye Yayınevi.
  • Tektaş, Nazım (2002), Sadrazamlar-Osmanlı'da İkinci Adam Saltanatı, İstanbul:Çatı Kitapları.
  • Buz, Ayhan Buz (2009), Osmanlı Sadrazamları, İstanbul:Neden Kitap, ISBN978 875 254 278 5P.22