მეჰმედ ემინ აალი-ფაშა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მეჰმედ ემინ აალი-ფაშა
Mehmed Emin Âli Paşa
ოსმალეთის იმპერიის დიდი ვეზირი
მმართ. დასაწყისი: 6 აგვისტო, 1852
მმართ. დასასრული: 3 ოქტომბერი, 1852
წინამორბედი: მუსტაფა რეშიდ-ფაშა
მემკვიდრე: დამატი მეჰმედ ალი-ფაშა
ოსმალეთის იმპერიის დიდი ვეზირი
მმართ. დასაწყისი: 2 მაისი, 1855
მმართ. დასასრული: 1 ნოემბერი, 1856
წინამორბედი: მუსტაფა რეშიდ-ფაშა
მემკვიდრე: მუსტაფა რეშიდ-ფაშა
ოსმალეთის იმპერიის დიდი ვეზირი
მმართ. დასაწყისი: 7 იანვარი, 1858
მმართ. დასასრული: 18 ოქტომბერი, 1859
წინამორბედი: მუსტაფა რეშიდ-ფაშა
მემკვიდრე: ქიბრისლი მეჰმედ ემინ-ფაშა
ოსმალეთის იმპერიის დიდი ვეზირი
მმართ. დასაწყისი: 6 აგვისტო, 1861
მმართ. დასასრული: 22 ნოემბერი, 1861
წინამორბედი: ქიბრისლი მეჰმედ ემინ-ფაშა
მემკვიდრე: მეჰმედ ფუად-ფაშა
ოსმალეთის იმპერიის დიდი ვეზირი
მმართ. დასაწყისი: 11 თებერვალი, 1867
მმართ. დასასრული: 7 სექტემბერი, 1871
წინამორბედი: მეჰმედ რუშდი-ფაშა
მემკვიდრე: მაჰმუდ ნედიმ-ფაშა
სულთანი: აბდულმეჯიდ I
აბდულაზიზი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 5 მარტი, 1815
დაბ. ადგილი: სტამბოლი, ოსმალეთის იმპერია
გარდ. თარიღი: 7 სექტემბერი, 1871
გარდ. ადგილი: სტამბოლი, ოსმალეთის იმპერია
მეუღლე: ადილე სულთანი
შვილები: ჰაირიე ჰანიმ-სულთანი
სიდიქა ჰანიმ-სულთანი
სულთანზადე ისმაილი
ალიე ჰანიმ-სულთანი
რელიგია: ისლამი

მეჰმედ ემინ აალი-ფაშა (თურქ. Mehmed Emin Âli Paşa; დ. 5 მარტი, 1815, სტამბოლი, ოსმალეთის იმპერია — გ. 7 სექტემბერი, 1871, იქვე) — ოსმალეთის იმპერიის სახელმწიფო მოღვაწე. დიდი ვეზირი 1852, 1855–1856, 1858–1859, 1861 და 1867–1871 წლებში, სულთნების აბდულმეჯიდ I-ისა და აბდულაზიზის მმართველობის პერიოდში.

დაიბადა 1815 წელს, სტამბოლში. მან საფუძვლიანად შეისწავლა ფრანგული ენა, რამაც საშუალება მისცა მალევე შესულიყო ოსმალეთის იმპერიის სამსახურში და მალევე გახდა თარჯიმანი. 1841–1844 წლებში იყო ოსმალეთის ელჩი ბრიტანეთის იმპერიაში. 1846–1852 წლებში ეკავა საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობა, ხოლო 1852 წლის 6 აგვისტოს დააწინაურეს და გახდა იმპერიის დიდი ვეზირი მუსტაფა რეშიდ-ფაშას ნაცვლად.

მეჰმედ ემინ აალი-ფაშა იყო ბრწყინვალე დიპლომატი, რის შედეგადაც მალევე მიიპყრო ევროპული სახელმწიფოების ყურადღება. ის ბრწყინვალედ იცავდა საკუთარი ქვეყნის ინტერესებს ყველგან და ეწინააღმდეგებოდა ოსმალეთის იმპერიაში აბსოლუტურ მონარქიას, სულთნის განუსაზღვრელ უფლებებს. მწვავედ აკრიტიკებდა მაჰმუდ II-ის მიერ წამოწყებულ რეფორმებს (ტანზიმატ). როცა ის მეორედ იყო დიდი ვეზირი (2 მაისი 1855 — 1 ნოემბერი, 1856) მიაღწია შეთანხმებას ევროპულ სახელმწიფოებთან ყირიმის ომის შემდეგ.

ამის გარდა ის კიდევ სამჯერ იყო ოსმალეთის იმპერიის დიდი ვეზირი. მეხუთედ 1867 წლის 11 თებერვალს გახდა დიდი ვეზირი. ამჯერად, ის სიკვდილამდე ინარჩუნებდა ამ თანამდებობას. გარდაიცვალა სამთვიანი ავადმყოფობის შემდეგ, 1871 წლის 7 სექტემბერს, 56 წლის ასაკში. მეჰმედ ემინ აალი-ფაშა დაკრძალეს სულეიმანიეს მეჩეთში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • FIKRET ADANIR (2005). Turkey's entry into the Concert of Europe. European Review, 13, pp 395–417 doi:10.1017/S1062798705000530.
  • Findley, Carter V. Bureaucratic Reform in the Ottoman Empire: The Sublime Porte, 1789-1922. Princeton, NJ: Princeton University Press, 1980.
  • Finkel, Caroline. Osman's Dream: The Story of the Ottoman Empire, 1300-1923. New York: Basic Books, 2006.
  • Hanioğlu, M. Şükrü. A Brief History of the Late Ottoman Empire. Princeton: Princeton University Press, 2008.