ჩერქეს მეჰმედ-ფაშა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჩერქეს მეჰმედ-ფაშა
Çerkes Mehmed Pasha
ოსმალეთის იმპერიის დიდი ვეზირი
მმართ. დასაწყისი: 3 აპრილი, 1624
მმართ. დასასრული: 28 იანვარი, 1625
წინამორბედი: ქემანქეშ ქარა ალი-ფაშა
მემკვიდრე: ჰაფიზ აჰმედ-ფაშა
სულთანი: მურად IV
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: უცნობია
დაბ. ადგილი: ჩერქეზეთი
გარდ. თარიღი: 28 იანვარი, 1625
გარდ. ადგილი: თოქათი, ოსმალეთის იმპერია
რელიგია: ისლამი

ჩერქეს მეჰმედ-ფაშა (თურქ. Çerkes Mehmed Paşa; გ. 28 იანვარი, 1622) — ოსმალეთის იმპერიის სახელმწიფო მოღვაწე. დიდი ვეზირი 1624-1625 წლებში, წარმოშობით ჩერქეზი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩერქეზი მეჰმედ-ფაშა ოსმალეთის მრავალი დიდი ვეზირის მსგავსად, ენდერუნის სამხედრო სკოლაში აღიზარდა. 1610-იან წლებში იყო სულთან აჰმედ I-ის პირადი მცველი და სილაჰდარი (მეაბჯრე). ოსმან II-ის მმართველობის პერიოდში დაინიშნა შაამის ბეილერბეიდ, ხოლო 1621 წელს დედაქალქში იხმეს და ვეზირად დანიშნეს.

1624 წლის 3 აპრილს, ქემანქეშ ქარა ალი-ფაშას სიკვდილით დასჯის შემდეგ, ქიოსემ სულთანმა დიდი ვეზირის ბეჭედი სწორედ ჩერქეს მეჰმედ-ფაშას უბოძა. მას ვეზირობა მოუწია ოსმალთათვის წარუმატებლად დაწყებული ირან-ოსმალეთის 1623-1639 წლების ომის დროს. იმპერია ქაოსმა მოიცვა. მდგომარეობას ართულებდა წარმოშობით აფხაზი ფაშის, აბაზა მეჰმედის ფართო მასშტაბური აჯანყება, რომელიც 1622 წელს დაიწყო ოსმან II-ის მკვლელობის მიზეზით.

ჩერქეს მეჰმედ-ფაშას დაევალა აბაზას აჯანყების ჩახშობა. 1624 წელს ის მრავალრიცხოვანი არმიით ანატოლიაში შეიჭრა, კონია დაიხსნა ჯელალიებისგან, ხოლო 3 სექტემბერს აბაზა მეჰმედ-ფაშას მომხრეები დაამარცხა კაისერის ბრძოლაში, რის შემდეგაც ამბოხი დროებით შეჩერდა. ამ წარმატების შემდეგ ჩერქეზი მეჰმედ-ფაშა დაინიშნა აღმოსავლეთ ფრონტის მეთაურადაც და სეფიანების წინააღმდეგ სალაშქროდ დაიძრა, მაგრამ 1625 წლის 28 იანვარს, თოქათში მოულოდნელად გარდაიცვალა. მის შემდეგ დიდი ვეზირი გახდა ჰაფიზ აჰმედ-ფაშა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • İsmail Hâmi Danişmend, Osmanlı Devlet Erkânı, Türkiye Yayınevi, İstanbul, 1971 (Turkish)
  • Sakaoğlu, Necdet (1999), Bu Mülkün Sultanları, İstanbul:Oğlak ISBN 975-329-6 say.227