მეჰმედ რუშდი-ფაშა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მეჰმედ რუშდი-ფაშა
Mehmed Ruşdi Paşa
M Rushdi Pasha.jpg
ოსმალეთის იმპერიის დიდი ვეზირი
მმართ. დასაწყისი: 24 დეკემბერი, 1859
მმართ. დასასრული: 28 მაისი, 1860
წინამორბედი: ქიბრისლი მეჰმედ ემინ-ფაშა
მემკვიდრე: ქიბრისლი მეჰმედ ემინ-ფაშა
ოსმალეთის იმპერიის დიდი ვეზირი
მმართ. დასაწყისი: 5 ივნისი, 1866
მმართ. დასასრული: 11 თებერვალი, 1867
წინამორბედი: მეჰმედ ფუად-ფაშა
მემკვიდრე: მეჰმედ ემინ აალი-ფაშა
ოსმალეთის იმპერიის დიდი ვეზირი
მმართ. დასაწყისი: 19 ოქტომბერი, 1872
მმართ. დასასრული: 15 მარტი, 1873
წინამორბედი: მიდჰათ-ფაშა
მემკვიდრე: აჰმედ ესად-ფაშა
ოსმალეთის იმპერიის დიდი ვეზირი
მმართ. დასაწყისი: 12 მაისი, 1876
მმართ. დასასრული: 19 დეკემბერი, 1876
წინამორბედი: მაჰმუდ ნედიმ-ფაშა
მემკვიდრე: მიდჰათ-ფაშა
ოსმალეთის იმპერიის დიდი ვეზირი
მმართ. დასაწყისი: 28 მაისი, 1878
მმართ. დასასრული: 4 ივნისი, 1878
წინამორბედი: მეჰმედ სადიქ-ფაშა
მემკვიდრე: საფეთ-ფაშა
სულთანი: აბდულმეჯიდ I
აბდულაზიზი
მურად V
აბდულჰამიდ II
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1811
დაბ. ადგილი: აიანჯიკი, ოსმალეთის იმპერია
გარდ. თარიღი: 1882
გარდ. ადგილი: მანისა, ოსმალეთის იმპერია
რელიგია: ისლამი

მეჰმედ რუშდი-ფაშა (თურქ. Mehmed Rüşdi Paşa; დ. 1811, აიანჯიკი, ოსმალეთის იმპერია — გ. 1882, მანისა, ოსმალეთის იმპერია) — ოსმალეთის იმპერიის სახელმწიფო მოღვაწე. დიდი ვეზირი ხუთჯერ; 1859-1860, 1866-1867, 1872-1873, 1876 და 1878 წლებში, სულთნების, აბდულმეჯიდ I-ის, აბდულაზიზის, მურად V-ისა და აბდულჰამიდ II-ის მმართველობის პერიოდში.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა 1811 წელს, სინოპის სანჯაყის ქალაქ აიანჯიკში. თავდაპირველად, ოსმალეთის იმპერიის არმიაში მსახურობდა და საკმაოდ სწრაფად მიიწევდა წინ. მან მიიღო ფაშას წოდება. ის შესანიშნავად ფლობდა ფრანგულ ენას და სულთან აბდულმეჯიდ I-მა რამდენიმეჯერ თარჯიმნადაც გამოიყენა.

1859 წლის 24 დეკემბერს მეჰმედი პირველად გახდა იმპერიის დიდი ვეზირი. ის მუდმივად ჩართული იყო შიდა კონფლიქტების მოგვარებაში ჰქონდა რაღაცებზე დიდგვაროვნებთან შედარებით სხვაგვარი შეხედულება, რის შედეგადაც ისინი გადაიმტერა. ამიტომ, 1860 წლის 28 მაისს მას დიდი ვეზირის ბეჭედი ჩამოართვეს.

გათავისუფლების შემდეგ მეჰმედ რუშდი-ფაშა გაემგზავრა ევროპაში სამოგზაუროდ. მან მოინახულა ევროპის რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის საფრანგეთიც და მისი დედაქალაქი პარიზი. 1861 წელს ის ოსმალეთის იმპერიაში დაბრუნდა და კვლავ დაიწყო სამეფო კარზე ადგილის დამკვიდრებისათვის ბრძოლა.

1866 წლის 5 ივნისს ის ხელმეორედ დანიშნა აბდულაზიზმა ოსმალეთის იმპერიის დიდი ვეზირად. თუმცა მას ძალიან ემტერებოდნენ ფაშები, რომელნიც მის ადგილას მოიაზრებოდნენ, ამიტომ 1867 წლის 11 თებერვალს ის კვლავ გაათავისუფლეს.

1872 წელს ის მესამედ დაინიშნა ოსმალეთის იმპერიის დიდ ვეზირად. მაგრამ 1873 წლის 15 მარტს ის კიდევ ერთხელ მოხსნეს მისი შეხედულებების გამო. 1876 წელს ის კიდევ დაინიშნა დიდ ვეზირად. მას დაევალა ჩაეხშო აჯანყება, რომელიც იმპერიაში მიმდინარეობდა. მეჰმედის თანამდებობაზე დაბრუნებამ ვერ უშველა სულთან აბდულაზიზს და ის მოკლეს. მეჰმედ რუშდი-ფაშას არანაირი წვლილი არ მიუძღვის აბდულაზიზის მკვლელობაში.

ტახტზე ავიდა მურად V, რომელიც ახალგაზრდა და გამოუცდელი იყო. მეჰმედი მას ემსახურებოდა, მაგრამ იგი არაადეკვატურ გადაწყვეტილებებს იღებდა, რის გამოც გიჟად ჩათვალეს და ციხეში გამოამწყვდიეს, ტახტი კი აბდულჰამიდ II-ს ერგო. მეჰმედ რუშდი-ფაშას არ მოსწონდა აბდულჰამიდის გულგრილი დამოკიდებულება ქვეყნის მიმართ. 1876 წლის 19 დეკემბერს აბდულჰამიდმა დიდი ვეზირის ავადმყოფობა მოიმიზეზა და სამსახურიდან გაათავისუფლა.

1878 წლის 28 მაისს ის მეხუთედ და უკანასკნელად გახდა ოსმალეთის დიდი ვეზირი. თანამდებობის თავიდან დაკავების შემდეგ, მან დაიწყო ყოფილი სულთნის, აბდულაზიზის მკვლელის ძიება, რაც აბდულჰამიდს არ ესიამოვნა და 1 კვირაში, 4 ივნისს გაათავისუფლა სამსახურიდან, ხოლო მის ნაცვლად დიდი ვეზირი გახდა საფეთ-ფაშა.

მეჰმედი მანისაში გადაასახლეს და სწორედ იქ გაატარა თავისი ცხოვრების უკანასკნელი წლები. ის გარდაიცვალა 1882 წელს, 71 წლის ასაკში და დაკრძალეს ხათუნიეს მეჩეთის ბაღში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Buz, Ayhan (2009) " Osmanlı Sadrazamları", İstanbul: Neden Kitap, ISBN 978-975-254-278-5
  • Danișmend, İsmail Hâmi (1971),Osmanlı Devlet Erkâni, İstanbul: Türkiye Yayınevi
  • Kuneralp, Sinan (1999) Son Dönem Osmanlı Erkan ve Ricali (1839 - 1922) Prosopografik Rehber, İstanbul:ISIS Press,, ISBN 9784281181.
  • İnal, İbnülemin Mehmet Kemal, (1964) Son Sadrazamlar 4 cilt, Ankara: Millî Eğitim Basimevi, (Dergah Yayinevi 2002) (Google books [1],
  • Tektaş, Nazim (2002), Sadrâzamlar Osmanlı'da İkinci Adam Saltanatı, İstanbul:Çatı Yayınevi (Google books: [2]