ოსმალეთის იმპერიის დაკნინება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ოსმალეთის იმპერიის დაკნინება (თურქ. Osmanlı İmparatorluğu modernleşme ve tedbir dönemi; 1828-1908) — პერიოდი ოსმალეთის იმპერიის ისტორიაში სტაგნაციის შემდეგ, როდესაც იწყება მისი დაკნინება, რომელიც გულისხმობს ტერიტორიების კარგვას, შიდა მმართველობის აბსოლუტურ გაუგებრობასა და მოშლას, ეკონომიკის დასუსტებასა და ა.შ.

ეს პერიოდი ოსმალეთის იმპერიას ეწყება მაჰმუდ II-ის (1808-1839 წწ.) მმართველობის პერიოდში. სულთან მაჰმუდი, ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო, იძულებული გახდა საბოლოოდ მოესპო იანიჩართა კორპუსი, რომელიც ოსმალეთის არმიის დასაყრდენი ძალა ოსმალეთის მე-3 სულთან, მურად I-ის მმართველობიდან მოყოლებული იყო და ამასთან ერთად, სამხედრო-ლენური სისტემა, რომელიც მწვერვალის პერიოდ, სულთან სულეიმან I-ის დროიდან არსებობდა.

იანიჩარები ქვეყანაში საკმაოდ დიდ ძალას ფლობდნენ და ძირითადად სწორედ ისინი ხდებოდნენ იმპერიაში არსებული არეულობების მიზეზი. აწყობდნენ უამრავ აჯანყებას, აგდებდნენ სულთნებს ტახტიდან, არ აძლევდნენ მმართველებს რეფორმების გატარების საშუალებას და ა.შ. სწორედ ეს გახდა საბოლოოდ მათი მოსპობის მიზეზი.

მაგრამ, ოსმალეთის დაკნინება მხოლოდ მათი კორპუსის მოსპობის ბრალი არაა. ოსმალეთი განუწყვეტლივ იბრძოდა რუსეთის იმპერიასთან და ძირითადად მარცხდებოდა ამ ომში. ძალიან დასუსტდა ოსმალეთის არმია და მოიშალა შიდა მმართველობა, რაც ხდება ძირითადი მიზეზი ოსმალეთის სტაგნაციისა და შემდეგ უკვე დაკნინებისა.

მაჰმუდ II-დან აბდულაზიზამდე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მაჰმუდ II[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მაჰმუდის ტახტზე ასვლის პირველი წლები ოსმალეთის იმპერიის სტაგნაციის პერიოდი იყო. დაკნინება კი 1827 წლიდან დაიწყო. 1829 წელს, ხელი მოეწერა ადრიანოპოლის სამშვიდობო ხელშერკრულებას რუსეთთან, რომლითაც ოსმალეთი აღიარებდა, რომ საქართველოს ძირითადი ნაწილი ეკუთვნოდა რუსეთს და აგრეთვე, რუს ვაჭრებს საშუალება მიეცათ ოსმალეთში ყოველგვარი შეზღვუდვების გარეშე ევაჭრათ. ოსმალეთმა კი დაიბრუნა ტერიტორიები, რომელიც ცოტა ხნის წის რუსეთს ჰქონდა წართმეული, გარდა დუნაისა. ეს ზავი ბევრად უფრო სასარგებლო იყო რუსეთისთვის, ვიდრე ოსმალეთისთვის. რეფორმის შედეგად, მისი მმართველობის პერიოდში, ოსმალეთში შეიქმნა ევროპული ტიპის სამინისტროები. გარდაიცვალა 1839 წელს, 53 წლის ასაკში.

ჰყავდა უამრავი შვილი, თუმცა მისი ვაჟების უმრავლესობა, 2-ის გარდა, ადრეულ ასაკშივე გარდაიცვალნენ. გადარჩა მხოლოდ ორი აბდულმეჯიდი და აბდულაზიზი, რომლებიც იყვნენ ოსმალეთის მომავალი სულთნები.

აბდულმეჯიდ I[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აბდულმეჯიდ I განაგრძობდა მამის მიერ დაწყებული რეფორმების გატარებას. მის დროს ოსმალ ხალხს გზა გაეხსნა დასავლეთისკენ. შეიქმნა რკინიგზა და ფოსტა. მისი რეფორმის წყალობით, რელიგიურ უმცირესობებს საშუალება მიეცათ ემსახურათ ოსმალეთი ჯარში. ამასთან ერთად, მათი და მუსულმანების უფლებები თანაბრად იყო დაცული. შეიქმნა ოსმალეთის იმპერიის დროშა და ჰიმნი. დახმარება გაუწია ირლანდიელ ხალხს დიდი შიმშილობის დროს. ტუბერკულოზით გარდაიცვალა 1861 წელს, 38 წლის ასაკში. ოსმალეთის უკანასკნელი 4 სულთანი ყველა იყო მისი შვილი.

აბდულაზიზიდან დასასრულამდე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აბდულაზიზი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აბდულაზიზი ხალხს ჰპირდებოდა, რომ გაამჯობესებდა ეკონომიკას. თუმცა, მას სიმტკიცე არ ჰყოფნიდა, რომ დაპირებები შეესრულბინა, რადგან სჩვეოდა ნერვული აშლილობები. შედეგად, 1871 წელს ჩამოშორდა საქმიანობას და ქვეყნის მართვა დაიწყო დიდმა ვეზირმა, რომელიც ჯერ კიიდევ აბდულმეჯიდის დროს ასრულებდა ამ მოვალეობას. 1874 წლიდან, აბდულაზიზის გარდაცვალებამდე იყო ოსმალეთის პირველი კონსტიტუციური მონარქია. 1867 წელს, ოსმალეთის იმპერიამ საბოლოოდ დაკარგა ბელგრადი, რომელსაც ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ფლობდა. გარდაიცვალა 1876 წელს, 46 წლის ასაკში. მის შემდეგ ტახტზე ავიდა მურად V.

მურად V[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მურად V ოსმალეთის სულთანი მხოლოდ 3 თვის განმავლობაში იყო, 1876 წლის 30 მაისიდან 31 აგვისტომდე. შემდეგ, კი სრულიად მოულოდნელად, გამოაცხადეს შეშლილად, გადააყენეს და ჩასვეს ციხეში, სადაც 1904 წლის 29 აგვისტოს გარდაიცვალა. მას შემდეგ, რაც იგი შეშლილად გამოცხადდა, ოსმალეთის ტახტი მემკვიდრეობით ერგო მის ძმა აბდულჰამიდ II-ს.

აბდულჰამიდ II[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აბდულჰამიდ II არის ოსმალეთის დაკნინების ბოლო სულთანი. მის შემდეგ უკვე იწყება დასასრული. ის, აგრეთვე, იყო ოსმალეთის ბოლო სულთანი, რომელსაც ჰქონდა აბსოლუტური ძალაუფლება. მისი მმართველობის პერიოდში გრძელდებოდა ოსმალეთის ტექნიკის განვითარება, რასაც ვერ ვიტყვით ოსმალეთის ეკონომიკაზე, რომელიც სახარბიელო მდგომარეობაში ნამდვილად არ ყოფილა. მისი მმართველობის დაწყებიდან 32 წლის შემდეგ, 1908 წელს, იწყება ოსმალეთის დასასრული. თავად გარდაიცვალა 1909 წელს და ტახტი დაიკავა ასევე მისმა ძმა მეჰმედ V-მ.

ასე დასრულდა ოსმალეთის იმპერიის დაკნინება. მის შემდეგ კი მოდის ოსმალეთის იმპერიის დასასრული.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Palmer, Alan. The Decline and Fall of the Ottoman Empire (1992)
  • Shaw, Stanford J. and Shaw, Ezel Kural. History of the Ottoman Empire and Modern Turkey, volume 1: Empire of the Gazis: the rise and decline of the Ottoman Empire, 1280-1808 (1976)
  • Stoianovich, Traian. "Factors in the Decline of Ottoman Society in the Balkans," Slavic Review (1962) 21#4 pp 623–632