თოფალ რეჯეფ-ფაშა
იერსახე
| თოფალ რეჯეფ-ფაშა | |
|---|---|
| Topal Recep Paşa | |
| ოსმალეთის იმპერიის დიდი ვეზირი | |
| მმართ. დასაწყისი: | 10 თებერვალი, 1632 |
| მმართ. დასასრული: | 18 მაისი, 1632 |
| წინამორბედი: | ჰაფიზ აჰმედ-ფაშა |
| მემკვიდრე: | თაბანიასი მეჰმედ-ფაშა |
| სულთანი: | მურად IV |
| პირადი ცხოვრება | |
| დაბ. თარიღი: | უცნობია |
| დაბ. ადგილი: | ბოსნიის ვილაიეთი, ოსმალეთის იმპერია |
| გარდ. თარიღი: | 18 მაისი, 1632 |
| გარდ. ადგილი: | თოქათი, ოსმალეთის იმპერია |
| მეუღლე: | გევჰერჰან სულთანი |
| რელიგია: | ისლამი |
თოფალ რეჯეფ-ფაშა (თურქ. Topal Recep Paşa; გ. 18 მაისი,1632, თოქათი, ოსმალეთის იმპერია) — ოსმალეთის იმპერიის სახელმწიფო მოღვაწე, წარმოშობით ბოსნიელი. დიდი ვეზირი 1632 წლის 10 თებერვლიდან 18 მაისამდე, ასევე კაპუდან-ფაშა 1625-1626 წლებში.
მისი წინამორბედების მსგავსად ისიც ენდერუნის სამხედრო სკოლაში აღიზარდა. 1615 წელს ის აჰმედ I-მა ვანის ბეგლარბედად დანიშნა. რეჯეფ-ფაშა მალევე დაწინაურდა, 1625-1626 წლებში ეკავა კაპუდან-ფაშას თანამდებობა. 1627 წელს იქორწინა ქიოსემ სულთნის ქალიშვილზე, გევჰერჰან სულთანზე.
1632 წელს სტამბოლში იფეთქა იანიჩარების აჯანყებამ, რომელსაც შეეწირა დიდი ვეზირი ჰაფიზ აჰმედ-ფაშა. სულთანმა, მურად IV-მ ვეზირის თანამდებობაზე სწორედ მისი სიძე, თოფალ რეჯეფ-ფაშა დანიშნა, თუმცა რამდენიმე თვეში ამხილა ღალატში და სიკვდილით დასაჯა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- İsmail Hâmi Danişmend, Osmanlı Devlet Erkânı, Türkiye Yayınevi, İstanbul, 1971, p. 34. (Turkish)
- Sakaoglu, Necdet, (1999) Bu Mülkün Sultanları, İstanbul: Oğlak Yayıncılık ISBN 978-975-329-693-9 pg.240
- Ayhan Buz: Osmanlı Sadrazamları, Neden Kitap, İstanbul, 2009, ISBN 978-975-254-278-5 p.92