სეიიდ ჰასან-ფაშა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
სეიიდ ჰასან-ფაშა
ოსმალეთის დიდი ვეზირი
მმართ. დასაწყისი: 23 აგვისტო, 1743
მმართ. დასასრული: 9 აგვისტო, 1746
წინამორბედი: ჰექიმოღლუ ალი-ფაშა
მემკვიდრე: თირიაქი ჰაჯი მეჰმედ-ფაშა
მონარქი: მაჰმუდ I
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: ?
დაბ. ადგილი: შებინქარაჰისარი, ოსმალეთის იმპერია
გარდ. თარიღი: 1748
გარდ. ადგილი: დიარბაქირი, ოსმალეთის იმპერია
რელიგია: ისლამი

სეიიდ ჰასან-ფაშა (თურქ. Seyyid Hasan Paşa; დ. ?, შებინქარაჰისარი — გ. 1748, დიარბაქირი) — ოსმალეთის იმპერიის სახელმწიფო მოღვაწე, დიდი ვეზირი. თანამდებობა ეკავა სულთან მაჰმუდ I-ის მმართველობის პერიოდში, 1743-1746 წლებში.

სეიიდ ჰასან-ფაშას დაბადების თარიღი უცნობია. თუმცა ცნობილია, რომ ის ქალაქ შებინქარაჰისარში დაიბადა (დღევანდელი გირესუნის პროვინცია). იგი შეუერთდა იანიჩართა კორპუსს სტამბოლში. 1739 წელს ჰასანი გახდა იანიჩრების აღა, ანუ მათი მეთაური. ამავე წლის 21-22 ივლისს მონაწილეობა მიიღო გროცკის ბრძოლაში, სადაც წარმოაჩინა საკუთარი თავი, როგორც სამხედრო ლიდერი და ძლიერი მეომარი. ამან განაპირობა მისი სასახლის კარზე მოხვედრა. 1743 წლის 23 აგვისტოს იგი დიდ ვეზირად დაინიშნა ჰექიმოღლუ ალი-ფაშას ნაცვლად.

ჰასან-ფაშამ ვერ უხელმძღვანელა ოსმალეთის კამპანია ნადირ-შაჰის წინააღმდეგ, ასევე, ნაკლებად წარმატებული იყო ქვეყნის შიდა-საქმეებშიც. სწორედ ამიტომ, სულთან მაჰმუდმა იგი სამწლიანი მმართველობის შემდეგ, 1746 წლის 9 აგვისტოს გადააყენა დიდი ვეზირის პოსტიდან.

ამის შემდგომ, სეიიდ ჰასან-ფაშა დაინიშნა კუნძულ როდოსის მმართველად, შემდეგ იყო მერსინის მმართველი, საბოლოოდ კი დიარბაქირის. ჰასან-ფაშა გარდაიცვალა 1748 წელს, დიარბაქირში. მისი გარდაცვალების დროს, ოსმალეთის დიდი ვეზირის პოსტი მის ვაჟს, აბდულას ეკავა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Buz, Ayhan (2009) " Osmanlı Sadrazamları", İstanbul: Neden Kitap, ISBN 978-975-254-278-5
  • Danişmend, İsmail Hâmi (1971),Osmanlı Devlet Erkânı, İstanbul: Türkiye Yayınevi.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]