სარი სულეიმან-ფაშა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
სარი სულეიმან-ფაშა
Sarı Süleyman Paşa
ოსმალეთის იმპერიის დიდი ვეზირი
მმართ. დასაწყისი: 18 ნოემბერი, 1685
მმართ. დასასრული: 18 სექტემბერი, 1687
წინამორბედი: ქარა მუსტაფა-ფაშა
მემკვიდრე: აბაზა სიავუშ-ფაშა II
მონარქი: მეჰმედ IV
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: უცნობია
დაბ. ადგილი: პრიეპოლი, სერბეთი
გარდ. თარიღი: 14 ოქტომბერი, 1687
გარდ. ადგილი: სტამბოლი, ოსმალეთის იმპერია
რელიგია: ისლამი

სარი სულეიმან-ფაშა (თურქ. Sarı Süleyman Pasha; დ. ?, თაშლიჯა, სერბეთი — გ. 14 ოქტომბერი, 1687, სტამბოლი, ოსმალეთის იმპერია) — ოსმალეთის იმპერიის სახელმწიფო მოღვაწე, დიდი ვეზირი 1685–1687 წლებში, სულთან მეჰმედ IV-ის მმართველობის პერიოდში. წარმოშობით სერბი.

სარი სულეიმან-ფაშას დაბადების თარიღი უცნობია. ის დაიბადა სერბეთის ქალაქ პრიეპოლში (მაშინდელი თაშლიჯა). იგი დიდი ვეზირი გახდა 1685 წლის 18 ნოემბერს, როდესაც მეჰმედმა გადააყენა დიდი ვეზირი ბაიბურთლუ ქარა იბრაჰიმ-ფაშა.

სარი სულეიმან-ფაშას მმართველობის პერიოდში გრძელდებოდა დიდი თურქული ომი ჰაბსბურგების წინააღმდეგ, რომელიც დაიწყო 1683 წელს. სულეიმან-ფაშა მეთაურობდა ოსმალეთის იმპერიის არმიას ბუდის ბრძოლაში 1686 წელს, რომელშიც ოსმალეთის არმია დამარცხდა და ასევე, მოჰაჩის ბრძოლაში 1687, რომელშიც ოსმალეთის არმია აგრეთვე დამარცხდა.

მოჰაჩის ბრძოლის დასრულებიდან ერთი თვის შემდეგ, 1687 წლის 18 სექტემბერს, როდესაც ოსმალეთის არმია ჯერ კიდევ არ ბრუნდებოდა დედაქალაქში, მეჰმედ IV-მ სარი სულეიმან-ფაშა თანამდებობიდან გაათავისუფლა და სტამბოლში გაუშვა. მის მაგივრად კი დიდი ვეზირი აბაზა სიავუშ-ფაშა გახდა.

დიდი ვეზირის პოსტიდან გათავისუფლებიდან ცოტა ხნის შემდეგ, 1687 წლის 14 ოქტომბერს სარი სულეიმან-ფაშა სტამბოლში გარდაიცვალა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Uzunçarşılı, İsmail Hakkı, (1954) Osmanlı Tarihi III. Cilt, 2. Kısım , XVI. Yüzyıl Ortalarından XVII. Yüzyıl Sonuna kadar), Ankara: Türk Tarih Kurumu (Altıncı Baskı 2011 ISBN 978-975-16-0010) say.425-426
  • Buz, Ayhan, (2009) Osmanlı Sadrazamları, İstanbul: Neden Kitap, ISBN978-975-254-278-5, .
  • Danişmend, İsmail Hami, (2011), İzahlı Osmanlı Tarihi Kronolojisi 6 Cilt, İstanbul:Doğu Kütüphanesi, ISBN 9789944397681
  • Mehmed Süreyya (haz. Nuri Akbayar) (1996), Sicill-i Osmani, İstanbul:Tarih Vakfı Yurt Yayınları ISBN 975-333-0383 C.III s.69 [1]
  • Aslan, Adnan "Süleyman Paşa (Sarı)", (1999), Yaşamları ve Yapıtlarıyla Osmanlılar Ansiklopedisi, İstanbul:Yapı Kredi Kültür Sanat Yayıncılık A.Ş. C.2 s.568 ISBN 975-08-0072-9
  • Sakaoğlu, Necdet (1999), Bu Mülkün Sultanları, İstanbul:Oğlak Yayinlari ISBN 975-329-2996