გურჯი იუსუფ-ფაშა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

გურჯი იუსუფ-ფაშა (დ. 1652 — გ. 1713, როდოსი) — ოსმალეთის სახელმწიფო მოღვაწე, დიდი ვეზირი, მხედართმთავარი, დიპლომატი. წარმოშობით ქართველი.

ბავშვობაში ტყვედ წაუყვანიათ, გაუყიდიათ და იანაიჩართა კორპუსში ჩაურიცხავთ. მალე დაწინაურდა. 1711 წლის 9 ნოემბერს ბალთაჯი მეჰმედ-ფაშა გადააყენეს და 20 ნოემბერს დიდ ვეზირად გურჯი იუსუფ-ფაშა დანიშნეს. ამ თანამდებობაზე დარჩა 1712 წლის 12 ნოემბრამდე. გურჯი იუსუფ-ფაშა როდოსზე გადაასახლეს და შემდეგ სიკვდილით დასაჯეს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]