გიუზელჯე ალი-ფაშა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გიუზელჯე ალი-ფაშა
Güzelce Ali Paşa
ოსმალეთის იმპერიის დიდი ვეზირი
მმართ. დასაწყისი: 23 დეკემბერი, 1619
მმართ. დასასრული: 9 მარტი, 1621
წინამორბედი: ოქიუზ ქარა მეჰმედ-ფაშა
მემკვიდრე: ოჰრილი ჰუსეინ-ფაშა
სულთანი: ოსმან II
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: უცნობია
დაბ. ადგილი: ქიოსი, საბერძნეთი
გარდ. თარიღი: 9 მარტი, 1621
გარდ. ადგილი: სტამბოლი, ოსმალეთის იმპერია
მამა: ისთანქოილუ აჰმედ-ფაშა
რელიგია: ისლამი

გიუზელჯე ალი-ფაშა (თურქ. Güzelce Ali Paşa; დ. ქიოსი, საბერძნეთი — გ. 9 მარტი, 1621, ოსმალეთის იმპერია) — ოსმალეთის იმპერიის დიდი ვეზირი 1619-1621 წლებში, ასევე კაპუდან-ფაშა 1617-1619 წლებში.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა საბერძნეთის კუნძულ ქიოსზე. მამამისი, ისთანქოილუ აჰმედ-ფაშა იყო ტუნისის სანჯაყის მმართველი. მამამისის გარდაცვალების შემდეგ სულთან მეჰმედ III-მ დანიშნა ტუნისის სანჯაყ-ბეიდ. 1599–1602 წლებში დაინიშნა ანატოლიური ოლქის, დიმეტოკის ბეგლარბეგად, 1602 წლიდან მართავდა იემენის ვილაიეთს. 1610–1615 წლებში განაგებდა მორეასა და კვიპროსს.

1616 წელს აჰმედ I-მა დააწინაურა და ერთ-ერთ ვეზირად დანიშნა. სწორედ ამ დროს უწოდეს მას გიუზელჯე (სიმპათიური) მისი კარგი გარეგნობის გამო. 1617 წელს დაიკავა კაპუდან-ფაშას თანამდებობა. ფლოტის ადმირალობის პერიოდში ხმელთაშუა ზღვაში რამდენიმეჯერ დაამარცხა ქრისტიანი მეკობრეები და 200-მდე ტყვე წაიყვანა დედაქალაქში, რის გამოც სულთანმა ის ოქროთი დააჯილდოვა.

1619 წელს, ოსმან II-მ გადააყენა დიდი ვეზირი ქარა მეჰმედ-ფაშა და მის ნაცვლად სწორედ გიუზელჯე ალი-ფაშა დანიშნა იმპერიის მეორე პირად. დიდი ვეზირის თანამდებობის დაკავების შემდეგ, გიუზელჯე ალი-ფაშა შეეცადა გარკვეული ეკონომიკური რეფორმების გატარებას, მაგრამ დიდი წინააღმდეგობა მიიღო სულთნისა და ფაშებისაგან. მან ვერ შეძლო დაკნინებული ოსმალეთისთვის რაიმე ღირებულის გაკეთება.

გარდაცვალება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1621 წლის 9 მარტს, ქიოსემ სულთანმა ფარული დივანი (საბჭო) შეკრიბა, რომელსაც ესწრებოდნენ გიუზელჯე ალი-ფაშა, ვეზირები და თვით შეიჰ-ულ-ისლამიც. ფაშების შეკრების ამბავი მივიდა სულთან ოსმან II-ის ყურამდე. განრისხებული სულთანი მალევე მივიდა საბჭოს სხდომაზე და მემატიანეთა მტკიცებით, საკუთარით ხელით მოკვეთა თავი გიუზელჯე ალი-ფაშას.

ალი-ფაშას ცხედარი 40 წლის მანძილზე ვერ იპოვეს. 1661 წელს მისი საფლავი აღმოაჩინეს დედაქალაქში, იაჰია ეფენდის სახელობის სასაფლაოზე.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Danişmend, İsmail Hâmi (1971) Osmanlı Devlet Erkânı, İstanbul:Türkiye Yayınevi, say.
  • Uzunçarşılı, İsmail Hakkı, (1954) Osmanlı Tarihi III. Cilt, 2. Kısım , XVI. Yüzyıl Ortalarından XVII. Yüzyıl Sonuna kadar), Ankara: Türk Tarih
  • Kurumu (Altıncı Baskı 2011 ISBN 978-975-16-0010) say.373-374
  • Buz, Ayhan, (2009) Osmanlı Sadrazamları, İstanbul: Neden Kitap, ISBN978-975-254-278-5