ალაედინ-ფაშა
იერსახე
ალაედინ-ფაშა | |
---|---|
Hacıkemaleddinoğlu Alaeddin Paşa | |
ოსმალეთის 1-ლი დიდი ვეზირი | |
მმართ. დასაწყისი: | 1320 |
მმართ. დასასრული: | 1331 |
წინამორბედი: | თანამდებობა დაარსდა |
მემკვიდრე: | ნიზამუდინ აჰმედ-ფაშა |
მონარქი: | ოსმან I, ორჰან I |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | უცნობია |
გარდ. თარიღი: | 1331 |
გარდ. ადგილი: | ბურსა, ოსმალეთის იმპერია |
დინასტია: | ოსმანები |
მამა: | ოსმან I |
ალაედინ-ფაშა — ოსმალეთის იმპერიის პირველი დიდი ვეზირი 1320-1331 წლებში, სულთნების ოსმან I-ისა და ორჰან I-ის დროს.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ალაედინ-ფაშა იყო ოსმალეთის პირველი სულთნის ოსმან I-ის შვილი. მამის გარდაცვალების შემდეგ ცდილობდა დაეკავებინა მისი ადგილი, მაგრამ სულთნის ტახტი დაიკავა მისმა უმცროსმა ძმამ ორჰანმა. ალაედინ-ფაშას ეს არ გაუპროტესტებია, რათა თავიდან აეცილებინა სამოქალაქო ომი და გააგრძელა დიდი ვეზირის მოვალეობის შესრულება ძმის მმართველობის დროსაც.
გარდაიცვალა 1331 წელს ბურსაში და დაკრძალულია ორჰანთან ერთად.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- İsmail Hâmi Danişmend, Osmanlı Devlet Erkânı, Türkiye Yayınevi, İstanbul, 1971
- Bosworth, C E., and E Van Donzel, eds. "Alaeddin Pasa." Encyclopedia of Islam. I vols. The Netherlands: EJ Brill, 1993.