ქუიუჯუ მურად-ფაშა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ქუიუჯუ მურად-ფაშა
Kuyucu Murat Paşa
ოსმალეთის დიდი ვეზირი
მმართ. დასაწყისი: 11 დეკემბერი, 1606
მმართ. დასასრული: 5 აგვისტო, 1611
წინამორბედი: დერვიშ მეჰმედ-ფაშა
მემკვიდრე: ნასუჰ-ფაშა
მონარქი: აჰმედ I
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1530
გარდ. თარიღი: 5 აგვისტო, 1611
გარდ. ადგილი: დიარბაქირი, ოსმალეთის იმპერია
შვილები: ფატმა ხათუნი
რელიგია: ისლამი

ქუიუჯუ მურად-ფაშა (თურქ. Kuyucu Murat Paşa; დ. 1530 — გ. 5 აგვისტო, 1611, დიარბაქირი, ოსმალეთის იმპერია) — ოსმალეთის იმპერიის სახელმწიფო მოღვაწე. დიდი ვეზირი სულთან აჰმედ I-ის მმართველობის პერიოდში, 1606 წლის 11 დეკემბრიდან, 1611 წლის 5 აგვისტომდე.

იგი იყო ბოსნიელი ხორვატი. დაიბადა 1530 წელს. დიდ ვეზირად გახდომამდე იყო ეგვიპტის სანჯაყ-ბეი და იემენის ბეგლარბეგი. ასევე ტრიპოლისა და ქარამანის გუბერნატორი.

1606 წლის 11 დეკემბერს იგი აჰმედ I-მა დერვიშ მეჰმედ-ფაშას ნაცვლად იმპერიის დიდ ვეზირად დანიშნა. ამ დროს ის 76 წლის იყო.

მას მმართველობა მოუწია ოსმალეთის იმპერიის განვითარების პერიოდში. ის დიდი ნდობით სარგებლობდა სულთნის მხრიდან.

მურად-ფაშამ ააშენა კომპლექსი სტამბოლში. დღეს იგი ეკუთვნის სტამბოლის უნივერსიტეტს. მის ეზოში დღეს არის სახვითი ხელოვნების მუზეუმი, ხოლო ბიბლიოთეკა კვლავ ჩვეულებრივად განაგრძობს ფუნქციონირებას. კომპლექსში შედის ქუიუჯუ მურად-ფაშას მავზოლეუმი, რომელშიც იგი დაკრძალეს გარდაცვალების შემდეგ, 1611 წელს.

ქუიუჯუ მურად-ფაშამ აწარმოა მოლაპარაკებები ავსტრიასთან, რის შემდეგაც დაიდო ჟიტვატოროკის ზავი. მურად-ფაშა ოსმალეთის იმპერიის დიდი ვეზირის პოსტს გარდაცვალებამდე ინარჩუნებდა. ის გარდაიცვალა 1611 წლის 5 აგვისტოს 80 ან 81 წლის ასაკში, დიარბაქირში და როგორც უკვე ავღნიშნეთ, დაკრძალეს თავისსავე კომპლექსში. მის ნაცვლად კი დიდი ვეზირი ნასუჰ-ფაშა გახდა.

მურადს ჰყავდა ქალიშვილი, ფატმა, რომელიც გახდა სულთან აჰმედის მე-2 ცოლი. მან აჰმედს ოთხი ვაჟი გაუჩინა: შეჰზადე ჯიჰანგირი, შეჰზადე ჰასანი, შეჰზადე სელიმი და შეჰზადე ორჰანი, მაგრამ ოთხივე მათგანი მალევე გარდაიცვალა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Danişmend, İsmail Hâmi (1971) Osmanlı Devlet Erkâni, İstanbul:Türkiye Yayınevi, s.29.
  • Uzunçarşılı, İsmail Hakkı, (1954) Osmanlı Tarihi III. Cilt, 2. Kısım , XVI. Yüzyıl Ortalarından XVII. Yüzyıl Sonuna kadar), Ankara: Türk Tarih Kurumu (Altıncı Baskı 2011 ISBN:978-975-16-0010) say.363-365
  • Griswold, William (çev. Ülkün Tansel) (2002) Anadolu'da Büyük İsyan - 1591-1611 İstanbul: Tarih Vakfı Yurt Yayınları; ISBN:9753331231
  • Toksoy, Cemal "Murad Paşa (Kuyucu)" (1999) Yaşamları ve Yapıtlarıyla Osmanlılar Ansiklopedisi, İstanbul:Yapı Kredi Kültür Sanat Yayıncılık A.Ş. C.2 s.253-254 ISBN:975-08-0072-9