ჯიგალაზადე იუსუფ სინან-ფაშა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ჯიგალაზადე იუსუფ სინან-ფაშა
Cığalazade Yusuf Sinan Paşa
ოსმალეთის იმპერიის დიდი ვეზირი
მმართ. დასაწყისი: 27 ოქტომბერი, 1596
მმართ. დასასრული: 5 დეკემბერი, 1596
წინამორბედი: დამატი იბრაჰიმ-ფაშა
მემკვიდრე: დამატი იბრაჰიმ-ფაშა
სულთანი: მეჰმედ III
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: უცნობია
დაბ. ადგილი: მესინა, იტალია
გარდ. თარიღი: 1606
გარდ. ადგილი: დიარბაქირი

ჯიგალაზადე იუსუფ სინან-ფაშა (თურქ. Cığalazade Yusuf Sinan Paşa; დ. ? — გ. 1606) — ოსმალეთის იმპერიის დიდი ვეზირი 1596 წლის ოქტომბერ-დეკემბერში. იგი იყო ასევე კაპუდან-ფაშა 1591-1595 და 1599-1604 წლებში.

იგი დაიბადა მესინის მახლობლად არისტოკრატულ ოჯახში 1545 წელს, მისი მამა ვისკონტი, იყო მეკობრე ესპანეთში ხოლო დედა წარმოშობით თურქი კასტელნუოვოდან (ამჟამად ჰერცეგ-ნოვი). ვისკონტმა და მისმა ვაჟმა 1560 წელს ჯერბის ბრძოლაში გაიმარჯვეს.

1574 წელს იგი წარმატებით გაუძღვა ოსმალეთის ფლოტს, 250 დან 300 საბრძოლო გემს და დაახლოებით 75 000-მდე კაცს ტუნისში. 1575 წელს ის გახდა იანიჩრების აღა და შეინარჩუნა თანამდებობა 1578 წლამდე.

1590 წლის ზავის შემდეგ ის დაინიშნა ერზურუმის გუბერნატორად და 1591 წელს გახდა და 1595 წლამდე იყო ოსმალეთის ფლოტის მთავარი ადმირალი ანუ კაპუდან-ფაშა.

მან სცადა, რომ აეღო ჰატკინის ციხესიმაგრე რომელიც დაეცა 1586 წელს სექტემბერში, ხოლო 1596 წელს კერესტესის ბრძოლაში გამარჯვება მოიპოვა. გაწეული სამსახურისთვის იგი დააჯილდოვეს და დიდი ვეზირის წოდება მიანიჭეს.

1587 წლის დეკემბრიდან 1598 წლის იანვრამდე იყო დამასკის ბეიელერბეი. 1599 წლის მაისში იგი მეორედ გახდა კაპუდან-ფაშა. მისი 1605 წლის კამპანია არ იყო წარმატებული. ამავე წლის დეკემბერში ვანის ციხესიმაგრიდან უკან დაბრუნებისას გარდაიცვალა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Uzunçarşılı, İsmail Hakkı, (1954) Osmanlı Tarihi III. Cilt, 2. Kısım , XVI. Yüzyıl Ortalarından XVII. Yüzyıl Sonuna kadar), Ankara: Türk Tarih Kurumu (Altıncı Baskı 2011 ISBN 978-975-16-0010) say.354-357
  • Danişmend, İsmail Hâmi (1971), Osmanlı Devlet Erkânı, İstanbul:Türkiye Yayınevi.
  • Tektaş, Nazım. (2009), Sadrâzamlar - Osmanlı'da İkinci Adam Saltanatı. İstanbul:Çatı Kitapları. ISBN 9789758845000