ქარა მუსტაფა-ფაშა
ქარა მუსტაფა-ფაშა | |
---|---|
Kara Mustafa Paşa | |
ოსმალეთის დიდი ვეზირი | |
მმართ. დასაწყისი: | 3 ნოემბერი, 1676 |
მმართ. დასასრული: | 25 დეკემბერი, 1683 |
წინამორბედი: | ქოფრიულიუ ფაზილ აჰმედ-ფაშა |
მემკვიდრე: | ბაიბურთლუ ქარა იბრაჰიმ-ფაშა |
მონარქი: | მეჰმედ IV |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 1634/1635 |
დაბ. ადგილი: | მერზიფონი, ოსმალეთის იმპერია |
გარდ. თარიღი: | 25 დეკემბერი, 1683 |
გარდ. ადგილი: | ბელგრადი, სერბეთი |
დინასტია: | ქოფრიულიუები |
რელიგია: | ისლამი |
ქარა მუსტაფა-ფაშა (თურქ. Merzifonlu Kara Mustafa Paşa; დ. 1634/1635, მერზიფონი — გ. 25 დეკემბერი, 1683, სტამბოლი) — ოსმალეთის იმპერიის სახელმწიფო მოღვაწე, დიდი ვეზირი 1676-1683 წლებში.
ქარა მუსტაფა-ფაშა დაიბადა 1634 ან 1635 წელს ოსმალეთის ქალაქ მერზიფონში. 60-იან წლებში იგი აღმოჩნდა ოსმალეთის იმპერიის სამეფო კარზე. როდესაც ქარა მუსტაფა მოხვდა ოსმალეთის სამეფო კარზე, იგი დაუნათესავდა მაშინდელ დიდ ვეზირ ქოფრიულიუ ფაზილ აჰმედ-ფაშას. სწორედ მისი წყალობით გახდა ის 1666 წელს ოსმალეთის ფლოტის ადმირალი ანუ კაპუდან-ფაშა.
1676 წელს, აჰმედ-ფაშას გარდაცვალების შემდეგ, ოსმალეთის სულთანმა მეჰმედ IV-მ დიდ ვეზირად ქარა მუსტაფა-ფაშა დანიშნა. პირველი რამდენიმე წლის განმავლობაში მუსტაფა-ფაშა მშვიდად ასრულებდა თავის მისიებს.
1683 წელს, როდესაც სულთან მეჰმედმა ვენაში შეჭრა დაგეგმა, თავად იყო ჯარის მთავარსარდალი, თუმცა საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობა იყო ქარა მუსტაფა-ფაშას კისერზეც. ოსმალეთის არმია ამ ბრძოლაში სასტიკად დამარცხდა და ჰაბსბურგების სამფლობელოდან ისინი გამოდევნილ იქნნენ. მეჰმედ IV-მ დამარცხება დიდ ვეზირს დააბრალა და 1683 წლის 25 დეკემბერს, ბელგრადში, მისი ბრძანებით ქარა მუსტაფა-ფაშა სიკვდილით ტრადიციისამებრ დაისაჯა, როგორც ისჯებოდნენ წარუმატებული სახელმწიფო მოღვაწეები.
სულთან მეჰმედმა, დიდ ვეზირად, მუსტაფა-ფაშას ნაცვლად, ბაიბურთლუ ქარა იბრაჰიმ-ფაშა დანიშნა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Goodwin, Jason - Lords of the Horizons (book)
- Wheatcroft, Andrew The Enemy at the Gate: Habsburgs, Ottomans and the Battle for Europe, Basic Books.